Jump to content
Planeta.Ge

მიშამ - ჩემი რიგგარეშე ჩეიდევითო


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/politika/233974-prezidenti-parlamentis-riggareshe-skhdomis-dghis-tsesrigs-mkhars-ver-dautcers.html

 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის არსებულ ვარიანტს მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა .

მისი თქმით, პრეზიდენტი ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ რედაქციას მხარს არ დაუჭერს.

კალანდაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებებს დღევანდელი სახით დაამტკიცებს, ეს ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობაში და ასევე უარყოფით როლს ითამაშებს ვილნიუსის სამიტზე.

"თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გადამწყვეტ ეტაპზე დააკარგვინებს, წარმატებას მიაღწიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით. "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს. ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

 

კონსტიტუციას დარაჯობს ბიჭი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

erfiro

კომისარი

ბეჟანბეჟანი

 

 

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დადგენილ ვადაში თუ არ მოიწვევს, პარლამენტს უფლება აქვს, 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს. ამის შესაძლებლობას კანონმდებლებს პარლამენტის რეგლამენტი აძლევს.

 

 

პ.ს. ასე რომ, უბრალოდ ბავშვივით ჭიჭყინებს, არა უმეტეს...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

 

http://info9.ge/img/multimedia/News/N1364121995262281.jpg

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე თანახმაა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ხვალ რიგგარეშე სხდომა 25 მარტის 14:00 საათიდან იქნა მოწვეული.

 

„საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2013 წლის 25 მარტის 14 საათიდან თანდართული დღის წესრიგით“, - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელშიც დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხებიცაა ჩამოთვლილი.

 

დღის წესრიგში 49 საკითხია შეტანილი. მათ შორისაა საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შტანის შესახებ“ (მესამე მოსმენა).

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. მთავარი საკითხები, რის გამოც უმრავლესობას ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებების და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტია. დღის წესრიგში ჩამოთვლილ საკითხებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი არ არის. პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ ეთანხმება საერთო „სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების არსებულ რედაქციას.

 

 

გვეშველა :facepalm: :facepalm: :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრეც ველოდი

 

რას ელოდი? მიიღო უკვე პარმამენტმა დღეს სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები... მორჩა მიშა უკვე საბოლოოდ...

 

აწი მეტასტაზებია მეთოდურად ამოსაკვეთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudioაწი რაც, მოხთება ოცნების ბრალი იქნება 1000%-დ :grr:

 

p.s. ის კიდო ჩაგიკუკავთ, ნუ დარდობთ :)) :D

Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდო ჩაგიკუკავთ, ნუ დარდობთ

ამაში ეჭვი არ მეპარება :D

ერთადერთი საქმიანობაა რაშიც ნაცებს ბადალი არ აქვთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო რა არის თუ იცით?!

არც აქ და არც გაღმა არავის არ გაუხსნია თემა ქოცნაცების მორიგ კოჰიობიტაციაზე სასამართლოების კანონპროექტთან დაკავშირებით.

არც მე ვხსნი თემას პრინციპულად :D

 

გაგებით ვეკიდები :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში , ვის დარჩა ჩადებული?

:D

გული რაცხა ცუდს მიგრძნობს და როგორც ყოველთვის საწყალ ხალხს არ დაგვრჩეს ჩადებული :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...