Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ფინანსთა სამინისტრო წინა ხელისუფლების დროს საგადასახადო ოაზისში მყოფი კომპანიების შემოწმებას აპირებს. როგორც ნოდარ ხადური აცხადებს, შემოწმება ყველა იმ საწარმოს შეეხება, რომლის მიმართაც სერიოზული კითხვა არსებობს. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პოზიციას იზიარებენ ექსპერტებიც და აცხადებენ, რომ შემოწმებასთან ერთად, აუცილებელია გაირკვეს ის სქემები, თუ როგორ ხდებოდა ბიზნესსუბიექტების გაკოტრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "შემოწმდება ყველა საწარმო, რომელიც წლების განმავლობაში არ მოწმდებოდა" / "ეს არ უნდა იყოს რეკეტი და შემოწმებით უნდა მოხდეს წესრიგის დამყარება".

 

"საგადასახადო ოაზისში მყოფი კომპანიების შემოწმებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა განცხადება ჩოჩელების განცხადების საპასუხოდ გააკეთა. საქმე ეხება იმ კომპანიების ერთობლივ განცხადებას, რომლის მეწილე ცეზარ ჩოჩელი და მისი ოჯახი იყო. განცხადებაში, რომელიც პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის სახელზე გამოქვეყნდა, ჩოჩელების ბიზნეს-ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, რომ კომპანიებში შემოწმებას ცივილური ხასიათი მიეცეს", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კომპანიები, რომლებიც იყვნენ საგადასახადო ოაზისში და არ იხდიდნენ გადასახადებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამ კომპანიებს შეამოწმებენ, მიუხედავად იმისა, ვინ როდის იყო მისი დამფუძნებელი. ხადურმა აღნიშნა, რომ შემოწმდება ყველა საწარმო, რომლის მიმართაც რაიმე კითხვა არსებობს. "შემოსავლების სამსახური შეამოწმებს ყველა იმ საწარმოს, რომელიც წინა 9 წლის განმავლობაში არ მოწმდებოდა და ზოგადად, ფინანსთა სამინისტროს საწარმოებში შესვლა მსოფლიოს ყველა ბიზნესისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ საწარმოს აქვს დანაშაული, ჩვენ ამას შევისწავლით, მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგში აქვთ, მაშინ ბოდიშს მოვიხდით და გამოვალთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა", - განაგრძობს გამოცემა.

 

"ფინანსთა მინისტრის პოზიციას მიესალმებიან ექსპერტები და აცხადებენ, რომ კანონი ყველა საწარმოზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს, რადგან ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკისთვისაა კარგი. ამასთან, მათი პოზიციით, შემოწმებასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს ის სქემა თუ როგორ ხდებოდა ბიზნესსუბიექტების გაკოტრება. "ყოფილი ხელისუფლებისთვის ბიზნესი იყო ის ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლითაც არა მარტო ბიზნესის, არამედ რიგითი მოქალაქეების დათრგუნვა ხდებოდა. ზოგიერთისთვის იქმნებოდა საგადასახადო ოაზისი, ზოგი კი ქონებას საერთოდ კარგავდა. ასეთი ველური მეთოდებით ხელისუფლება მთლიანად აჩანაგებდა ბიზნესს. ოაზისში მყოფი კომპანიების შემოწმება არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რეკეტი და შემოწმებით უნდა მოხდეს წესრიგის დამყარება", - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი", - დასძენს გამოცემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარამბო იყო ბარამიძის და ბოკერიასი, არ იხდიდნენ გადასახადებს, საგადასახადო დედას უხნავდა მაგათ კონკურენტებს, ახლა აუდიტი რომ შევიდა აეწვათ ერთი ადგილი და ატეხეს ერთი ამბავი არიქა ბიზნესს ავიწროებენო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidzehttp://s017.radikal.ru/i407/1303/e5/777bf1d7a011.gif http://s019.radikal.ru/i601/1303/bb/f6d8305b6a90.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...