IamNumberOne Posted April 2, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2013 სახალხო დამცველის 2012 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს ცალკე თავი ეთმობა.ამ თავში ქალაქ ონში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტია აღწერილი.„ქალაქ ონში ადგილობრივი საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, 12 წლის ნ.გ., რომლის დედა იეჰოვას მოწმეა, მშობლის ნებართვის გარეშე, სასწავლო პერიოდში წაიყვანა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ნ.გ მართლმადიდებლური წესით მოინათლა.“ - წერია ანგარიშში.როგორც ნ.გ.-ს მშობლები აღნიშნევენ, ამის შესახებ იცოდა სკოლის დირექტორმაც.„ნ.გ-ს განმარტებით, მას გადაწყვეტილი არ ჰქონდა მონათვლა და მხოლოდ სასულიერო პირთან გასაუბრება სურდა.“მოსწავლე აცხადებს, რომ პედაგოგი, წლების განმავლობაში, სასწავლო პროცესის დროს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მისი გადაყვანის მიზნით, პროზელიტიზმს ეწოდა, დამაცირებელ კონტექსტში იხსენიებდა იეჰოვას მოწმეებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე.„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნ.გ არ არის იეჰოვას მოწმე, რადგანაც მის მშობელს სურდა, რომ ნ.გ.-ს სრულწლოვან ასაკში თავად მიეღო გადაწყვეტილება. მონათვლის ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ნ.გ.-მ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.“მოსწავლის მშობელმა ამ ფაქტის შესახებ იეჰოვას მოწმეების ადვოკატს შეატყობინა, რომელიც ვითარებაში გასარკვევად საჯარო სკოლაში ჩავიდა. სკოლაში მოწმეთა ადვოკატების სტუმრობის შემდეგ ნ.გ. პედაგოგების მხრიდან საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა.„კერძოდ, ერთ-ერთმა პედაგოგმა მას განუცხადა, რომ ამ აურზაურის ატეხვის გამო თავისი საქცილის უნდა რცხვენოდეს.“ - წერია ანგარიშში.საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით, რომელიც რელიგიის საფუძველზე ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ძიება საანგარიშო პერიოდში, არ დასრულებულა.ანგარიშში ასევე აღნიშულია, რომ ისევ პრობლემატურია საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალური იმპლემენტაცია, რომლის მიხედვით იკრძალება პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური ნიშნით გამოფენა.© http://www.liberali.ge/ge/liberali/news/114469/ მოკლედ სრული მარაზმია რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 2, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2013 ონის სკოლა დავამთავრეე და ყველა "პედაგოგს" ვიცნობ ეს რაგაც ფბ-ზეც ვნახე და დამაინტერესა პროზელიტიზმს ეს არ ვიცი რა არი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IamNumberOne Posted April 2, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2013 ონის სკოლა დავამთავრეე და ყველა "პედაგოგს" ვიცნობ ეს რაგაც ფბ-ზეც ვნახე და დამაინტერესა ეს არ ვიცი რა არი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4219 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.