laci Posted April 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2013 ესეთი ინტერნეტ გაზეთი მხოლოდ ქართულ ენაზე თუ გამოდის.. :D ჭორიკნობა და მეტი არაფერი. სტატიაზე იკაიფეთ , რა ტონით წერს ჟურნალისტი (ალბათ ჟურნალისტია და არა ბლოგერი)სათაური ხო საერთოდ.. :D ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან გატანილ მილიარდ 700 ათას დოლარს სააკაშვილს არ უბრუნებს?! 10 აპრილი, 2013–17:56დიტო ჩუბინიძე http://www.primerinfo.com/wp-content/uploads/2013/04/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%981-150x150.jpg„ცოცხების პარტიის“ ბოროტმა „მიკი მაუსმა“ თუ „ჰარი პოტერმა“ - ზურაბ ადეიშვილმა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შვებულებაში გაქცევის დროს საქართველოდან დაახლოებით მილიარდ 700 000 დოლარი აქვს გატანილი!..(!!!)ადეიშვილი ამ თანხას არ აბრუნებს, ანუ სააკაშვილსა და მის ხროვას ფულებს არ აძლევს, რის გამოც მიშარასტების უმაღლესეშელონში დიდი გაწევ–გამოწევა და ვაი–უშველებელია ატეხილი!..„პრაიმერს“ ესაუბრება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე – ზაალ კასრელიშვილი.-რა ინფორმაციას ფლობთ ადეიშვილის მიერ საქართველოდან გატანილი თანხის ოდენობის შესახებ?-ჩემი ინფორმაციით, ეს თანხა მილიარდნახევრიდან მილიარდ 700 ათას დოლარამდე მერყეობს, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფულისა, რომელიც წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას წაგლიჯა!..-ასეთი ოდენობის თანხას, ალბათ, ე.წ. „ქეშად“ ვერ წაიღებდა…-არა, შევარდნაძის მთავრობის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც ფულებს ჩემოდნებით დაატარებდნენ, ამათ თავიანთი პატრონებისგან ისწავლეს, როგორ და რა ხერხით უნდა ეკონტროლებინათ ამოდენა თანხები… ეგ როგორ ხდება, იცით? აი, მაგალითად, რომელიმე უცხოურ ფირმას გაამარჯვებინებენ რომელიღაც მშენებლობის ტენდერში და მერე ამ ფირმის სათავო ოფისის ანგარიშზე ჩარიცხავენ კოლოსალურ თანხას!.. ზურაბ ადეიშვილი, ეტყობა, სწორედ იმ ქვეყანაშია, სადაც ნაციონალებმა თავიანთი ფულის ნაწილი გადარიცხეს… ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადეიშვილი ამ ფულს სააკაშვილს არ უბრუნებს, რადგან მისი ბედი გაურკვეველია და კაცმა არ იცის, რა მოხდება!.. ადეიშვილი სააკაშვილსა და მის ხროვას თხოვს, დადებითად გადაწყვიტონ და მოაგვარონ მისი საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფული არ დაბრუნდება!..(!!!)-ეს თანხა როგორი წარმომავლობისაა?-ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის ე.წ. პარტიული „ობშიაგი“!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ თანხისა , რაც სააკაშვილსა და მის ხროვას საქართველოს გაყიდვის ხარჯზე აქვთ მიტაცებული …(!!!)-და ბოლოს, მე კარგად ვიცი თქვენი კავშირების შესახებ და რას ამბობენ კავკასიელიები იმ სამარცხვინო ფაქტის შესახებ, რაც სააკაშვილს თურქეთში დაემართა?-მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს თითქმის ყველა კავკასიელი მტრად ჰყავდა გამოცხადებული, ჩვენი ძმები ძალიან განიცდიან ამ ამბავს და არ მალავენ, რომ ამ მართლაცდა სამარცხვინო კაცმა საქართველოს კიდევ ერთხელ მოჭრა თავი. ორი ვერსია განიხილება: სააკაშვილი ან არის გიჟი, ან- ნარკომანი!..-იქნებ ორივე ერთადაა!..-კი, მაგის შესახებაც ლაპარაკობენ!…-გამორიცხავთ ვერსიას, რომ ველოავარია თურქეთის სპეცსამსახურებმა მოუწყვეს სააკაშვილს?-გამორიცხულია!.. რაში სჭირდება თურქეთს სააკაშვილის სიკვდილი? ის უკვე ჩამოწერილი და გამასხარავებული პოლიტიკოსია! სააკაშვილის მსგავსი კაცი მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა პრეზიდენტი გამხდარიყო… მაგ ვერსიას გამოვრიცხავ!.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
U-33 Posted April 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2013 მკვდარზე ან კაის ამბობენ ან არაფერს.სადაა ამ ქვეყანაში ჟურნალისტიკახოდა გავჩუმდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.