ADMIRALI Posted March 25, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 (edited) http://www.for.ge/vi..._id=22306&cat=2 შვეიცარიის ელჩი: პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ძვირფასო ბატონო ბიძინა! მე, როგორც საქართველოს მეგობარი და ანალიტიკოსი, რომელიც თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს, ვაცხადებ, რომ ეს მიმართვები, წერილები და განცხადებები სრულიად არ შეესაბამება პოლიტიკურ რეალობას საქართველოში. გუშინდელი ღია წერილი გახლავთ შესანიშნავი პასუხი და ბრწყინვალედ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა შეშფოთებასა და ემოციებს. როგორც პრემიერ-მინისტრი, თქვენ, ალბათ, ვალდებული ბრძანდებით, მკაფიოდ უპასუხოთ ასეთ ცრუ ბრალდებებს საქართველოს ახალი და კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ვიტყოდი, რომ არც კი ღირს პასუხის გაცემა ასეთ ზედაპირულ შეფასებებსა და, როგორც ჩანს, შეთანხმულად წარმოებულ პროპაგანდაზე ზოგიერთი შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის მხრიდან. მეტად საინტერესოა, რამდენად კარგად აითვისა ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, მეთოდები, რომლებსაც ისინი, რასაკვირველია, საჯაროდ უარყოფენ. მართლაც, საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში, და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები. საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში იგრძნობა მათი თავისუფლება, მათ არ აწუხებთ შიში და აღსავსე არიან იმედით, რომელიც მათი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს უკავშირდება. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში, ხოლო „ქართული ოცნების“ მოვალეობა დემოკრატიზაციის პროცესების გაფართოება და გაღრმავება იქნება. ახლო მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას საქართველოს ყველა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მისცა ხმა ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვენს კოალიციას და სწორედ ამიტომ გენდობიან ისინი თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს. საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიამ და ხალხის ნებამ თავი იჩინა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში. მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხმა მიეცა „ვარდების რევოლუციონერთა“ წინააღმდეგ, რადგანაც მათ დემოკრატიის გზას გადაუხვიეს და მოინდომეს შეექმნათ საკმაოდ ავტორიტარული მოდერნიზებული რეჟიმი. მოქალაქეები შიშობდნენ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც საარჩევნო ბიულეტენი დაკარგავდა საზოგადოებაზე მზარდი კონტროლის საწინააღმდეგო იარაღის ძალას. უნდა ვაღიაროთ, რევოლუციონერებს არც თუ ისე ხშირად უხდებათ წასვლა დემოკრატიული არჩევნების შედეგად, როცა რევოლუციონერთა ლიდერებს აღარ რჩებათ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ უმრავლესობის ვერდიქტის. ძნელია არ დაინახო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიღწევები ძველი, კორუფციული სისტემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საქართველოში. სხვათა შორის, კორუფცია კიბოს ჰგავს: ის მომაკვდინებელია ნებისმიერი დემოკრატიული და შეძლებული საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ თქვენი ხელისუფლება, რომელმაც ესოდენ დიდი დემოკრატიული მხარდაჭერა მიიღო, ახლა ე.წ. ელიტარული კორუფციის აღმოფხვრის დიდი და რთული ამოცანის წინაშე დგას, გადასახადების გადამხდელთა სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და უცხოეთში ფინანსური რესურსების გადაქაჩვის ჩათვლით. საზოგადოება მხოლოდ მაშინ ხედავს სარგებელს ჯანმრთელ და მდგრად ეკონომიკასა და სოციალურ განვითარებაში, როცა კორუფცია სრულადაა აღმოფხვრილი. არსებობს მხოლოდ ერთი წითელი ხაზი – ერთი მხრივ, დაუსჯელობის სინდრომის შეწყნარების ცრუ ალტერნატივასა და, მეორე მხრივ, ბრმა ამნისტიას შორის ყველა დანაშაულისათვის. ამ წითელ ხაზს ავლებს კანონი, და მხოლოდ დემოკრატიულად მიღებული კანონი საერთაშორისო მონიტორინგით, და სხვა არაფერი. კანონის მორჩილება გვიცავს რამდენიმე დაბრკოლებისა და მახისაგან, როგორიცაა პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა, უსაფუძვლო სასამართლო პროცესები თუ ანგარიშსწორების კამპანია. მე თქვენში ვხედავ ძლიერ პოლიტიკურ ნებას, იხელმძღვანელოთ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით. ის, რომ თქვენ რჩევისათვის მიმართეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც ნდობას იმსახურებენ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და ისეთ პატივცემულ და მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტებს, როგორიცაა, მაგალითად, თომას ჰამერბერგი, მიუთითებს იმას, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებებს. იმისათვის, რომ ხაზგასმული იყოს თქვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შორს მიმავალი რეფორმების დემოკრატიული ხასიათი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, და ასევე პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ამასთან, გაძლიერდა სახალხო დამცველის ინსტიტუტიც. ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პარლამენტისა და მთავრობის მიერ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 100 დღეში შესრულებული სამუშაო. პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტი იქცა ნამდვილი პოლიტიკური დებატების, საღი კანონმდებლობის და უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი პროექტების შექმნის ადგილად, რის მაგალითადაც, მინდა მოვიტანო ახალგამოქვეყნებული ამომწურავი 19-პუნქტიანი ერთობლივი რეზოლუცია. ამასთან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა, რომლებიც მიმდინარეობს ზოგიერთ სამინისტროში – სახეზეა ახალი სტრატეგიები და კონცეფციები, ინოვაციური პროგრამები და პროექტები, ასევე წინსვლა ინსტიტუციონალური და უნარების განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აქტიური და მაღალკვალიფიციური სოფლის მეურნეობის მინისტრი შვეიცარიის განვითარების კორპორაციის შესანიშნავ პარტნიორად გვევლინება. ამასთან, ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვისა და, რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იძლევიან იმედს, რომ მათ მუშაობას კარგი შედეგები მოჰყვება. დიალოგი სამინისტროებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის უდავოდ ღია, კონსტრუქციული და შედეგიანია. მე, პირადად, ვაფასებ სოფლის გაძლიერებაზე, მდგრადი და გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი სოფლის მეურნეობის აშენებაზე გამიზნულ თქვენს მიდგომას, უფრო დეცენტრალიზებული პოლიტიკური გარემოსა და ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის პირობებში. უფრო მეტიც, ამ მოკლე დროში თქვენ მოახერხეთ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის საუბრის ტონის შეცვლა. თქვენ დანიშნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც უკვე ორჯერ შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს. ისინი ერთმანეთს ენდობიან და შეთანხმდნენ, არ გასცდნენ დაშვებულ ზღვარს და ყურადღება გაამახვილონ განხორციელებად პატარა ნაბიჯებზე. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელისუფლება ასევე შეძლებს ურთიერთობების გაუმჯობესებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობებთან, რათა გამოინახოს საერთო ენა ხალხისათვის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარია ყოველთვის თქვენს სამსახურშია, როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობას მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უზრუნველსაყოფად. მე ძალიან კარგად მესმის, რომ კოჰაბიტაცია არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ დემოკრატიული არჩევნების ყველაზე სასურველი შედეგი. ამავდროულად, კოჰაბიტაცია განიხილება, როგორც კიდევ ერთი გარდამავალი პროცესი, რომლიდანაც მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებაა შესაძლებელი. დემოკრატიული პროცესი კოჰაბიტაციის პერიოდის ბოლოს უფრო მყარი შეიძლება გახდეს, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენცია კი უფრო კონსტრუქციული, ხოლო პოლიტიკური კულტურა - უფრო ღია საფუძვლიანი დიალოგისა და დებატებისათვის ქვეყნის მომავლის შესახებ. მე უმორჩილესად გთხოვთ, გაეცნოთ ჩემს მოკლე სტატიას კოჰაბიტაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომელიც დაიბეჭდა გამოცემა ,,The Messenger“–ის დღევანდელ ნომერში (იხ. დართული სტატია). ნებისმიერი ხელისუფლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უშვებს შეცდომებს. მე ვიტყოდი, რომ ზოგიერთი მთავრობისათვის უმჯობესი იქნებოდა შინ კრიზისის მოგვარება, ვიდრე სხვებისათვის ამპარტავნული ლექციების წაკითხვა. საკითხი კი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ ეპყრობა საკუთარ შეცდომებს ესა თუ ის ხელისუფლება, და სწორედ აქ ვხედავთ ყველაზე დიდ განსხვავებას. თუკი ხელისუფლება თავმდაბალია, აღიარებს შეცდომებს, ეძებს გამოსწორების გზებს, აძლევს მედიას საშუალებას კრიტიკულად შეაფასოს ხელისუფლების მოქმედებები, რჩევას ეკითხება სამოქალქო საზოგადოებას და ითხოვს მხარდაჭერას მისგან, მაშინ მოქალაქეები უფრო ტოლერანტული ხდებიან და აძლევენ ასეთ ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ შეცდომებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ასიოდე დღის განმავლობაში და თქვენ არ დაიშურებთ ენერგიასა და სიბრძნეს, რათა ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს მომავალში. არჩევნებამდე ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში მადანაშაულებდა პოლიტიკურ მიკერძოებაში ოპოზიციის სასარგებლოდ. დიახ, შეიძლება მართლაც მიკერძოებული ვიყო. მე არასოდეს დამიმალავს, რომ მიკერძოებული ვარ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობიანი ურთიერთობების სასარგებლოდ. სწორედ ასეთი ვიყავი მთელი ჩემი დიპლომატიური და აკადემიური კარიერის განმავლობაში. თუკი იწვევთ შვეიცარიელ დიპლომატს, როგორც შუამავალს, ყოველთვის უნდა გქონდეთ მისი დემოკრატიული ღირებულებების რწმენა. არჩევანს პოლიტიკურ პროგრამებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, „ქართული ოცნებასა“ თუ სხვა პარტიებს შორის უნდა აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ამომრჩევლები და არა მე, უცხოელი დიპლომატი, და არც ევროპარლამენტარები. ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოქლაქეებს, თუკი ოდესმე ჩავრეულვარ საქართველოს საქმეებში. ასეთი რამ არ განმეორდება. იმედის თვალით შევყურებ ჩვენი ღია და გულახდილი ურთიერთობების გაგრძელებას. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველა იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს მოქალქეებისათვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. პატივისცემით, გიუნტერ ბეხლერი თბილისი, 2013 წლის 15 მარტი Edited March 25, 2013 by ADMIRALI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
არაორიგინალური Posted March 25, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 ევროპელებს სჩვევიათ ეგეთი სირობა, ვითომ საქმის ვითარებაში ჩახედულობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით აქეთ გამოუშვან ნასოციალისტებ-ნაჩათლახარები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ADMIRALI Posted March 27, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2013 (edited) იოაჰიმ ცელერი - ევროპარლამენტის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი: „ის ძაღლები ყეფენ, ვისაც მოხვდა“ (ჟურნალისტის შეკითხვა) თქვენ პრემიერ ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთიხელმომწერი ხართ. რამდენად პრობლემატურად გეჩვენებათ ვითარება საქართველოში? იოაჰიმ ცელერი: წერილი ასე მკაცრად ფორმულირებული არ ყოფილა. გაკვირვებული დავრჩი, რომ ასეთი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თავად პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ერთი გერმანული ანდაზა მახსენდება - „ის ძაღლები ყეფენ, ვისაც მოხვდა“.http://liberali.ge/g...rticles/114401/ ======================================= იმდენად გათავხედდნენ, რომ მყეფავ ძაღლს შეადარეს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და "ქართული ოცნება" Edited March 27, 2013 by ADMIRALI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.