Jump to content
Planeta.Ge

აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/234923-saqarthveloshi-aghmosavlethisa-da-dasavlethis-sardloba-iqmneba.html

საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება.

 

საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა , ეს გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს. მისივე თქმით, ეს იქნება ძალიან კომლექსური გზა დამოუკიდებელი რესურსების შექმნის.

"ჩვენ გაქვს ზუსტად გათვლილი გეგმა, თუ როგორ უნდა შევუქმნათ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობას დამხმარე ავტონომიური ელემენტები. ეს მათ საშუალებას მისცემს, კონფლიქტისა და ესკალაციის პირობებში ავტონომიურად იმოქმედონ და შემოსულ მტერს წინააღმდეგობა გაუწიონ", - აღნიშნა ალასანიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით სამხედროების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

 

---------------

აზრზე არ ვარ , რას ნიშნავს აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა..

კარგია ეს ,თუ ცუდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრზე არ ვარ , რას ნიშნავს აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა..

არც მე :032: თუ ისაა ნაგულისხმევი რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალ-ცალკე სარდლები ეყოლება ძალიან კარგია.

ნაკლები ცენტრალიზაცია იქნება რაც უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის მმართველობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობა იქმნება.

იქითაც დავწერე , ამიტომ მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს. არა გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შეირაღება, რომ მოსალოდნელ საფრთხეებს ოპერატიულად გამოვეხმაუროთ ქვეყნის მაშტაბით, ამიტომ უნდათ შედარებით მცირე ნაწილი მაინც "დაფარონ" დროულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ისაა ნაგულისხმევი რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალ-ცალკე სარდლები ეყოლება ძალიან კარგია.
ეს პოლიტიკაშია კარგი. და არა თავდავცვაში :facepalm: :facepalm: :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიგი საჩვენო ყოფილა ასე დაყოფა..

ხო , მაგრამ ჯობდა სათანადოდ აღჭურვილი ვყოფილიყავით და ასეთი რადიკალური ნაბიჯი საჭირო აღარ გახდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პოლიტიკაშია კარგი. და არა თავდავცვაში

ყვლგან და ყველაფერში!!!! დასავლრთი და აღმოსავლეთი კი არა საერთოდ რეგიონებად უნდა დაიყოს ამ შემთხვევაში

აგვისტოს ომის დროს მზა გეგმით ჩამოვიდნენ ჩემს რაიონში, როცა გზაც არ იცოდნენ თუ საით წასულიყვნენ :facepalm:

ადგილობრივი გლეხი უფრო გარკვეულია ბევრ საკითხში ვიდრე თბილისიდან გაგზავნილი "გენერალი"

 

თუ კარგია, ძალიან კარგი..

ყველა რეგიონს თავისი თავდაცვითი და შეტევითი გეგმა უნდა გააჩნდეს

აგვისტოს ომმა აჩვენა რომ ცენტრალიზებული თავდაცვა სისულელეა!!

ყველამ თავის ბილიკები და უპირატესი სიმაღლეები ცენტრალურ შტაბზე უკეთთ იცის :)

მაშინ რო ადგილობრივებისთვის დაეჯერებინათ და არა ქაღალდზე დახაზული რუკისთვის დღესც ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით :)

ქაღალდი სწორია და რა მიმართულებითაც გინდა იქით გაავლებ ხაზს,მაგრამ სინამდვილე სულ სხვაა

და ეს სინამდვილე ყველაზე მეტად ადგილობრივმა იცის ;)

 

მაგრამ ჯობდა სათანადოდ აღჭურვილი ვყოფილიყავით და ასეთი რადიკალური ნაბიჯი საჭირო აღარ გახდებოდა.

ცოდნა აღჭურვილობის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია

ცოდნა კიდე ადგილობრივ გლეხს(თუნდაც სკოლა დაუმთავრებელს)უფრო მეტი აქვს ვიდრე თბილისიდან ჩასულ "მაღალჩინოსანს" :)

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. სოფისტია (ანუ ცისფერი, როგორც თვითონ წარმოუდგენია) კატინგა?

 

:D

 

და ვის ეომებით ვააბშე ? :brr: :brr: :brr: :brr: :brr: თან ზემოთ წავიკითხე ...რაღაც შეტევითი ოპერაციებიო

 

 

თეორიულად საქართველოს შეუძლია ეომოს 4 ქვეყანას და 2 სეპარიტუსტულ რეგიონს .....

 

1.რუსეთი (კაი ჩიტი დავიჭირეთ)

 

2.თურქეთი (კაი ჩიტს დავიჭერთ )

 

3.აზერბაიჯანი (ნუ რა ვიცი ...რაზე ვეომოთ ? )

 

4. სომხეთი (ამათ კი წავეომებოდი ) ---- მაგრამ სომხეთან ომი ნიშნავს რუსებთან ომს

 

 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ---- კი დავინახეთ 2008 წელს , რომ იგივეა რაც რუსეთს ეომო .

 

 

-------------------

 

ხო და რა მნიშვნელობა აქვს ვააბშე ამ დაყოფებს , გაერთიანებებს და ასე შემდეგ

Edited by მაკიაველი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასი წელია ვამბობ და მასეც მოხდება,,

იქაც სიგნაჩაში მეწერა და აქაც მიწერია

 

ამერიკელების გეგმა -- west georgia და Восточная Грузия

 

სხვა გამოსავალი არ აქვთ ვეშაპებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასი წელია ვამბობ და მასეც მოხდება,,

იქაც სიგნაჩაში მეწერა და აქაც მიწერია

 

ამერიკელების გეგმა -- west georgia და Восточная Грузия

 

სხვა გამოსავალი არ აქვთ ვეშაპებს

 

 

ქუთაისი ------ ამერიკულ ზონაშია , თუ რუსულში ....გეცოდინება შენ :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ვის ეომებით ვააბშე ? თან ზემოთ წავიკითხე ...რაღაც შეტევითი ოპერაციებიო

ყველასთან ომს და გამარჯვებასაც შევძლებძ წესიერი მმართველობის პირობებში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისი ------ ამერიკულ ზონაშია , თუ რუსულში ....გეცოდინება შენ

რიკოთზე გაიყოფა,,,10 კილომეტრის ამბავია

ქუთაისი კიდევ west georgia-ს დედაქალაქი იქნება და ქუთაისის პარლამენტში დაჯდება შენი საყვარელი მიშფაშა:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით საკმაოდ საშიშია ეს გადაწყვეტილება, რადგან შესაძლოა ამან არეულობის მომენტში ცუდად იმოქმედოს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...