Jump to content
Planeta.Ge

საპატრიარქოს განცხადება


Recommended Posts

მთლიანი ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/234747-sapatriarqo-biujetidan-mighebuli-25-mln-laris-gankargvaze-ganckhadebas-avrcelebs.html

 

აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ "მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

იმ ფაქტის აღნიშვნა რო გარდაცვლილი ბავშვი მუსლიმანური ოჯახიდან იყო რამდენად მორალურია?

 

ნუ დაბურულ ფანგრებიანი ჯიპებიდან ნაგვის ურნებში ჩაყუდებული ხალხი რო არ ჩანს გასაგებია,მარა ეკლესიის წიმ მდგომ მათხოვრებსაც რო ვეღარ ამჩნევენ ეს უკვე მხედველობის პრობლემაზე მიანიშნებს :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმ ფაქტის აღნიშვნა რო გარდაცვლილი ბავშვი მუსლიმანური ოჯახიდან იყო რამდენად მორალურია?

ძალიან ცუდად ჟღერს აშკარად,თუმცა პირადად მე ვერ გავუმტყუნებ მაგის დამწერს,რადგანაც მაგ საცოდავი ბავშვის გარდაცვალება

გამოიყენეს ეკლესიაზე კიდევ ერთხელ შესატევად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2013-03-31

 

 

http://www.patriarchate.ge/gallery/news/743.jpgსხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: 1.საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია. 2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას. 3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა. 4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება. 5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ. 6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს: 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია რიგ. # ორგანიზაციული კოდი დასახელება 2013 წლის გეგმა 1 45 01 01 გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია 500000 45 01 02 ახალციხის სასულიერო სემინარია 400000 2 1 მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში 3 2 სამრევლო სკოლები: ასპინზაში 4 3 ვალეში 5 4 სოფ. უდეში 6 5 სოფ. არალი 7 6 სოფ. ივლიტი 8 7 სოფ. ბენარი 9 8 სოფ. მოხი 10 45 01 03 გელათის მეცნიერებათა აკადემია 130000 45 01 04 თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2563700 11 1 მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია 12 2 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 13 45 01 05 საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა 236000 45 01 07 ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი 360000 14 1 მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი 15 2 გიმნაზია 16 45 01 08 საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში) 83000 17 45 01 09 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა 290000 18 45 01 10 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში) 560000 19 45 01 11 ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 180000 20 45 01 12 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) 450000 21 45 01 13 ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია 190000 22 45 01 14 ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა) 166500 23 45 01 15 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში) 150000 24 45 01 17 ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში) 640000 25 45 01 18 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი 180000 26 45 01 19 ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ) 330000 27 45 01 20 ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა” 320000 28 45 01 21 ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 250000 29 45 01 22 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში) 130000 30 45 01 23 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია 170000 31 45 01 24 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია 220000 32 45 01 25 ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი 420000 33 45 01 26 ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში) 320000 34 45 01 27 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში) 470000 35 45 01 28 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში) 64000 36 45 01 29 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე 160800 37 45 01 30 ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში) 130000 45 01 31 ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 290000 38 1 გიმნაზიები: ცაგერში 39 2 ლენტეხში 40 3 სემინარია 41 4 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 42 45 01 32 ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა 115000 45 01 33 ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში) 200000 43 1 მ.შ. გიმნაზია გორში 44 2 საბავშვო ბაგა-ბაღი 45 3 კულტურისა და სულიერების ცენტრი 46 4 კასპის სამრევლო სკოლა 47 5 სობისის სამრევლო სკოლა 48 6 უპოვართა სასადილო კარალეთში 49 7 უმწეოთა თავშესაფარი 50 45 01 34 ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში) 140000 51 45 01 35 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი) 180000 52 45 01 36 ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში) 150000 53 45 01 37 ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა 50000 54 45 01 38 ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში) 444100 55 45 01 39 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია 193000 56 45 01 40 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში) 150000 57 45 01 41 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) 120000 58 45 01 42 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია 175000 45 01 43 ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი 57000 59 სამრევლო სკოლა თიანეთში 60 სამრევლო სკოლა შატილში 61 45 01 44 ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი 100000 45 01 45 სრულიად საქართველოს საპატრიარქო 783100 62 1 Mმ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში) 63 2 საპატრიარქოს განათლების ცენტრი 45 01 46 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში) 762100 64 მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი 65 საპატრიარქოს სამრევლო სკოლა 66 სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი 67 45 01 47 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში) 281000 68 45 01 48 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი 150000 69 45 01 49 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი 50000 70 45 01 50 ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია" (ზუგდიდის რ-ნ) 70000 71 45 01 51 ა(ა)იპ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი" 70000 45 02 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1244400 72 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში 73 2 საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში 74 3 გიმნაზია ხარაგაული 45 03 ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 1858000 75 1 მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი) 76 2 გიმნაზიები: ბათუმში 77 3 ჩაქვში 78 4 ქობულეთში 79 5 სემინარია ბათუმში 80 6 საბავშვო ბაღები: ბათუმში 81 7 ქობულეთში 82 8 ჩაქვში 83 9 მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში 84 10 საზაფხულო ბანაკი ქობულეთში 85 45 04 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში) 958400 86 45 05 საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი) 260800 45 06 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში) 446900 87 1 მ.შ. გიმნაზიები: ხულოში 88 2 ხიჭაურში 89 3 საბავშვო ბაღი ხულოში 45 07 წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 230000 90 1 მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი 91 2 ბედიანის ბავშვთა სახლი 92 45 08 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში) 2000100 93 45 09 საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში) 1354000 94 45 10 ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში) 100000 95 45 11 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები 800000 45 12 ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი 500000 96 1 მ.შ. სახელობო სასწავლებელი 97 2 საღვთისმეტყველო სასწავლებელი 45 13 ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 653100 98 1 მ.შ. სემინარია 99 2 გიმნაზია 100 3 ახალგაზრდული ცენტრი ს უ ლ 25000000 7. ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა." 8. და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეგა

 

ძალიან ცუდად ჟღერს აშკარად,თუმცა პირადად მე ვერ გავუმტყუნებ მაგის დამწერს,რადგანაც მაგ საცოდავი ბავშვის გარდაცვალება გამოიყენეს ეკლესიაზე კიდევ ერთხელ შესატევად

ამ განცხადებას უარსი მოყვება ;)

მთლიანი ტექსტი წაიკითხე?

თურმე 25 მილიონს საბჭოთა იმპერიის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უხდის სახელმწიფო :facepalm:

კომუნისტების მიყენებული ზიანი დღევანდელმა გადასახადის გადამხდელმა რატო უნდა აანაზღაუროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ განცხადებას უარსი მოყვება

მოყვება და მე მაგალიტად მაწყობს :)

რაც მეტს ებრძვიან ეკლესიას მით მეტ ქულებს კარგავენ,,,ეკლესიასტან საქართველოში მათი შანსი ნულია

 

კომუნისტების მიყენებული ზიანი დღევანდელმა გადასახადის გადამხდელმა რატო უნდა აანაზღაუროს?

კომუნისტების შვილები ვრთ ყველა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუსულმანურ ოჯახზე აქცენტი არც მე მომეწონა, მაგრამ საპატრიარქომ რა ქნას?

ვინმემ მიუტანა ამბავი :ბავშვი ცუდად ყავთ შიმშილისგანო?

ან მუსულმანურ (რა ქვია მაგათ საპატრიარქოს? ) გააგებინეს , რომ შიმშილობდნენ?

ისინიც კი დაეხმარებოდნენ..

მაგ ბავშვის გარდაცვალება არის , მისი იდიოტი მშობლების ბრალი.! პირველ რიგში , და მეორე რიგში სახელმწიფოს სოციალური პროგრამის ბრალი.

წავიდნენ და სოც სააგენტოს მმოუწყონ მიტინგი, დარბევა, ცეცხლი მოუკიდონ ,,,,,

ყველაფრის საპატრიარქოზე მიკერება , უკვე ზედმეტია და ყველა ხვდება რომ განზრახ ხდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთლიანი ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.interpres...-avrcelebs.html

 

 

 

იმ ფაქტის აღნიშვნა რო გარდაცვლილი ბავშვი მუსლიმანური ოჯახიდან იყო რამდენად მორალურია?

 

 

მე და ჩემსავით ძალიან ბევრს, ყოველ შაბათს , საკურთხის სახით ეკლესიაში მიაქვთ პროდუქტი, რომელიც კურთხევის შემდეგ ურიგდებათ იქვე მომლოდინე გაჭირვებულებს. ასე რომ. რომ ყოფილიყო ეს ოჯახი მართლმადიდებელი და ევლო ტაძარში შეძლებდა რაღაცა სახის დახმარების მიღებას , ასევე ბათუმში მეუფე დიმიტრის აქვს ძალიან კარგი პირობებით უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი, სადაც მშობელს არა მარტო მიტოვების გამო, არამედ ,როცა ბავშვის მოვლა არ შეუძლია , მიიყვანოს და მიხედავენ. ამ შემთხვევასთან შეიძლება ბევრი დაადანაშაულო : მეზობელი, ნათესავი, მთავრობა , ეკლესია ..., მაგრამ პირველ დამნაშავედ მე მშობელს ვხედავ, უფრო სწორედ მის გაუნათლებლობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია გასხმაში არაა პიარის, რასაც იყენებენ ლიბერასტები, ნაცები თავად აძლევენ მაყუთს და მერე ჩხავიან ფული აიღესო, ის საწყალი ბოვში მუსლიმი რომ იყო, ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ, არადა იგივეს თქმა შეიძლებოდა სხვანაირად, უფრო კორექტულად რომ ყურს არ მოხვედროდა, რაღაცნაირად უნდა მინიშნებულიყო, ეხლა კი ასე გამოვიდა თითქოს რახან მუსლიმი იყო ბავშვს ამიტომ არ დაეხმარნენ, რაც ტყუილია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ჭირს ამ საპატრიარქოს?! ამ მიშამ სულ შეცვალა რაა.... არ უხდება ღვთის ტაძარს მატერიალური დოვლათი რა თუ აქვს უპოვართ უნდა დაურიგონ. Edited by IamNumberOne
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფრის საპატრიარქოზე მიკერება , უკვე ზედმეტია და ყველა ხვდება რომ განზრახ ხდება..

საპატრიარქოსთვის ბავშვის მკვლელობა არავის დაუბრალებია

უბრალოდ კითხეს რამდენად მორალურად მიგაჩნიათ ასეთი გაჭირვების პირობებში თქვენ ახალთ ახალი პრადოები გყავდეთო? ამ კითხვაზე პასუხს კი საპატრიარქომ ამგობინა თავი დაზარალებულის პოზიციაში ჩაეყენებინა, თითქოს მას ვიღაცა რაღაცას აბრალიდა და დაიწყო უაზრო თავის მართლება :)

 

დარბევა, ცეცხლი მოუკიდონ ,,,,,

:viking: :viking:

 

ის საწყალი ბოვში მუსლიმი რომ იყო, ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ, არადა იგივეს თქმა შეიძლებოდა სხვანაირად, უფრო კორექტულად რომ ყურს არ მოხვედროდა, რაღაცნაირად უნდა მინიშნებულიყო, ეხლა კი ასე გამოვიდა თითქოს რახან მუსლიმი იყო ბავშვს ამიტომ არ დაეხმარნენ, რაც ტყუილია

აუცილებელი იყო იმის თქმა რო ის ბავშვი მუსლიმი იყო?

 

არ უხდება ღვთის ტაძარს მატერიალური დოვლათი რა თუ აქვს უპოვართ უნდა დაურიგონ.

ვისაც არ უნდა ეწყინოს და შეიცხადოს....რავარც დღევანდელი "კანონიერი ქურდი" აღარაა ქურდი ისევე დღევანდელი მღვდელი აღარაა მღვდელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

პირდაპირ ხელს არ ადებენ, მაგრამ ყველა ბრალდება მაგათკენ მიდის.

არა და დამნაშავე მხოლოდ მშობელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა და დამნაშავე მხოლოდ მშობელია.

ეგ 100%

აქ თითქოს სახელმწიფოს,ეკლესიის და სხვა ინსტიტუტების დადანაშაულება უაზრობა იქნება.

სოციალურ და განათლების პროგრამებს აკრიტიკებენ

რა შუაშია განათლება? ცხოველისთვის არავის უსწავლებია მარა ბარეორ დედაზე უკეთესი მშობელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხოველისთვის არავის უსწავლებია მარა ბარეორ დედაზე უკეთესი მშობელია

აბა რა..

ჩემი კატის არ იყოს, ცოლი მოიყვანა და ფეხმძიმედ ყავს..:D

სანამ ის არ შეჭამს საჭმელს , თვითონ პირს არ აკარებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...