laci Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 http://tv9.ge/?m=6&id=19682 საკრებულოს დეპუტატი ქალაქის მთავრობას არაკვალიფიციური კადრის დანიშვნაში ადანაშაულებს. საუბარია თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელზე. თანამდებობაზე 10 დღის წინ დანიშნული მალხაზ კუნელაური პროფესიით იურისტი და არა არქიტექტორია.არ არის გამორიცხული, რომ დავა კუნელაურის კვალიფიკაციაზე სასამართლოში გაგრძელდეს. დეპუტატი ზაზა გაბუნია ჩივილს აპირებს. რატომ ინიშნება არქიტქტურის სამსახურში იურისტი უფროსად , შეგიძლიათ ამიხსნათ?უგულავას სინდის ნამუსი რომ არ ააქვს ვიცი,რა უნდა იურისტს არქიტექტურის სამსახურში ? სხვის დიპლომებს და კვალიფიკაციას , რომ აპროტესტებდნენ, თავის სიმახინჯეს რატომ არ უყურებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 5, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2013 http://www.iveroni.com.ge/analitika/5010-daubruneth-arqiteqtura-arqiteqtorebs.html?lang=ka-GE დედაქალაქის და ქვეყნის არქიტექტურული იერსახე ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაჩნდა უამრავი ახალი, თანამედროვე შტრიხი, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ასეთ ვითარებაში საინტერესოა პროფესიონალთა აზრი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში მათ აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ.ქვეყანაში არსებულ არქიტექტურულ პრობლემებზე არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ვახტანგ დავითაია საუბრობს:— ყველა ქალაქს თუ ქვეყანას საკუთარი არქიტექტურული პრობლემები აქვს. განსაკუთრებით მძაფრია ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ძირითადად კი არქიტექტურული პრობლემები თითქმის ერთნაირია. ბალტიისპირელებმა მეტნაკლებად შეძლეს კაპიტალის ჩაყენება საკუთარი კულტურისა და ინტერესების სამსახურში. მაგრამ ზოგიერთი ქალაქი მეტისმეტად დაექვემდებარა კაპიტალის დიქტატს, მათ შორის თბილისი. ეს იმანაც განაპირობა, რომ არქიტექტურული-სამშენებლო პროცესის მართვის სადავეები მთლიანად უზურპირებულია არაარქიტექტორების, არა- პროფესიონალების მიერ. ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლება, თუკი არქიტექტურას არქიტექტორებს დაუბრუნებენ. არქიტექტურული შეცდომები ხომ (ქირურგის და მეკარის შეცდომის მსგავსად) არ სწორდება, მყარი დამცავი მექანიზმი არსებობს. თუკი ერთი და იმავე სცენარით სხვადასხვა რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი შეიძლება იყოს გენიალური, კარგი, საშუალო, ცუდი და ძალიან ცუდი, არქიტექტურაში შედეგის პროგნოზირება 90%-ის სიზუსტითაა შესაძლებელი. პროექტში ყველაფერი ჩანს. პრობლემა ისაა, რომ ამ პროექტის "შემფასებელი", უმეტეს შემთხვევაში, დილეტანტია. ეს სადამდე გაგრძელდება, არავინ იცის. რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე, პროცესის მართვაში პროფესიული და საზოგადოებრივი აზრის ჩართულიბის ხარისხზე, იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც ხელისუფლება აირჩევს. დღეს ქართული არქიტექტურა მოწყვეტილია ნამდვილ, ბიოლოგიურ დედას და მასზე "ზრუნავს" დედინაცვალი.......................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ZaToIcHi Posted April 5, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2013 ბათუმში კაი 2 წელი თუ მეტი არა იურისტი იყო მოვალეობის შემსრულებელი (!) : )))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.