akkai Posted March 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2013 ბათუმის ზღვის სანაპიროებზე ამ დროისთვის დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის საგანგებოს სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაიძემ განუცხადა, წუხელ, დაახლოებით 23.00 საათზე, მოქალაქეებმა დაინახეს, რომ თევზაობის დროს მეთევზე ზღაში გადავარდა და ტალღებმა ჩაითრია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.გარდა ამისა, ბათუმის ახალ ბულვარში ძლიერმა შტორმმა საფეხმავლო ბილიკი წაიღო. ამ დრომდე ბათუმის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ჰუსეინ სირაბიძის ცნობით, ზღვის ძლიერი ღელვა დილის 05.00 საათზე დაიწყო, რომლის სიმძლავრემაც 6 ბალამდე მიაღწია.ძლიერმა შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც, ასევე ამ დრომდე ვერ ხერხდება დატბორილი ხიმშიაშვილის ქუჩის გაწმენდა. აღნიშნული ქუჩა ზღვის პირზე გადის და ტალღებმა ქუჩის საწრეტი მილები დააზიანა, რის გამოც ქუჩიდან წყალი არ გაედინება.როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მსგავსი სახის სტიქია ბოლო რვა წლის განმავლობაში ბათუმის ზღვის პირზე არ დაფიქსირებულა.სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვა ამ დრომდეც ბათუმის ბულვარის ბილიკებამდე ამოდის. ეს კადრები კი ინტერნეტით გავრცელდა, სადაც სტიქიის შემოტევაა დაფიქსირებული http://intermedia.ge/vid/213893-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98-24-03-2013/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2013 ძლიერმა ქარმა თბილისში იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted March 24, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2013 სტიქიის კადრები,: http://intermedia.ge/vid/213913-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-24-03-2013/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2013 რა უბედურებაა, რა ხდება..ყველგან უაზრო ამინდებია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted March 25, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 მოიცა, კახი კალაძე გადაგარჩენს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.