Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სოციალური რეკლამებია საჭირო. სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს და ბაღშიც.

ფეხებზე კიდიათ, მთავარია რაღაც სისულელე დაწერონ და მერე ხალხი ძალით, ვიმეორებ ძალით და არა გააზრებულად დაუქვემდებარონ თავის ნაჯღაბნებს

ღვედზე 40 ლარიანი ჯარიმის შიშით ყველას აქვს რაღაც ზონარი მკლავზე გადადებული, მარა ზრც იცის ბევრმა რო 100% სიკვდილია ავარიის შემთხვევაში ისეთი ღვედები უკეთიათ

არცერთი რეკლამა არ გასულა იმაზე რო ღვედი ტანზე მომჯდარი უნდა იყოს, თუ ღვედი მოფამფლებულია და ამასთანავე უძრავადაა დაბმული დარტყმის ძალით შეიძლება შუაზე გადაგჭრას

ტაქსში ჩავჯექი გავიკეთე ღვედი და ვხედავ ჭილიპყურ-პოჭოჭიკითაა(ბოლტ-გაიკა :D ) დამაგრებული, მეთქი ეს რა გიკეთია შვილო ეს უარესიათქო.... დაიკიდე მთავარია პატრულმა არ დამაჯარიმოსო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

:beat: აი შენ მაგისთვის...

 

ჭილიპყურ-პოჭოჭიკითაა(ბოლტ-გაიკა

მე ხრახნი და ჭანჭიკი ვიცოდი..

დაიკიდე მთავარია პატრულმა არ დამაჯარიმოსო

ეგრეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ხრახნი და ჭანჭიკი ვიცოდი..

მგონი შემეშალა :032: ჭილიპყური "შპლინტია" მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი ვიცი კლავიატურაზე წერს მხოლოდ მასე

სუფრაზე მოხვდება და ყანწს კიდეც დალევს და რომ დაჭირდეს საცივშიც ჩადებს ტავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამ რეკლამას ვერ ვიტან, ბოლოს რომ ნეკნები ტყდება , საშინელებაა..

ამას რუსული აირბაგები შვებოდა ნივებზე რო დაიწყეს თავიდან დაყენება :))

იბერებოდა და აღარ იფუშებოდა :D ზოგს კისერი მოამტვრია ზოგი სავარძელზე მიაჭყლიტა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საცივში თავის ჩაყოფა, სტოლბაზე ჩახუტება, ერთმანეთის ღვინოში ჩახრჩობა სულაც არაა საჭირო და მოსაწონი.ზომიერება Yველაფერში კარგია.

მამიდაჩემი ოზურგეთში გათხოვდა, ბახვში .მაშინ 12-13 წლის ვიყავი . 1000 კაციან ქორწილში სმას ვუყურე , ცხოვრებაში არ დამავიწყდება, მაგრამ ასეთი ზედმეტობების გამო კარგიც წყალს გავატანოთ , არ შეიძლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ერთხელ ქორწილში ტიპი ვნახე, ჯიბეში ესხა ბაჟე და ხელში ბარკალი ეჭირა..

პირიქით მაინც ექნა :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალთაყვაში რომ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატი ჩაატარდა გახსოვთ??

მაშინ გვყავდა იუგოსლავიიდან სტუმრები ,,მთელი ზაფხული იყვნენ,,,რომელიღაც ქორწილის წინა დღეს წავიყვანეთ

და რომ ნახა ამდენი საკლავი,გოჭი ,ნუ სამზადისი და მერე სეფას გახედა და ადგილებს იკითხა,,აქ იმდენი ვინმე მოვა ამას შეჭამსო ?::))))))))))

არ დაიჯერა და მეორე დღეს ყველაზე ადრე გაიქცა სანახავად თუ რა მოხდებოდა,,,

წასვლის წინ რა გვითხრა იცით??ვაი თქვენს პატრობს უბედურს,რა დროშებით დარბიხართო :))))))))))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყლის თხილამურების (თუ რაც ქვია) შეჯიბრი რომ იყო იმაზე ამბობ?

კი მაგაზე

ისე კაი ლამაზი სანახავი იყო

ახლაც არ მახსოვს რა ქვია იმ სპორტს,,,,

ეგ ის პერიოდია გამსახურდია რომ იყო ,,ნუ გარდამავალი პერიოდი მაინც სესერე რომ გვეგონა :)

Edited by დეგა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ერთხელ ქორწილში ტიპი ვნახე, ჯიბეში ესხა ბაჟე და ხელში ბარკალი ეჭირა.

:)) კარგი იყო.

ხალხი პურს არ ჭამდა, გოჭის ხორცზე ხაჭაპურს აყოლებდნენ. რა დრო იყო .

 

 

მალთაყვაში რომ მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატი ჩაატარდა გახსოვთ??

მახსოვს და მერე რას დაამგვანეს იქაურობა , ისიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ძმაააო, მმმაჩემემთან სუფრაზე დამაჯინა და მის ძმაკაცებთან, არცერთი ცოცხალი არაა, მთაწმინდელებთან,

 

აი იმ სუფრაზა დამაჯინააა რაა, რაც ბავშვობაში მახსოვს, ის სიყვარული, ის ინტელექტი, არ ვიცი, განუუუსაზღვრელი, ზღვააა, გრძნობა, ურთიერთპატივისცემა, სიღრმე, ნამდვილი, ნამდვილი საქართველო ტოოო,

 

სიმღერები, ლექსები, და აიიი, გულიდან წამოსული ის სულიერი სიმდიდრე, ისეთი სიმდიდრე, საუნჯეეე, ეჰჰჰჰ,

არ ვიცი რააა, ცრემლები მადგება რომ ვიხსენებ, გივის, დათოს, ალეკოს, დავითაიას (სახელი მეორდება), კარიკას, აჩიკოს,

ვეღარ ვიხსენებ ყველას როგორ მიხაროდა სტუმრად რომ მოვიდოდნენ,

მე ასეთი ხალხი არ მინახავს, მერე, ეს არ იყო რაა ბავშვობის ტკბილი მოგონება, მე ხომ ვიცი, როგორები იყვნენ,

რა მოდიოდა მათგან,

სიმღერები, სიმღერები, სამ ხმაში, და არა მხოლოდ ეს, აუუუ არ არსებობდა რააა მთაწმინდა, ამ ხალხზე უფრო ტკბილი ხალხი, არ არსებობდა და არ იარსებებს ჩემთვის,

რა გრუზინი, რა ეს ბანძობა, არააა, აი ეხლა ნასვამი ვარ და ცრემლები მდის,

ოხ, ნეტავ ეხლა ჩამახუტა მაგ ხალხთან, გივისთან, ჯემალისთან, ალიკასთან, პუსიკასთან, დათოსთან, ცეზართან,

თქვეეენ, არ იცით რა ხალხი იყვნენ, არ იცით, რა მოდიოდა მათგან,

მათემატიკოსებ, ფიზიკოსები და ლიტერატურის, პოეზიის უბადლო მცოდნეები, მე ხომ არ შემიძლია გადმოვცე ის რაც მათში იყო,

რა უბედურები ხართ ისინი ვისაც არ გყოლიათ ასეთი მამა, როგორიც მე მყავდა :) მომიტევეთ, არ მინდა არავის შEურაცხყოფა,

არ მინდა, დაცინვის გარეშე, თქვენ არ იცით რააა საქართველო, მე კი სულ ოდნავ, სულ ოდნავ მქონია მასთან შეხება, მიგრძვნია და ამიტომაც მზად ვიყავი შემეწირა იმ საქართველოსთვის მამაჩემს რომ უყვარდა, ბაბუაჩემს რომ უყვარდა,

იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი პრაგმატული რამ რისი გულისთვისაც სიცოცხლეს გაწირავ, არ არსებობს,

იმ სიცოცხლის თავზეც გავიარე რომელიც ყველაფერზე ძვირფასია, ვსიო გადავიწვი, მეყო, მაპატიეთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...