Jump to content
Planeta.Ge

ივანიშვილი: როგორც უნდა ვმალოთ, ეკლესიაში არსებობს პრობლემები


Recommended Posts

http://news.ge/ge/ne...bobs-problemebi

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკლესიაში პრობლემები არსებობს. ამის შესახებ პრემიერმა ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა,

"ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის მიიჩნევს, რომ ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს.

„ის აუცილებელი თანხა, რაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასახმარებლად, უნდა იყოს გადარიცხული ერთხელ და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე", - განაცხადა პრემიერმა.----------------- ამდენი ურთიერთგამომრიცხავი წინადადება მრავლისმნახველ ქართველობას იშვიათად უნახავს თუმცა ბოლშევიკებიც ახსოვს, კიტოვანიც, ქართლოს ღარიბაშვილიც და დავით აქუბარდიაც(ეს უკანასკნელი დღემდე თავს ჟურნალისტად ასაღებს და თავის მიკროოსტანკინოს ჯიხურიდან ლუმპენების დაბოლებას ჯიუტად განაგრძობს.). დავუბრუნდეთ მსხვილ თეოლოგსა და სახელმწიფო მოღვაწეს ივანიშვილს: 1. ეკლესიაში პრობლემები არსებობს -ეს თამამი განცხადებაა რადგან არ დაუკონკრეტებია შეიძლება ვინმე ინტრიგანმა ეპისკოპოს იობის(და სხვა მღვდლების) საარჩევნო პროცესში აქტიური ჩარევა(ბიძინეს გუნდის სასარგებლოდ) იგულისხმოს რაც ეწინააღმდეგება ივანიშვილის აღმოჩენილ ახალ აქსიომას:2ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს(არიქა ეს ამბავი ევროპას გავაგებინოთ თორემ საბრალონი ისევ თეოკრატიაში ცხოვრობენ). რამდენი ახალი იდეებით ირწყვება ეს მადლიანი ქართული მიწა თუ აკვირდებით?. 3".ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას" ცოტა დავიბენით კაცო(რას ნიშნავს რომ განვითარების დაბალ საფეხურზე ვიმყოფებით და ვერ ვწვდებით კანცლერის სიტყვათა მთელ სიღრმეს) წეღან არ თქვით: "ეკლესია დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს"-ო? მერე თუ სახელმწიფოსაგან გამიჯნულია ეკლესია, სახელმწიფო და მისი მოხელეები(მე ინერციით ივანიშვილი სახელმწიფო მოხელე მგონია თორემ მას თავი უფრო მაღალ კატეგორიაში წარმოუდგენია(როგორც დილიტანტმა(ეს მე არ მითქვამს ბიძინამ თქვა კბილაშვილზე) არჩიბალდმა ბრძანა იგი(ივანიშვილი) აღმატებულ მდგომარეობაში იმყოფებაო(ეს იმიტომ საფანგეთის მოქალაქე და უბრალოდ შეძლებული კაციაო თორემ ინტელექტზე და "სულიერებაზე" რომ ეთქვა შეიძლება ვინმეს არ დაეჯერებინა)) როგორღა ეფერებიან? გარდა ამისა საქართველოში კათოლიკეები, ევანგელისტები, ბაბტისტები, ათეისტები აგნოსტიკოსებიც არიან და გამორჩეული მოფერებით სახელმწიფოსაგან არ იქნება რელიგიური შუღლის ჩამოგდების მცდელობა? შუღლი თუ არა ეს ხალხი იტყვის "ეეე ძმაო მარტო მაგათ თუ ეფერებით-ე.ი ჩვენ ამ ქვეყნის შვილები არა ვართო"- და მერე რელიგიურ სეპარატისტებს რაღა გაუძლებს.... ფულის კონტროლზე საერთოდ არაფერს ვამბობ: ერთი მხრივ ამბობ "ეკლესიაში პრობლემებიაო" მერე ამბობ გამიჯნული უნდა იყოს ეკლესია სახელმწიფოსაგანო და ამატებ ფულს რომ ვუხდით(არადა რა საინტერესოა სახელმწიფო ფულს უხდის ღმერთის სახელობის ინსტიტუტს რომელიც მისგან გამიჯნულია მაგრამ არჩევნებში მღვდლები პროპაგანდისტებად მუშაობენ მაგალითად იობი-ელგუჯა, მენდალიანი ისაკაძე და სხვა ამხანაგები. საინტერესოა რას იტყოდა ამაზე ნაზარეველი რომ დაენახა "რა ვაჭრობა გამართეს მისი მამის სახლში")არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე",...... არ ვიცი კანცლერი რას ფიქრობს როდესაც საუბრობს: ან ფიქრობს რომ არავინ უსმენს მისი ფულის თაყვანისმცემელთა გარდა, ან მისთვის სულ ერთია რას ლაპარაკობს თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i021.radikal.ru/1304/99/1411b35b3a99.jpgეს იობის პროპაგანდისტული ინსპექციაა ივანიშვილის საარჩევნო შტაბში(ესეთი ამბები მხოლოდ "სისხლიანი რეჟიმის" დროს ხდებოდა თორემ ეხლა ჩვენ უბრალოდ ."ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას" რომელიც " დამოუკიდებელი და სახელმწიფოსგან გამიჯნული უნდა იყოს")
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=Nxs6PncQ_8A&feature=player_embedded#! შეიძლება ეს პრობლემა(ობსკურატიზმის ბრწინვალე ნიმუში) იგულისხმა ივანიშვილმა... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიაში პრობლემები არსებობს.

ამაზე თავად საპატრიარქომ რომ ილაპარაკოს, უკეთესი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიაში არსებობს პრობლემები

ამდენ ხალხს "ალოხებენ", მეტი რაღა პრობლემები უნდა იყოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn ეგ გემოვნების საქმეა და მე არ მადარდებს რა ხდება შიგნით ეკლესიაში, მეჩეთში, სინაგოგაში თუ ჭორვილას მონასტერში. ჩეხოვმა ერთხელ თქვა: "როდესაც ვყვები ცხენის ქურდების შესახებ, მე არ ვამბობ რომ ცხენის ქურდობა ცუდია. ეს მოსამართლის საქმეა და არა ჩემი".
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...