Jump to content
Planeta.Ge

საბჭოთა კავშირის ქართველი თაობა


Recommended Posts

საბჭოთა კავშირის ქართველი თაობა

14 წლის ვიყავი სსრკ რო დაინგრა, შევდივარ მაგ თაობაში? :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

:)

არ ვიცი რა გიპასუხო

14 წლის თუ იყავით 90 წელს ცოტა ძნელია იცოდეთ რა იყო სესერე

თორემ საერთოდ სესერე თაობა ხარ,აბა რა

:music2: :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ გაქვს უფლება იყო მონა

:+:

 

მონად არ გვაგრძნობინებდნენ თავს საბჭოეთის დროს, მაგრამ მონა იყავი,,,

ეხლაც მონა ხარ, მაგრამ თავისუფალი ქვეყნის სახელი გვაქვს,

ნამდვილი კომუნისტი და რუსეთუმე მაშინ თითით საჩვენებელი იყო.

ახლა ნეიტრალურად განწყობილი ("პროქართველი") არის ასეთი, ხოლო პროდასავლურად დაზომბირებული ახალგაზრდობა (უმეტესად მარტივი საყოფაცხოვრებო "ზიზიებით" და სრული თავისუფლების სურვილით, ან პრიმიტიული ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით) ისეთ "დუხზეა", ძველ პარტიულ და კომკავშირულ აქტივს არც მოელანდებოდა. ისინი (აქტივი) თამაშობდნენ მაინც, ამათ უმეტესობას კი მართლა სჯერა.

კაცმა რომ თქვას, ეს უფრო 20-იანი წლების ანალოგიაა, და არა მოყანყალებული საბჭოთა რეჟიმისა.

 

რუსეთის დედას შევასხი და დასავლეთისაც მარა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენ თამაშს არავინ გვათამაშებს გამსახურდიას მაგალითი გავიხსენოთ ვაწყდებით ორ უკიდებურესობას ან ერთი ან მეორე

მაგ დროშაზე წერით გავსკდი ფორუმზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შევასმინე, ვერც გრანდებს და "ბრენდებს", და ვერც ახალგამოჩეკილ "პატრიოტებს". რაღაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო დროშაა უცხო და თავსმოხვეული. უფრო რთულ შემთხვევაზე, როგორიცაა ჰიმნი, აღარაა ლაპარაკი.

20 წლის წინ სიტყვა "მანქურთი" ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო, ილიას ნათქვამი საკუთარი ისტორიის დავიწყებაზე - ასევე. ახლა ეუბნები და რეაქციაც არ აქვთ. :dash2:

 

მე პირადად თვითკმარი სახელმწიფოს მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთის როგორიც ჩრდ. კორეაა. ანუ არ უნდა ჩავიკეტოთ.. მაგრამ სანამ არ ვართ თვითკმარები და ფული უცხოეთიდან გვჭირდება, იქამდე ანტიდასავლურობა ცოტა ტეხავს.. რეალურ ალტერნატივა ზოგადად ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე რუსეთთან მიბმაა. არა იმიტომ რომ სამყარო რუსეთად და დასავლეთად იყოფა, არამედ იმიტომ რომ ქართველები ამ ორ სისტემაში ვართ ინტეგრირებულნი და სხვა შემოსავლის წყაროები არ გაგვაჩნია..

და პრაგმატულად ვიყოთ ერთთან ან მეორესთან, ამ იდეოლოგიური პათოსის გარეშე, არ შეიძლება? :)

ესე იგი, მავანისთვის ეს იდეოლოგიაა თვითმიზანი და მთავარი.

 

ევროპაში ძალიან ბევრი მიმდინარეობებია, ლიბერალიზმიც და არალიბერალიზმიც და არც ერთი იდეოლოგია არ ცხადება აბსოლუტურად ჭეშმარიტად. ჩვენთან კი ლიბერალებს უნდათ რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მონათვლონ.

რაც შეეხება საახლობლო-სანათესაოს და სხვა ტრადიციებს, არც იტალიელები არიან ამ საკითხში ნაკლები, არც ბერძნები და სხვა ევროპელები, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ევროპელობაში...

ევროპელობას როგორც კულტურულ ასპექტს თუ მიიღებ, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ ქართული კულტურა ევროპულ კულტურაზეა აგებული და არასდროს არ უცდია მას, რაღაც სხვა გზით წასულიყო

თუ ევროპაშიც არ მძლავრობს ლიბერალიზმი და ჩვენც ევროპელები ვართ სულისკვეთებით, - პრობლემა რაღაშია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეგა

შენ მონობას და სტანდარტებს ვერ ანსხვავებდე ერთმანეთისაგან რა ჩვენი ბრალია? :)

 

არაფერს არ გაძალებენ იმ დასავლეთში. საკითხი დგას ასე: გინდა ჩვენთან ერთად ყოფნა? (იგულისხმება ევროკავშირი, ნატო და ა.შ.) უნდა დააკმაყოფილო ის სტანდარტები, რაც ჩვენ გვაქვს. არ გინდა? კარგად იყავი. არავინ არ გახვევს თავზე არაფერს. უბრალოდ რა ### ქვეყანაშიც (ცხოვრების დონის, ადამიანის უფლებების და ა.შ. მხრივ) აქამდე ცხოვრობდი, იგივე ### ქვეყანაში იცხოვრებ.

 

რა ღირებულებები ქონდა ერთი ამიხსენი პრიბალტიკას რომ მიიღეს ნატოში

მთელს ბალტიისპირეთზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ესტონეთში ვარ პირადად ნამყოფი და შემიძლია ორი სიტყვის თქმა. აქვთ მართლა ეგ ღირებულებები.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლეთი არ გვაძალებს... ჰმ... ახლა რაღაცეები რომ დავიწყო დასავლეთის (ზოგადად) აქტიურობაზე აქ, სხვადასხვა მიმართულებით, იტყვიან, აბა თავისი ინტერესი აქვთო და... ჩვენი პატარა გეოსტრატეგიული მდგომარეობა რომ გავიხსენო, მაშინაც იტყვიან.

მთლად მასეც არაა, ჩვენ ვეტენებოდეთ და მარტო მორგებას გვთხოვდნენ. :)

 

...მეგობარი მყავს (მიშისტი, დასავლელი და ანტირუსეთუმე), იმას ჯარის მეგობარი ჰყავს ესტონელი. დიდი მისვლა-მოსვლა აქვთ ერთმანეთში, ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ იმათი მაინც ბევრი რამ უკვირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...