Jump to content
Planeta.Ge

რითი განსხვავდებიან მიშისტები ბიძინისტებისგან?


Recommended Posts

ფეიზბუკზე ვკითხულობ ახალი ხელისუფლების მომხრეების აზრებს....................... და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას.

 

 

ხო,არ მომეწონა ივერიონის ტაშფანდურა რუსეთში და მაგინეს ბიძინისტებმა. :) ჩემი გინება ეგ არაფერი,ვალში არავის დავრჩები და კითხვაზე გამეცით პასუხი.

 

კახა კუკავამ სულ მიშისტი მეძახა. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasha1997, "кто не снами, тот против нас"-ის პრინციპია.. ხო იცი ეს ფრაზა საიდან გადაიტანე კომუნისტებმა..? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,არ მომეწონა ივერიონის ტაშფანდურა რუსეთში

ივერიონის არც მე მომეწონა

აი ერისიონის კი მომეწონა:)

ისე რატომ არ მოგეწონა??

სერიოზულად მაინტერესებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რითი განსხვავდებიან მიშისტები ბიძინისტებისგან?

ერთადერთი განსხვავება ისაა რო ჯერ ოცნებისტებს არ უწევთ ისეთი მძიმე დანაშაულების გაპრავება როგორიც ნაცებს, ვიმეორებ ჯერ :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეგა

 

 

სახელი შემეშალა,მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. და რა მოგეწონა,დროშა რომ აფრიალეს?

 

კუკავა ბიძინისტია?

 

არა,მაგრამ ტაშფანდურას ისაც აპრავებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატივცემულებო, წინა ხელისუფლების შეცვლამდე მე არა ერთხელ დამიწერია აქ და სხვაგანაც, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ანუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მთავარია რომ მას ჰქონდეს საპირწონე ანუ ოპოზიცია, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის უფლებას რომ აკეთოს სერიოზული ###ობები. ნაც. მოძრაობამ თავის განაჩენს მოაწერა ხელი როცა არსებული ოპოზიცია გაამარგინალა და დიდი ნაწილი პარლამენტს გარეშე დატოვა. ამ ქმედებამ გამოიწვია ის რომ მმართველი ძალა დარჩა უკონტროლოდ და უკონტროლო ადამიანები შეცდომებს და გადაცდომებს ადვილად უშვებენ. შედეგიც დადგა: ნაც. მოძრაობამ არჩევნები წააგო. იმიტომ კი არ წააგო, რომ როგორც ზოგიერთს ჰგონია იქ ყველაზე ცუდი ტიპები იყვნენ შეყრილი და დღედაღამ ქვეყნის ნგრევაზე ფიქრობდნენ. არა, უბრალოდ უკონტროლობამ დაღუპათ. თორე კი ხედავთ თქვენც: საშუალო სტატისტიკური ნაც. მხარდამჭერი და საშუალო სტატისტიკური ქოც. მხარდამჭერი ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამაზეც ვთქვათ. მახსოვს თქვენ მიმტკიცებდით "არ წავლენ ეგენი არჩევნებითო", რაზეც მე გპასუხობდით რომ საქართველოში ხელისუფლებებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ძალაუფლება ძალით შეინარჩუნონ. ჩემი ეს პროგნოზი გამართლდა. თუ ნაც. მოძრაობამ მოახერხა და ის უმცირესობა რაც პარლამენტში ჰყავთ მარტივ მამრავლებად არ დაიშალა, სავარაუდოდ ოცნება შეძლებს მეტ-ნაკლებად სწორი გზით სიარულს და მძიმე შეცდომების თავიდან აცილებას. ნაც. მოძრაობის დაშლის შემთხვევაში ცოტა ხანში მივიღებთ ოცნებას, რომელიც ძალიან ემგვანება მართვის სტილით ნაც. მოძრაობას. ასე რომ არავის, ვისაც ქვეყნის თუ კოალიციის კეთილდღეობა სურს, არ აწყობს ნაც. მოძრაობის დაშლა. სხვათაშორის ივანიშვილი, რესპუბლიკელები და სავარაუდოდ ოცნების რაღაც ნაწილი ჩემი აზრით ამას ხვდება. მათი მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება, ითხოვს რეპრესიებს, დასჯებს, ციხეში ჩაყრას და ა.შ. ამ ხალხს იმედი უნდა გავუცრუო: ჩემი პროგნოზით მსგავსი არაფერი არაა მოსალოდნელი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997გაიხარეთ, თქვენ აირჩიეთ ესენი. :facepalm:

 

ნუ, გეშინია მეც ასე ვარ :) :facepalm:

 

ვინ თქვენ და ერთხელ მივჰქარე ცხოვრებაში და მეორედ არჩევნებზე არა ვარ წამსვლელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

დეპრეს,ეგ საქართველოში წარმოუდგენელია დღეს და კარგა ხანი კიდევ მომავალში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია რომ მას ჰქონდეს საპირწონე ანუ ოპოზიცია

ნაციონალები ვერ იქნებიან ჯანსაღი ოპოზიციააა

ყველა მათ წამოჭრილ პრობლემაზე ოცნება უპასუხებს თქვენ ის ხალხი ხართ ვინც მომიტინგეებს ხოცავდა და სახურავზე აწყობდაო,ამით პრობლემის მნიშვნელობაც დაკნინდება ;)

ოცნებას ნაცების ყოფნა აწყობს რო რეალური ოპოზიცია არ ჩამოყალიბდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალები ვერ იქნებიან ჯანსაღი ოპოზიციააა

ავადმყოფი იყოს. საერთოდ არ არსებობას ეგ ჯობია.

 

ყველა მათ წამოჭრილ პრობლემაზე ოცნება უპასუხებს თქვენ ის ხალხი ხართ ვინც მომიტინგეებს ხოცავდა და სახურავზე აწყობდაო,ამით პრობლემის მნიშვნელობაც დაკნინდება

დაკნინდება გარკვეული დროის მანძილზე. მაგრამ მუდმივად მაგ მეთოდის გამოყენებას იგივე ეფექტი ექნება, რაც ნაც. მოძრაობას მისცა ყველაფერზე რუსეთის ძახილმა. რუსეთი რომ ყველაზე დიდი პრობლემაა გასაგებია, მაგრამ იმდენი იძახეს რუსეთი, რუსეთიო, ხალხი შეეჩვია ამას და აღარ რეაგირებდა. ისევე შეეჩვევა მაგ სახურავებზე დაწყობილი დახოცილების ძახილს.

 

ოცნებას ნაცების ყოფნა აწყობს რო რეალური ოპოზიცია არ ჩამოყალიბდეს

საიდან უნდა ჩამოყალიბდეს? და რომც ჩამოყალიბდეს უახლოესი 4 წელი პარლამენტში მაინც ვერ მოხვდებიან ანუ რეალური გავლენა პროცესებზე არ ექნებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაკნინდება გარკვეული დროის მანძილზე. მაგრამ მუდმივად მაგ მეთოდის გამოყენებას იგივე ეფექტი ექნება, რაც ნაც. მოძრაობას მისცა ყველაფერზე რუსეთის ძახილმა.

კაი ხანი კი გააქაჩიებს ოცნებას მაგის ძახილი და მუდმივი ისედაც არაფერია :)

 

რომც ჩამოყალიბდეს უახლოესი 4 წელი პარლამენტში მაინც ვერ მოხვდებიან ანუ რეალური გავლენა პროცესებზე არ ექნებათ

ნაც დეპუტატები,ნაწილი მაინც, რო დაიჭირონ(არადა არიან დასაჭერი :) ) და მეორე ნაწილმა უარი თქვას მანდატებზე მგონი ახალი არჩევნების აუცილებლობა შეიქმნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივერიონის არც მე მომეწონა აი ერისიონის კი მომეწონა ისე რატომ არ მოგეწონა?? სერიოზულად მაინტერესებს

ეს ჩემი სიტყვები რომ არაა.., როგორ გიპასუხო.., თორემ მაგაზე გაწყენინებდი..?? :D

 

ხო,არ მომეწონა ივერიონის ტაშფანდურა რუსეთში

:)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...