Jump to content
Planeta.Ge

მინისტრები ხელფასს დანამატის ჩათვლით 6300 ლარის ნაცვლად, 7 835 ლარს მიიღებენ


Recommended Posts

რითი ვერ დაიკიდეთ ეს ფორუმ ჯე?

რამე საინტერესო თემა გახსენით , სულ ფორუმ ჯეზე ვილაპარაკოთ? :D

 

ინებეთ

 

 

12% –ით დაკლებული ხელფასები მიირთვით, ბოლი გემოვნებით

 

 

საქართველოს მთავრობის 15 მარტის ბრძანებაში, რომელსაც ხელი ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა, მთავრობის მინისტრები თვეში დანამატის სახით 4 335 ლარს მიიღებენ.

მთავრობის კანცელარიის უფროსის განცხადებებზე დაყრდნობით და ბრძანების ტექსტიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრების ხელფასი უცვლელი, 3 500 ლარი რჩებოდა, ხოლო დანამატების ხარჯზე ის 6 300 ლარამდე უნდა ასულიყო.

15 მარტს პრემიერ–მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, ყოველთვიური ხელფას დანამატის სახით თითოეული სახელმწიფო მინისტრი 4 335 ლარს მიიღებს, რაც 3 500 ლარიან ხელფასთან ერთად ჯამში 7 835 ლარს შეადგენს.

ბრძანების ტექსტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მინისტრებისათვის (სახელმწიფო მინისტრებისათვის) დანამატის დაწესების შესახებ

1. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა გაიცეს შესაბამისი უწყებების მიერ მათთვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.“,–ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი და მთავრობის პრესცენტრი 13 მარტს აცხადებდა, მინისტრების ხელფასები 12% ით მცირდებოდა და ხელზე მინისტრები ხელფასის სახით 6 300 ლარს მიიღებდნენ.

„მინისტრების ყოველთვიური ხელფასი – 3500 ლარი – უცვლელი რჩება, თუმცა მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელსაც ხელზე აიღებენ, 6300 ლარამდე იზრდება დანამატების ხარჯზე. გამოირიცხება ყოველთვიური პრემირების პრაქტიკა და მინისტრებს პრემიას თავად პრემიერ-მინისტრი გამოუწერს წელიწადში ერთხელ საკუთარი შეხედულებისამებრ“,–აცხადებდა ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების ხელფასი 12%–ით მცირდებოდა და მთავრობა უარს ამბობდა იმ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვე, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12% –ით დაკლებული ხელფასები მიირთვით, ბოლი გემოვნებით

 

ბოლი ბოლად და მინისტრის ხელფასი 10 000 ლარზე ნაკლები (არც მეტი) არ უნდა იყოს ჩემის აზრით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

 

 

 

 

ხო როგორმე გაუზარდონ ხელფასები,

 

 

მინისტრია კაცო, აბა რა გინდათ, 800 ლარი ჰქონდეს ხელფასი? მინისტრია მინისტრი, რომელიც ფაქტიურად კარიერული პიკია საჯარო სამსახურში... სხვა საქმეა აკეთებს თუ არა რეალურად საქმეს კონკრეტული მინისტრი, მაგრამ თანამდებობრივი სარგო მინისტრისაა და არა რომელიმე კონკრეტული გვარსახელის.

 

როგორ წარმოგიდგენიათ მინისტრი, რომელიც საკუთარ ფინანსურ პრობლემებზე იყოს კონცენტრირებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

 

 

ბოლი ბოლად და მინისტრის ხელფასი 10 000 ლარზე ნაკლები (არც მეტი) არ უნდა იყოს ჩემის აზრით.

მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეგ მინიმუმ იმ ქვეყანაში უნდა იყოს სადაც სიღატაკის ზღვარს მიღმა 75 000 ბავშვზე 100 ჯერ ნაკლებია

 

ან იქ სადაც 1წლის ბავშვები შიმშილით კომაში არ ვარდებიან და არ იღუპებიან

 

მინისტრთა ხელფასი უნდა იყოს გაზომვადი და პირდაპირპროპორციული ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებისა,

ეს მაჩვენებლები შეიძლება იყოს:

გდპ–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის და ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლები...

 

მოკლედ ეგრე უფრო სამართლიანია რა :)

 

 

იმუშავე კარგად, გაზარდე ეკონომიკის პროცენტული მაჩვენებელი 1%–ით და მიიღე ხელფასის 10% იანი მატება შემდეგ წელს...

რა ჯობს ასეთ მოტივაციას ?

Edited by JorJo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

JorJo

Anima Libera

 

 

 

მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეგ მინიმუმ იმ ქვეყანაში უნდა იყოს სადაც სიღატაკის ზღვარს მიღმა 75 000 ბავშვზე 100 ჯერ ნაკლებია

 

ან იქ სადაც 1წლის ბავშვები შიმშილით კომაში არ ვარდებიან და არ იღუპებიან

 

მინისტრთა ხელფასი უნდა იყოს გაზომვადი და პირდაპირპროპორციული ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებისა,

ეს მაჩვენებლები შეიძლება იყოს:

გდპ–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის და ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლები...

 

მოკლედ ეგრე უფრო სამართლიანია რა :)

 

არა არა და არა... მინისტრი ყველგან მინისტრია როგორც ეკონომიურად ძლიერ, ისე სუსტ ქვეყანაშიც. მინისტრს ყველგან სჭირდება ფინნანსები საკუთარი კეთილდღეობისთვის და ყველგან უნდა იყოს განთავისუფლებული ამ ტვირთისგან. რაც მეტი ხელფასი - პოტენციურად მეტი სარგებელი. სამაგიეროდ ეს ხელფასი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს კანონის სიმკაცრისა კორუფციის შემთხვევაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინისტრის ხელფასი 10 000 ლარზე ნაკლები (არც მეტი) არ უნდა იყოს

და დეპარტამენტის უფროსის? :newstudio:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და დეპარტამენტის უფროსის? :newstudio:

 

 

იასნია მაღალი უნდა იყოს, მაგრამ უნდა განსხვავდებოდეს ზედა და ქვედა თანამდებობების ხელფასებისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

კი არის მინისტრი და უნდა ქონდეს კიდევაც ხელფასი,მაგრამ ნახევარი ქვეყანა რომ შიმშილობს

მაშინ კი არ უნდა გაუზარდონ მინისტრებს ხელფასი, სოციალი უნდა გაზარდონ!..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ წარმოგიდგენიათ მინისტრი, რომელიც საკუთარ ფინანსურ პრობლემებზე იყოს კონცენტრირებული

და როგორ წარმოგიდგენია ქირურგი, რომელიც გულის ოპერაციას აკეთებს და ხელები შიშით უკანკალებს ბავშვებს რა ვაჭამო არ ვიციო, თან იმაზე ფიქრობს იმ ძაღლიშვილ მინისტრებს 10 000ლარი აქვთ ხელფასი რით არიან ჩემზე მეტიო??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როგორ წარმოგიდგენია ქირურგი, რომელიც გულის ოპერაციას აკეთებს და ხელები შიშით უკანკალებს ბავშვებს რა ვაჭამო არ ვიციო, თან იმაზე ფიქრობს იმ ძაღლიშვილ მინისტრებს 10 000ლარი აქვთ ხელფასი რით არიან ჩემზე მეტიო??

 

არ ვდაობ იმაზე, რომ ექიმს კარგი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მინისტრის თანამდებობა არის პიკი, რომლის იქითაც დაწინაურება საჯარო სამსახურში შეუძლებელია.

 

და კორუმპირებული მინისტრი და კორუმპირებული ექიმი სულ სხვა და სხვა განზომილებებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

ხელფასი 100 000ც რო მისცე რა გარანტიაა რო ქრთამს არ აიღებს?

1500ლარს თუ მისცებ და კორუმპირებულებს საჯაროდ დახვრიტავ, მე გაძლევ გარანტიას რო ქრთამს არ აიღებებ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელფასი 100 000ც რო მისცე რა გარანტიაა რო ქრთამს არ აიღებს?

 

დილით პირს რატომ იბან, მაინც ხომ დასაბანი იქნება მეორე დილას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

მინისტრი ხოარა ხარ და იმიტო ხოარ ითხოვ ხელფასის გაზრდას? :D

დილით პირს რატომ იბან, მაინც ხომ დასაბანი იქნება მეორე დილას?

არა, შენ ანალოგიებში ძაააან :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...