Jump to content
Planeta.Ge

ახალი მთავრობაც "კრიშავს" ბიზნესს?


Recommended Posts

სწრაფი გადახდების სისტემაში ჩართული კომპანიები „ნოვა ტეხნოლოჯი“ და შპს "მგგს საქართველო" "საქართველოს ბანკს" მომხმარებლისთვის შეთავაზებული დემპინგური ფასებით გადახდების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „საქართველოს ბანკმა“ ხელოვნური გზით დააწესა სწრაფი გადახდის აპარატებზე ჩარიცხვის მომსახურების 0%-იანი ტარიფი, რათა ბაზრის ექსპანსია მოეხდინა და მოქმედი 2 ათასამდე კომპანია ამ ბაზრიდან გაეძევებინა.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ტერმინალით თანხის ჩარიცხვისას 0%-იანი საფასური ამჟამად მოქმედებს მხოლოდ თბილისში და საქართველოს არცერთ სხვა წერტილში.

ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, ტერმინალით მომხმარებლისგან გადახდების მიღებაზე საკომისისო დაწესება 1 აპრილიდან მობილური ოპერატორების და სს „საქართველოს“ ბანკის უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად მოხდა, რის გამოც მობილურმა ოპერატორებმა უარი თქვეს მათ სასარგებლოდ გადახდების მიღებისთვის საკომისიოს გადახდაზე და მომსახურების საფასურის გადახდის ტვირთი მომხმარებელზე გადავიდა.

„ნოვა ტექნოლოჯის“ გენერალური დირექტორის ჯონი თაყნიაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც „საქართველოს ბანკი“ ბაზრის მონოპოლიზებას ცდილობს, ამ ბიზნესში ჩართული 2 ათასზე მეტი კომპანია გაკოტრების პირას დგება და ამ კომპანიებში მომუშავე 10 ათასზე მეტი ადამიანი კი, შესაძლოა შემოსავლის გარეშე დარჩეს.

ამასთან, როგორც ჯონი თაყნიაშვილი აღნიშნავს, ამას ემატება „საქართველოს ბანკსა“ და ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის საეჭვო ვითარებაში ჩამოყალიბებული ე.წ. „მეტრომანის“ სისტემა, რომელიც გულისხმობს მგზავრობის საფასურის მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალების საშუალებით გადახდას.

„მთელი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურის გადახდები „საქართველოს ბანკის“ მიერ არის მონოპოლიზებული. საქართველოს ბანკი ცდილობს ბაზრიდან ჩვენს გაყვანას. მალე ალბათ, "საქართველოს ბანკის"გარეშე ჯიხური აღარ იარსებებს. ეს იგივეა, რომ პურის გაყიდვის უფლება მხოლოდ ერთ მაღაზიას მიეცეს“, - განაცხადა „ნოვა ტეხნოლოჯის“ გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ბიზნესში არსებული წესებიდან გამომდინარე ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას.

კომპანიები ბაზარზე მიმდინარე მონოპოლიური საფრთხის შესაჩერებლად მიმართავენ საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავჯდომარეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე ბიზნესომბუდსმენს, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაცეიბის ეროვნულ კომისიას მათი ფუნქციებიდან გამომდინარე უზრუნველყონ საგადასახადო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნება.

„ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვაწარმოოთ ბიზნესი, რაც დადებითი შედეგის მომტანია, როგორც კომპანიებისთვის, ისე მომხმარებლისთვის, ხოლო ხელოვნურად შექმნილი ვითარება არავითარ შანსს არ გვიტოვებს“, - აცხადებენ მომენტალური გადახდების სისტემაში ჩართული კომპანიები.

შეგახსენებთ, რომ სწრაფი გადახდის აპარატებით მობილურის ბალანსის შევსებისას მომხმარებელს საკომისიოს გადახდა 1 აპრილიდან თვითონ უწევს. ამ დრომდე ამ მომსახურების საკომისიოს მობილური კომპანიები იხდიდნენ.

"საქართველოს ბანკი"არის ერთადერთი ბანკი, რომელიც მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატების, ასევე თვითმომსახურების ტერმინალების - Express Pay-ს მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებისას, აბონენტებს საკომისიოს არ აჭრის.

 

 

 

ბევრი მცირე მეწარმე გაკოტრდება :032:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწრაფი გადახდების სისტემაში ჩართული კომპანიები „ნოვა ტეხნოლოჯი“ და შპს "მგგს საქართველო" "საქართველოს ბანკს" მომხმარებლისთვის შეთავაზებული დემპინგური ფასებით გადახდების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „საქართველოს ბანკმა“ ხელოვნური გზით დააწესა სწრაფი გადახდის აპარატებზე ჩარიცხვის მომსახურების 0%-იანი ტარიფი, რათა ბაზრის ექსპანსია მოეხდინა და მოქმედი 2 ათასამდე კომპანია ამ ბაზრიდან გაეძევებინა

ისე რა უცბად დაფარეს მთელი თბილისი, ყველა კუთხეში დგას "საქართველოს ბანკის" ჩარიცხვის აპარატები.

 

ბევრი მცირე მეწარმე გაკოტრდება

მცირე არცერთი არაა მაგათში. ნოვას მრავალმილიონიანი ბრუნვა აქვს. TBC -ის კიდევ უფრო მეტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მცირე არცერთი არაა მაგათში. ნოვას მრავალმილიონიანი ბრუნვა აქვს. TBC -ის კიდევ უფრო მეტი.

ეგენი ხო, მარა მცირე მეწარმეებიც არიან ვისაც თითო-ოროლა აპარატი აქვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მცირე მეწარმეებიც არიან ვისაც თითო-ოროლა აპარატი აქვთ

თითო-ოროლა აპარატი მაგ საქმეში არ არსებობს. ან ქსელი გაქვს ან არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...