არაორიგინალური Posted April 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2013 თუ ეგეთებზე აქ არ ვბაზრობთ? ამ საქმეში ღრმად ჩახედული არ ვარ და თანაც მიმაჩნია რომ გაპოლიტიკურება არცაა საჭირო (არცერთი მხრიდან), როცა სუფთა სამართლებრივი საკითხია, მაგრამ რაც ტელევიზორში ვუყურე ხუხაშვილის და საიას (არ ვიცი იმ ბიჭის გვარი) დაპირისპირებას, ნერვები მომეშალა ორივე მხრის პრაფანობაზე.მომჩივანი პოლიტიკურს აწვებოდა და გამპრავებელი ქუჩურს. შთაბეჭდილება დამრჩა რომ, სამართალი ორივე მხარეს ფეხზე ეკიდა.მოდით აბა, აქ მაინც გავაპრავოთ მაღალ დონეზე ორივე მხარემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Abulabas Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 (edited) მაგრად მკიდია როგორ გადაწყდებაამაზე დიდი გადაცდომა ნუ დაგვანახოს ღმერთმა :დ რაც ჩუგოშვილი აღარაა საიაში რაცხა ვერაა მაგათი საქმე დალაგებულად ;) მემგონი მალე გასაჯაროვდება სინამდვილეში რა მოხდა ;) Edited April 4, 2013 by Abulabas Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IamNumberOne Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 ვალერიან თელია საავადმყოფოშია მოთავსებული აჭარის შს მთავრი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის რაიონში მდებარე კლინიკა "მედინას" ხელმძღვანელმა ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა , პაციენტს ამჟამად გამოკვლევები უტარდება. მან თელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზი არ დააკონკრეტა."მედინაში" გადაყვანამდე კი ვალერიან თელია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში განუცხადეს, თელია კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა. მას დაუდგინდა კონვენციური აშლილობა, გაიარა ნევროპათოლოგის კონსულტაცია, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კი, საკუთარი სურვილით "მედინაში" გადაიყვანეს. © http://www.interpressnews.ge/ge/politika/235143-valerian-thelia-saavadmyofoshia-mothavsebuli.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 მე კატეგორიული წინაამღდეგი ვარ ყველა იარაღიანი ადამიანის ბლატავის , უიარაღო ადამიანის წინაშე . წინაამღდეგი ვარ გაბლატავებული თანამდებობის პირის და ასე შემდეგ . ხოლო ბლატნოი პოლიციელი ვააბშე აუტანელია ჩემთვის . ჩემი აზრით მაგ თელია ადმინისტრაციულად დასასჯელია სისტემის შიგნით . დაქვეითება , სხვა რეგიონში გადაყვანა დაქვეითებით და ასე შემდეგ . ------------- მინისტრი ღარიბაშვილის პოზიცია , მუნდირის დაცვასთან დაკავშირებით ---- ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია , არ გვინდა პოლიციელების ,,მამის,, იმიჯის მქონე ახალი მინისრი-მონსტრის შექმნა ---- ეგრე იწყებდა მერაბიშვილიც . თელიას არ მოუწევდა არანაირი მუნდირის დაცვა , თუ არ იბლატავებდა და მოიქცეოდა კანონის და შიდა ინსტრუქციების შესაბამისად : 1. თელიას რანგის თანამდებობის პირს ---- ეკუთვნის მძღოლი . ის პირადათ არ უნდა იჯდეს საჭესთან . 2. თუ თელიას მოეჩვენა , რომ მერსედესის მძღოლი იქცეოდა არაადექვატურად და მისი საქციელი იყო პოლიციელის ღირსების შელახვა ---- არსებობდა ამაზე რეაგირების კანონიერი გზები . განცხადება პროკურატურაში , თუ მერსედესის მძღოლის ქმედებაში იყო მისი აზრით დანაშაულის ნიშნები . 3. თუ თელიას ქონდა საკმარისი ეჭვი , რომ მერსედესის მძღოლი იყო ნასვამ მდგომარეობაში ის უნდა მოქცეულიყო შემდეგნაირად : ა/ გადაეცა პატრულის მორიგესთვის ინფორმაცია ნასვამ მძღოლზე . ბ/თუ ნასვამი მძღოლი საფრთხეს უქმნიდა სხვა მოქალაქეებს , თელიას უნდა განეხორციელებია მისი დაკავება და არა ქუჩურ გარჩევაში მასთან შესვლა . ----------------------------------------- გენერალური ინსპექციის დასკვნა არის ტენდეციური და არაპროფესიული : 1. პოლციელი ---- რომელიც დაუდევრობით , თუ შეგნებულად ანადგურებს პოტენციურ მტკიცებას სავარაუდო სისხლის , ან ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე ---- ან სისხლის სამართლის პასუხგებაში უნდა იცეს მიცემული : ა/ მტკიცებულების განზრახ განადგურებისთვის ბ/სამსახურეობრივი დაუდევრობისთვის ან სამსახურიდან უნდა ყოფილიყო დათხოვნილი , თუ მან მტკიცებულება შემთხვევით გაანადგურა ---- არაპროფესიონალიზმისთვის . 2. არასწორი იყო გენერალური ინსპექციის მიერ დაშვებული ვარაუდი , რომ თელია იმიტომ დაჯდა საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე , რომ ის მიიჩქაროდა რაღაც ჰიპოთეტიკური დანაშაულის გახსნის უზრუნველსაყოფად ---- არასწორი კი არა იდიოტიზმია . ამას აქ არ ავხსნი , იმიტომ , რომ ბევრი უნდა ვწერო ძალიან ვიწრო პროფესიულ თემებზე , რომლებსაც ბევრი ვერ გაიგებს . სიტყვაზე დამიჯერეთ , რომ ეგ ვერსია არის მტკნარი სიცრუე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 პატრულში მაქვს სულ 2-ჯერ დარეკილი და გამომდინარე მათი პასუხებიდან მეტჯერ აღარც დავრეკავ შარშან რაღაცაზე გაბრაზებული ვიჯექი მარშუტკაში,ამდროს თდავინახე პატრულის თანამშრომლები მოძრაობდნენ ღვედის გარეშე. მეთქი ან ძაღლებმა რატო უნდა იბლატაონთქო მოკლედ დავრეკე პატრულში,გადავეცი მანქანის ნომერი და ვუტხარი ღვედის გარეშე მოძრაობენთქო ოპერატორთან შელაპარაკება მომივიდა ის მეუბნებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში უშლით ხელსო მეთქი ეგრე დისტრიბუტორსაც უშლის ხელსთქო და საერთოდ საერთოდ სამსახური რა შუაშია პოლიციელის უსაფრთხოებაც დაცული უნდა იყოსთქო......... მოკლედ არაფერი გამოვიდა და მეც დავიკიდე 10 წუთის მერე პატრულის მეორე ეკიპაჟი დავინახე ისინიც უღვედოდ, გადაწოლილიყო მძღოლი სავარძელზე და ტელეფონზე ბაასობდა გემრიელად დავრეკე ისევ 022ზე. მიხვდნენ რო ინტრიგანი ვიყავი და სხვა ნომერი მომცეს, ვერც იქ ვერ მიპასუხეს ვერაფერი და კიდე სხვა ნომერი მომცეს.......... მოკლედ ასე გაგრძელდა კიდე ორჯერ თუ სამჯერ და ბოლოს დაურეგისტრირებელი ნომერი მომცეს :fear: აი ასეთი იყო მერაბიშვილის პოლიცია და არც ღარიბაშვილი ცდილობს შეცვალოს რამესანამ პოლიციელს არ ექნება მკაცრად განსაზღვრული უფლება-მოვალეობები და მცირედი გადაცდომაც დასჯადი არ იქნება,მანამდე ისევ ძაღლური ქვეყანა გვექნებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
არაორიგინალური Posted April 4, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 მაკიაველიჭირიმე შენი, ჩემ აზრებს კითხულობ და გადმოსცემ იურიდიული ნიუანსებით. უბედურება ისაა რომ, ქვეყანაში დამკვიდრდა მახინჯი პიროვნებების სტატუსის ფორმა. ყველას ავიწყდება რომ, თუ ის არ იმყოფება უშუალოდ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მომენტში და გარემოებებში, ის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა და კანონთან ისეთივე დამოკიდებულებაშია, როგორც სხვა. ძალიან აშკარა განმარტებისათვის მაგალითად მოგიყვანთ პლაჟზე გახდილ (საცურაო კოსტუმში) მუნდირის მტარებელ ჩინოვნიკს. რა ვქნა, ზღვა დავუთმო თუ წამოსაგორებელი ადგილი თუ მზე უფრო მეტ სხივებს გაუგზავნის? რამე რომ იყოს წყალში ჩემზე ნაკლებად დაიხრჩვება თუ როგორაა საქმე?ბატონ მინისტრს კიდევ, როცა საუბრობს მუნდირის ღირსების დაცვაზე, მუნდირი ერევა თანამდებობაში. მუნდირი თავისთავად წარმოადგენს სათაყვანებელ მოვლენას, მაშინაც კი როცა ის გარდერობში კიდია და ნებისმიერი ადამიანი(!) სანამ ის მუნდირს ჩაიცვამდეს, უნდა ეუმბოროს (დიახაც უნდა გრძნობდეს მისი ტარების უფლებას) მას და შეძლოს დაიცვას მისი ღირსება ჯერ თვითონ და მერე სხვას მოსთხოვოს იგი. მე მაგალითად მაგრად მიტყდება, როცა მუნდირს ვხედავ ნასვამს ან მოღლაბუც-მობლატავეს, თუნდაც ერთი რიგითი დაცვის თანამშრომელი მუნდირი იყოს. საიაზე ხომ საერთოდ აღარაა ბაზარი, მამაშვილურად ერთი კისერში მოდებას ნამდვილად იმსახურებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელიას მდგომარეობა სტაბილურია და იგი ორ დღეს ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შესახებ news.ge-ს კლინიკა "მედინას" ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ვალიშვილმა განუცხადა."ვალერიან თელია, გუშინ, 23:55 წუთზე შემოვიდა კლინიკაში. შემოსვლისას დიაგნოზი დაუზუსტებელი კრუნჩხვითი სინდრომი დაუდგინდა. ამ დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. მოხდა კრიტიკული მდგომარეობის კუპირება, ჩაუტარდა გამოკვლევები, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, ანალიზები. ორგანული პათოლოგია გამორიცხულია. მდგომარეობა დასტაბილურდა და დღეს ნევროლოგიურ განყოფილებაში გადავიყვანეთ", - ამბობს ვალიშვილი news.ge-სთან საუბრისას.მისი თქმით, ორ დღეს თელიას ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ რეაბილიტაციური მკურნალობა სჭირდება, მერე კი მას კლინიკიდან გაწერენ.როგორც ვალიშვილი ამბობს, კრუნჩხვითი მდგომარეობის გამოწვევას სხვა ახსნა, გარდა სტრესული სიტუაციისა არ აქვს და ეს სტრესის შემდგომი მდგომარეობაა. სტრესი კი, სავარაუდოდ, იმ ინციდენტმა გამოიწვია, რომელიც ბათუმში 28 მარტს მოხდა და რომელშიც თელია მონაწილეობდა. საიას მძღოლთან მას სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ მოუხდა, რაც მძღოლმა სამართალდამცავების განმარტებით, საავარიო სიტუაცია შექმნა. რა მგრძნობიარე ბიჭი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 (edited) მიმაჩნია რომ გაპოლიტიკურება არცაა საჭირო (არცერთი მხრიდან), როცა სუფთა სამართლებრივი საკითხიასამართლებრივი იქამდეა სანამ სამართლებრივად ადექვატური რეაგირება ხდება. როგორც კი საკითხი, ეს თუ სხვა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამოვა, მაშინვე პოლიტიკური ხდება. ინციდენტი ბათუმში ლაშა ჭანტურიძენორთფილდი ნორვიჩის უნივერსიტეტის დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი და ასოცირებული პროფესორი 2013 წლის 2 აპრილისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვა ვალერიან თელიას ბათუმის ინციდენტის შესახებ საყურადღებოა და საინტერესოა როგორც მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ერკვევა მინისტრი ხელქვეითთა საქმეებში, როგორ შეუძლია მნიშვნელოვანი ამბების გადაცემა პრესისა და საზოგადოებისთვის, როგორი გულახდილი და წესიერია იგი და ზოგადად, თუ რამდენად განათლებული და ნაკითხია. მინისტრი ღარიბაშვილი მართალი გამოდგა ერთ საკითხში: ბათუმის ინციდენტი არ ყოფილა განსაკუთრებული და ტრაგიკული. სამაგიეროდ იგი ცდება ამ საქმის თითქმის ყველა სხვა ასპექტში. ეს ინციდენტი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის წარმოადგენდა იმის შანსს, რომ ქვეყნისთვის დაემტკიცებია, თუ როგორ განსხვავდება ‘ქართული ოცნების’ მთავრობა წინა მთავრობისგან, მაგრამ დაამტკიცა საპირისპირო – დიდი განსხვავება მათ შორის არ არის და არც არის მოსალოდნელი. ღარიბაშვილმა ბათუმის ინციდენტისა და შსს გენერალური ინსპექციის მიერ ამ ფაქტის ‘გამოძიების’ შემდეგ. ეს არის განაცხადის ნაწილი:„მე მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებული იყო, თქვენ ალბათ ნახეთ, რომ ინციდენტისას რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის უფროსს. მე მინდა, აქვე შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ იმ დღეს, იმ საათში ვალერი თელია მიემართებოდა მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ტრეფიკინგის ფაქტის გამოსავლენად. ასე რომ, ზოგადად აჟიოტაჟი, რაც ატყდა და მე მოვისმინე, განცხადებები, რომ თითქოს ვინმემ კამერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენინსპექციის დასკვნა და იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა მოხდა რეალურად. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. აქვე მინდა განვმარტო, რომ თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ჰქონდა, თუნდაც ტექნიკოსს, რომელსაც წაეშალა, თუ წაშალა თუ რაღაც, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ვიდეოფირები და თვითონ გავავრცელეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი არის ძალიან გაზვიადებული, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, აშშ-ში ან ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე რეგიონის პოლიციის უფორისისთვის მოქალაქეს, ისიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, რომ მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა?! ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდით. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის იყო ვალდებული, დაეცვა საკუთარი მუნდირი.“გრამატიკას, სტილს და გამოთქმული აზრის სიცხადეს რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც გამოსჭვივის ღარიბაშვილის სიტყვიდან. ერთი, ტრადიციული საბჭოური ლოგიკით იგი ყველაფერს აბრალებს მოქალაქესა („ნასვამ მდგომაროებაში,“ იგინებოდა) და უმცროს თანამშრომელს („თუნდაც ტექნიკოსს“ წაეშალა). მეორე, აშკარად ხელს აფარებს პოლიციის უფროსს, რომელიც იმდენად ბრიყვია, რომ მოქალაქეებთან ჭიდაობს ქუჩაში და ისიც იმ დროს, როდესაც „მეტად მნიშვნელოვანი ოპერაცია“ ელოდებოდა „განსახორციელებლად“ – „ტრეფიკინგში“ თუ ის იგულისხმება, რასაც ადამიანის მოტაცებისა და დამონების დანაშაული გულისხმობს, გამოდის რომ თელიამ ხალხის გადარჩენაზე იმ მომენტში ხელი აიღო და მთვრალებთან ქუჩაში საქმის გარჩევა დაიწყო. მესამე, აზვიადებს ან იგონებს ფაქტებს – თელია „24 საათის განმავლობაში იცავს“ აჭარის მოსახლეობას; აგრეთვე, იგი სუპერმენივით მარტო მიემართებოდა „მეტად მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად.“ მეოთხე, ღარიბაშვილს წარმოდგენა არა აქვს, თუ როგორ არის პოლიციის ძალა მოწყობილი შეერთებულ შტატებში, სადაც „რეგიონული პოლიციის უფროსი“ არ არსებობს – როგორც ჩანს, ამ თემაზე არათუ წიგნი არ წაუკითხავს, არამედ ჰოლივუდის კინოც არა აქვს ნანახი. რაც მთავარია, ღარიბაშვილი ვერ ხვდება, თუ რამდენი სისულელე თქვა ერთ მოკლე სიტყვაში და რა ზიანი მიაყენა ამითი მმართველი პარტიის პრესტიჟს. ეს თუ არ არის არაკომპეტენტურობის მაგალითი, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება იყოს. მის ადგილას საღად მოაზროვნე ადამიანი, მართლა რომ უდანაშაულო ყოფილიყო უფროსი თელია, მაინც დასჯიდა სიტუაციის არასწორედ შეფასებისთვის და შეუფერებადი საქციელით პოლიციელის „მუნდირის“ დამცირებისთვის. ღარიბაშვილს რომ ჭკუა ან გამოცდილება ყოფნოდა, თელია გახდებოდა განტევების ვაცი და სიმართლე და წესიერება არ შეეწირებოდა მის გადარჩენას. ასე რომ,მოქცეულიყო, ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ‘ოცნების’ მთავრობის პრესტიჟს გაამყარებდა. ყველაზე ფანტასტიკური ამ ისტორიაში კი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადი, რომლის თანახმად აჭარის პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა არა აქვს! მარტო ამის გამო ჰქონდა ღარიბაშვილს თელიას სამსახურიდან გაშვების ფორმალური საფუძველი. გამოდის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიქირავა პოლიციელი, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს, და ამავე დროს, მინისტრს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია ამ პოლიციელის მიერ ავტომობილის მართვა, თანაც „მნიშვნელოვანი ოპერაციის“ განხორციელების დროს. http://www.netgazeti.../opinion/18262/ Edited April 4, 2013 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JorJo Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 არსად არ დამიწერია ამ ფაქტზე პოსტი, არც ფორუმჯიზე და აქ დავწერ ჩემი აზრით რათა არ მოხდეს შსს–ს შემდგომი დისკრიმინაცია, არ დაკარგოს ღარიბაშვილმა ავტორიტეტი რომელიც ამ მოკლე პერიოდში წვალებით დააგროვა, უნდა მოხდეს ორივე მხარის კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. კერძოდ – საიას თანამშრომელი: უნდა დაჯარიმდეს მოძრაობის წესების დარღვევისთვისუნდა დაჯარიმდეს ან მართვის მოწმობა ჩამოერთვას არაფხიზელ მდგომარეობაში ავტ. მართვისთვისუნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პოლიციელის სიტყვიერი ან ფიზიკური (თუ დამტკიცდა) შეურაცხყოფისთვის. და უნდა იყოს დასჯილი შესაბამისად !!! თელია:უნდა დაჯარიმდეს მართვის მოწმობის გარეშე ავტ. მართვისთვის (რაც განხორციელდა)უნდა მოხდეს მისი დაქვეითება, სხვაგან გადაყვანა, მკაცრი საყვედურის გამოცხადება.ნარკოლოგიური შემოწმებაპოლიციელი რომელმაც "შემთხვევით" გაანადგურა მტკიცებულება უნდა იყოს განთავისუფლებული სამსახურიდან და რადგან გენ ინსპექცია ვერ ასაბუთებს აღნიშნული ფაქტის დაუდევრობით თუ განზრახ ჩადენას, საქმე უნდა გადაეცეს პროკურატურას. თელიას საავადმყოფოში გადაყვანა ნერვული აშლილობით და შემდეგ სავარაუდოდ ნარკოლოგიურში გამოცხადება გამოიწვევს საფუძვლიან ეჭვს რომ ეს მანევრი განხორციელდა შეგნებულად ! მოკლედ უნდა გაანთავისუფლონ და საიას წევრი სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით გაასამართლონ. დანარჩენი ამ საკითხზე მსჯელობა მიმაჩნია უაზრო ჭორაობად და ჩემი კაკალი შენზე დიდიას შედარებას... თუ აღნიშნული ქმედებები არ განხორციელდა თელიას საქმე იქნება ერთ ერთი პირველი შავი ლაქა ახალი "არაპოლიტიზირებულ–არაავტორიტატული" რეჟიმისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პოლიციელის სიტყვიერი ან ფიზიკური (თუ დამტკიცდა) შეურაცხყოფისთვისსაია -ს წევრზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არა რეალურია. მაქსიმუმ ადმინისტრაციული კოდექსი მიუყენო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 ერთ პატარა დასკვნას მეც გავაკეთებ ორი ფაქტიდან გამომდინარე: 1) ტარება იცის, მანქანით მოძრაობს მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვს 2) ფსიქიური აშლილობაო თუ რაღაც დაემართაო ამ ორი ფაქტიდან გამომდინარე ჩნდება გონივრული ეჭვი: მართვის მოწმობის გამოცდაზე ფსიხო ვერ ჩააბარა ჰააა რავალია? :brr: ღარიბაშვილმა თქვა მალე გამოჯანმრთელდება და მუშაობას გააგრძელებსოპოლიციელი და ისიც გიჟი :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 (edited) მე მინდა, აქვე შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ იმ დღეს, იმ საათში ვალერი თელია მიემართებოდა მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ტრეფიკინგის ფაქტის გამოსავლენად ამონარიდი გაზეთი "კომუნისტიდან" 1977 წელი, ნუ მაშინ ტრეფიკინგი არ იყო მაგრამ ვთვქვათ "ბანდიტების ბუნაგის" გასანადგურებლად Edited April 4, 2013 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JorJo Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 Saturnსაია -ს წევრზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არა რეალურია. მაქსიმუმ ადმინისტრაციული კოდექსი მიუყენო. რატო რა ვინ ჩემი ####ა რო? რახან საიას წევრია ვინმეზე მეტია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კომისარი Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 რატო რა ვინ ჩემი ####ა რო? რახან საიას წევრია ვინმეზე მეტია? +1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 რახან საიას წევრია ვინმეზე მეტია? არა არანაირად!მარა ყველაზე კაიფი ისაა რო წევრიც არაა,მძღოლია და რამხელა ამბავი ატეხეს, წევრი რო იყოს გალაქტიკიდან გაგვასახლებდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.