Jump to content
Planeta.Ge

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება: "ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის".


Recommended Posts

http://politico.ge/i.../news/view/2384 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით, თამარ ჩხეიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია მიმართვას უგზავნის.

 

“თქვენი გუშინდელი განცხადება, აგვისტოს ომის თაობაზე, არა მარტო ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ჭეშმარიტებას, არამედ მიმართულია ოკუპაციის მსხვერპლი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენი და თქვენი ზოგიერთი მინისტრის აპელირება სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ცინიზმია, რადგან ამ შემთხვევაში, სიმართლე ერთი და მეტისმეტად მარტივია - რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, დახოცა ჩვენი მოქალაქეები, მოაოხრა , დაწვა ქართული სოფლები, ჩაატარა ეთნოწმენდა და თქვენ და თქვენი პირით, რუსეთი კი ისევ საქართველოს ადანაშაულებთ!

 

საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის მხრიდან უკვე მიმდინარეობდა, საზღვარი დარღვეული იყო, ცეცხლის ქვეშ იყო მოქცეული ქართული სოფლები, უკვე იყო მსხვერპლიც. (და არა ისე, თქვენ რომ ამბობთ, რაღაც კედელი დაზიანდაო). ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ასეთ დროს, ნებისმიერი ხელისუფლების უფლება კი არა, მოვალეობაა (ხელისუფლების არსებობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა), დაიცვას თავისი ტერიტორია და მოსახლეობა და საპასუხო ცეცხლის გახსნა, ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივი და კანონიერი მოვლენაა.

 

ქართული მხარის რეაქციის ეფექტურობა- არაეფექტურობა, ალტერნატიული მოქმედებების მიზანშეწონილება და სხვა საკითხები, სულ სხვა მსჯელობის საგანია და მას კავშირი არა აქვს მთავარ საკითხთან - ვინ დაიწყო ომი, ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში, კარგია ის თუ ცუდი, გვძულს ის თუ გვიყვარს, იურიდიულად, ის საქართველოს მხარეა და თქვენ მისი დადანაშაულებით და ოკუპანტის გამართლებით, მიშა სააკაშვილს და ნაციონალებს კი არა, ჩვენს ქვეყანას უთხრით ძირს.

 

ცალკეული პარტიები და ხელისუფლება კი არ არის მნიშვნელოვანი, ეს საქართველოს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია, მიწის, რომელიც ჩვენია და რომელსაც დამპყრობელი გვართმევს და ამ საქმეს მას ასეთი განცხადებები, მით უფრო საქართველოს ოფიციალური ხელისუფლის მხრიდან, ძალიან უადვილებს!

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით - თამარ ჩხეიძე.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთმა პატარა ჯგუფმა გამოიღვიძა..... ნელნელა მაგრამ აუცილებლად დადგება ბიზნესმენ ივანიშვილის რუსეთში დეპორტაციის დრო. მის მხარდამჭერ "პოლიტიკოსებს" კი სახალხო მეურნეობაში დავასაქმებთ, ოდეს "საქართველოს სადა ყავს შვილი დასაკარგავი". http://s05.radikal.ru/i178/1304/6f/e72107db86fc.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პოსტი რამოდენიმე თვის წინ დავწერე როდესაც ივანიშვილის რუსეთზე საუბარს ვუსმენდი მაგრამ როგორც ვხედავ დღესაც საჭიროა გახსენება. თემას ერქვა:

  • ვასალის მომხიბვლელი თავმდაბლობა სუზერენზე საუბრისას. ნაგისა ოშიმას 1999 წლის ფილმში- "Taboo" მოთხრობილია სამურაების ცხოვრება და ურთიერთობა....მთავარი ინტრიგა ფილმისა იმაში მდგომარეობს რომ ერთერთი გმირი რომელიც ტექნიკითა და გამოცდილებით თითქმის ყველაზე ძლიერია გაუგებარ სისუსტეს იჩენს მასზე რამდენიმე საფეხურით დაბალ მდგომ ერთერთ სპარინგ პარტნიორთან. პირველი(რომელიც ძლიერია) დაუნდობელია და სისასტიკით მოხუც სამურაებსაც კი აკვირვებს მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება ის(სპარინგებში დაბალ საფეხურზე მდგომი) სამურაი ძლიერი ფითრდება ძალა ეცლება და მასთან(სუსტთან )სულ აგებს. როცა ამ სუსტს სხვა ყველა(ვისაც ძლიერი წამებში ამარცხებს) სამურაი თავისუფლად უსწორდება....როდესაც ვუსმენდი ბიძინეს რუსეთზე საუბარს ეს ფილმი გამახსენდა...გამახსენდა მრისხანე კობა დავითაშვილის ჩავარდნილი ხმა თბილის-მოსკოვის ტელედებატების დროს ჟირინოვსკისთან(ეს ერთი 5 წლის წინანდელ ამბავს მოგახსენებთ მაშინ თვით კობიკოს კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა რომ ჟირინოვსკის კარზე ატუზულს დააცდევინებდნენ და ხელის ჩამოურთმევლად მიიღებდა დიდი რუსი ძერჟიმორდა ძერჟავნიკი ჟირინოვსკი), გამახსენდა ზეინტელექტუალი ლევან ბერძენიშვილი როგორი ჩავარდნილი დაყვავებული ხმით ეკურკურებოდა რუსეთის ელჩს ტელეფონით(ესეთი მოსიყვარულე და შემწყნარებლური ტონი არ ღირსებია არცერთ ლევანის ქართველ ოპონენტს ბრეგაძეს გარდა რომელმაც იგი პირდაპირ ეთერში პორტის ბოზივით შეამკო(უნდა ვაღიარო მაშინ შემეცოდა ლევანი)). ვიფიქრე რა ემართება ამ ადამიანებს რუსებთან საუბარში და კვლავ ნაგისა ოშიმას Taboo გამახსენდა.... რა თქმა უნდა ბიძინე და მისი მენტალობის ადამიანები "ერთად ცხოვრობდნენ დიდ ქვეყანაში" ხოლო რუსეთმა სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინა 1801წელს, ბიძინეს და პუწინს ბევრი "კარგი და საერთო ამბები აქვთ" ამ ერთად ცხოვრებიდან კულტურული: როდესაც რუსებმა მეცხრამეტე საუკუნეში საერთოდ გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია ფრესკები გადაღებეს და ეგზარქოსები დაგვისვეს როდესაც ოფიციალურად ერთხელ გააუქმა ქართულ ენაზე სამართალწარმოება(მეცხრამეტე საუკუნეში) და მეორედაც ცადა გასულ საუკუნეში....ბევრი რამ გვაქვს საერთო 1921 ოკუპაცია, 1924 აჯანყების ჩახშობა, რეპრესიები 1935-53 წლებში, რუსეთ-გერმანიის ომში ძალით გარეკილი 300000 ქართველი(ილხანების სახანოც და სპარსელებიც მიერეკებოდნენ ქართველებს თავის ომებში მაგრამ რატომღაც ეს ქართულ-მონღოლურ-სპარსულ ურთიერთობებში "საერთო ცხოვრების" ისტორიად არ განიხილება)....და არავინ ითხოვდა კანცლერ ბიძინესაგან რუსეთის დედის გინებას მაგრამ ოკუპაცია "ერთად ცხოვრების ისტორია" ვერასოდეს ვერ გახდება ჭეშმარიტებისათვის...მტრის შემოჭრა შენ მიწაზე: გაუაზრებელი ომი ქვეყნის დამცველთათვის არასოდეს გახდება. ამ ყველაფრის უარყოფა და რუსეთისათვის მაამებელი "საქართველოს ისტორიის ახალი ხედვა" განწირულია სანაგვისათვის....აქაოდა "ურთიერთობას ვალაგებთო" და "შიშიშიში" ყველის ვაჭარივით ვუკრიჭოთ კიჭები რუსებს, ვაამოთ, თავზე ნაცარი ვიყაროთ ჩავარდნილი ხმით- ეგებ ცხინვალიდან და სოხუმიდან თუ არ გავლენ ერთ ორ ყუთ ბორჯომს და ჭიან ვაშლს სადმე პოდმოსკოვიეში მაინც ხომ გაგვაყიდინებენო.....ეს არ იყო არც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი პოლიტიკოსის განცხადება არც დაპყრობილი მაგრამ მუხლებზე არდამდგარი ადმინისტრაციის განცხადებას გავდა....ეს იყო შეშინებული ვაჭარის საუბარი: მკლავენ, სახლს მიწვავენ, მიწას გვართმევენ და ეგებ გვევაჭრა მაინც მოძალადესთან იქნება ამ ყველაფერში ხეირი რამე ვნახოო. p.s. განგებამ გადაარჩინა აშშ და ინდოეთი(კიდევ ბევრი სახელმწიფო ვინც თავისუფლებისათვის იბრძოდა): ჯორჯ ვაშინგტონს და მოჰანდას განდის რომ ვაჭრული სული ქონოდათ ან ამდენი "მწიგნობარი და ფარისეველი" ოკუპანტთან "ურთიერთობის დალაგების" მცოდნე ექსპერტი-პოლიტიკოსი ყოლოდა სად იქნებოდნენ ეს სახელმწიფოები?...ჭეშმარიტად თქვა აკაკი ბაქრაძემ: "ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორისი სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც"...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...