Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/235126-kakhi-kaladze-gamosamshvidobebel-matchs-31-maiss-gamarthavs.html

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი კახი კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს დინამო არენაზე გამართავს. კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთა თბილისში ჩამოყვანასაც გეგმავს.

"მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა. 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში" ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ", – აღნიშნა კახი კალაძემ.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში უცხოელი ვარსკვლავების გარდა მონაწილეობას ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიც მიიღებენ. სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ნაკრების ასევე ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშვილიც, რომელმაც ეროვნული გუნდის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვააახ რამდენი ხანია ამ დღეს ველოდები

 

ნეტა კაკა თუ ჩამოვა? :(

 

იმედია ბილეთს ასტრონომიული ფასი არ ექნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახი კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს დინამო არენაზე გამართავს

დიფარფლი ჯობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეგა

გატუზო და მალდინი თავისთავად

შევჩენკოც უეჭველი ჩამოვა

პირლო

ნესტა

ზედორფი

 

იქნებიან ვარსკვლავები ბლომად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველთვის უაზრობად მიმაჩნდა ეს გამოსამშვიდებელი მატჩები..არანაირი სპორტული დატვირთვა არა აქვს..გამოვლენ იძუნძულებენ ფრეს ითამაშებენ და დაახვევენ..:D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველთვის უაზრობად მიმაჩნდა ეს გამოსამშვიდებელი მატჩები

გააჩნია ვისია. თუ მართლა დიდი ფეხბურთელისაა, სენტიმენტებს უკავშირდება... ლეგენდის დასრულება და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

გეთანხმები,მეც არ მიყვარს,მაგრამ არის ზოგჯერ,,

ნუ ორგანიზებას და ფეხბურთელებს გააჩნია..

მარადონას გაცილება კარგი იყო

http://www.youtube.com/watch?v=s737jS_10xE

თუმცა პლატინის გაცილებისტანა არაფერი მინახავს :)

ვერ ვნახე ინეტში პფაფფმა ისეთი რაღაცეები აკეთა,,

მაქვს მთელი თამაში და მეზარება დაჭრა დღეს..

ისე ის თამაი საფრანგეთის ნაკრებს ოფიციალურ თამაშად ჩაეთვალა და მაგარი ბოიც იყო :)

Edited by დეგა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გააჩნია ვისია. თუ მართლა დიდი ფეხბურთელისაა, სენტიმენტებს უკავშირდება... ლეგენდის დასრულება და ა.შ.

ხო ნუ მე ეს სენტიმენტალიზმი არ მაწუხებს..ერთი ლეგენდა წავა,მეორე მოვა..პროსტო სპექტაკლის ყურება კარგია თეატრში..სპორტში რეალური პაექრობა თუ არა იგრძნობა,ისე როგორ უნდა უყურო..??

ისე ზოგი იმ სირობასაც უყურებს(სახელი დამავიწყდა)..ამერიკელები რინგზე რომ ვითომ ჩხუბობენ..:D :D

 

დეგა

მახსოვს პლატინის გაცილება..პფაფი უიშვიათესი იყო..მაგრა მევასებოდა..:) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ზოგი იმ სირობასაც უყურებს(სახელი დამავიწყდა)..ამერიკელები რინგზე რომ ვითომ ჩხუბობენ

კეტჩი

 

ორი ორზე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კეტჩი

ხო..

 

ორი ორზე

ხან ორი ორზრ,ხან სამი ერთზე,ხან მსაჯსაც ჩაითრევენ ხოლმე..:D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მახსოვს პლატინის გაცილება..პფაფი უიშვიათესი იყო..მაგრა მევასებოდა.

დღესაც ვთვლი პირადად,,მასეთი მეკარე არ მინახავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...