miriani001 Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ვინ გვაყენებს აქ თორე კი :user: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 Nukrikoეგრეა სამწუხაროდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 დეგაესე თუ არის, ზნაჩით რასაც გეუბნებიან ის განსაზღვრავს იმას, თუ ვინ უნდა იყო შენ... ელიტა გეუბნება, რომ მე ვარ დასავლური ფასეულობების მატარებელი და მაგიტომ მაქვს ბევრი ფული, ვილები და თანამდებობაო შენ საწინააღმდეგოდ ამბობ, რომ მე კონსევრატორი ვარო, არ მიყვარს დასავლეთიო (ანუ ავტომატურად აიგივებ ჩვენს ელიტას დასავლეთთან) და საპასუხოდ იმაზე მეტად ვიქნები კონსერვატორი ვიდრე სინამდვილეში უნდა იყვნენ კონსევატორებიო. უფრო არქაისტული ფორმითო.. აქედან მანიპულაცია ძალიან კარგად ჩანს...შენ ელიტის ზიზღით არ მიიღებ იმ ფასეულობებს რაც დასავლეთიდან მოვიდა - რომელიც პირდაპირ წესით შენ უნდა გემსახურებოდეს და შენ უფლებებს და იკეთებ იქ სადაც ყველაზე ადვილად გმართავს - არქაულ იერაქიულ მოდელში. შენ ნუ გგონია რომ იმ "მამა-პაპურ" ავტორიტეტებიდან, დავერბოვკებული ხალი არავინ არაა. მეტიც სწორედ ესეთი იერარქიულ ავტორიტეტებით მართავს ხალხს სისტემა.. ძალიან იდეალურად ააწყო სისტუაცია, ისე იდეალურად რომ შენ შენი ნებით ამბობ იმ უფლებებზე უარს, რაც შენ გეკუთვნის და რაღაც ჩოხებში, ყანწებში და ა.შ ეძებ გამოსავალს... (შენ როდესაც ვამბობ, პირადად არ გგულისხმობთ - ზოგად კონსერვატორის არქეტიპს ვგულისხმობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დეგა Posted March 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 Nukrikoსაინტერესოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 .შენ ელიტის ზიზღით არ მიიღებ იმ ფასეულობებს რაც დასავლეთიდან მოვიდა ყველაფრის გადმოღება, ისევე როგორც ყველაფრის უარყოფა, არის იდიოტიზმი სათითაოდ შევაფასოთ, დავფიქრდეთ რაც კაი აქვთ ავიღოთ რაც არადა დავუტოვოთ ისევ მათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 საბჭოთა კავშირის ქართველი თაობა რაც შეეხება ზოგადად თემას, რა მომენტამდე იყავით "მაგრები" საბჭოთა კავშირის ქართული თაობა? ისტორიამ ხო გვანახა, რაც ვიყავით 90-იანებში, თუ მაშინ სხვა თაობა იყოო? ეს თაობათა დაპირისპირება, არის მაგარი სისულელე და არაფრის მომცემი. ჯობია აწმყოზე ვიფიქროთ და რეალური საქმე ვაკეთოთ და მნიშვნელობა არ აქვს რომელი თაობის წარმომადგენელი იქნები.. დასავლური ფასეულობები რატომ მოწონთ ხალხს? იმიტომ რომ გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ვცხოვრობთ და ეს ფასეულობები თავისით შემოდის. რატომ გვინდა დასავლეთი? იმიტომ რომ კულტურულად ახლოს ვაართ (სურვილიც გვაქვს), რომ დასავლეთის ანწილი ვიყოთ და ეკონომიკურად თვითკმარები არ ვართ, გვჭირდება უცხოეთიდან შემოსული ფული არსებობისთვის. ჩვენი თანამოქალაქეები ძირითადად რუსეთში და ევროპაში არიან მიმოფანტულები და იქიდან გვიგზავნიან ფულს. მე პირადად თვითკმარი სახელმწიფოს მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთის როგორიც ჩრდ. კორეაა. ანუ არ უნდა ჩავიკეტოთ.. მაგრამ სანამ არ ვართ თვითკმარები და ფული უცხოეთიდან გვჭირდება, იქამდე ანტიდასავლურობა ცოტა ტეხავს.. რეალურ ალტერნატივა ზოგადად ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე რუსეთთან მიბმაა. არა იმიტომ რომ სამყარო რუსეთად და დასავლეთად იყოფა, არამედ იმიტომ რომ ქართველები ამ ორ სისტემაში ვართ ინტეგრირებულნი და სხვა შემოსავლის წყაროები არ გაგვაჩნია.. mamaყველაფრის გადმოღება, ისევე როგორც ყველაფრის უარყოფა, არის იდიოტიზმი სათითაოდ შევაფასოთ, დავფიქრდეთ რაც კაი აქვთ ავიღოთ რაც არადა დავუტოვოთ ისევ მათ ეს კარგი, მარა შემფასებელი ვინ იქნება, შენ? თუ სააკაშვილი? თუ ვინ უდნა იყოს შემფასებელუი, რა არის კარგი და რა არის ცუდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 თუ ვინ უდნა იყოს შემფასებელუი, რა არის კარგი და რა არის ცუდი? ამის შეფასება და დანერგვა თავისთავად მოხდება თუ არ იქნება ძალდატანებით თავსმოხვევა, კარგი დარჩება ცუდი ამოიძირკვება რატომ გვინდა დასავლეთი? იმიტომ რომ კულტურულად ახლოს ვაართარ ვართ ჩვენ "ევროპელები" და ვერც გავხდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ამის შეფასება და დანერგვა თავისთავად მოხდება თუ არ იქნება ძალდატანებით თავსმოხვევა, კარგი დარჩება ცუდი ამოიძირკვება ეს თავისით როგორ უნდა მოხდეს, მექანიზმი მაჩვენე? მაგალითად მინდა რომ ტიპებმა ჩაიცვან ჩემი პროდუქციის ტანსაცმელი, ვაკეთებ რეკლამას, პიარს ვუწევ და ხალხი იწყებს ამ მოდის მიღებას. ეს თავსმოხვევაა, მარა მერე რა? შენ საწინააღმდეგოდ ამიკრძალაცვ რეკლამის გაკეთებას? არ ვართ ჩვენ "ევროპელები" და ვერც გავხდებით გააჩნია რას გულისხმობ ევროპაში - სამოქალაქო გაგებას? კულტურულ ფასეულობებს? ეკონომიკურ მოდელს? თუ რას გულისხმობ და მერე ყველაფერი თავისით გაირკვევა,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 მაგალითად მინდა რომ ტიპებმა ჩაიცვან ჩემი პროდუქციის ტანსაცმელი, ვაკეთებ რეკლამას, პიარს ვუწევ და ხალხი იწყებს ამ მოდის მიღებას. ეს თავსმოხვევაა, მარა მერე რა? შენ საწინააღმდეგოდ ამიკრძალაცვ რეკლამის გაკეთებას?რეკლამა არანაირად არაა თავს მოხვევა, ნუ ტუ ჩარჩოებში ჯდება რათქმაუნდათუ შენი რეკლამა იქნება "ჩვენ კარგი თანსაცმელი გვაქვს" ეს ნორმალურია მარა თუ შენი სლოგანი იქნება "ჩემი ტანსაცმლის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებ" ეს უკვე თავსმოხვევაა სამოქალაქო გაგებას?ხო, ძირითადად სამოქალაქო აზროვნებასარ ვართ ჩვენ ლიბერალებისაახლობლო-სანათესაოსთან დამოკიდებულებას, სტუმარ-მასპინძლობას(იმედია ამაზე არ გაგეცინება) , და სხვა ფასეულობებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 mamaრეკლამა არანაირად არაა თავს მოხვევა, ნუ ტუ ჩარჩოებში ჯდება რათქმაუნდა თუ შენი რეკლამა იქნება "ჩვენ კარგი თანსაცმელი გვაქვს" ეს ნორმალურია მარა თუ შენი სლოგანი იქნება "ჩემი ტანსაცმლის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებ" ეს უკვე თავსმოხვევაა ყველანაირი რეკლამა თავს მოხვევაა,, ხო, ძირითადად სამოქალაქო აზროვნებას არ ვართ ჩვენ ლიბერალები საახლობლო-სანათესაოსთან დამოკიდებულებას, სტუმარ-მასპინძლობას(იმედია ამაზე არ გაგეცინება) , და სხვა ფასეულობებს დაიცა, დაიცა, დაიცა - რა შუაშია სამოქალაქო საზოგადოება, ლიბერალიზმი და ჩვენი ტრადიციული საახლობლო-სანათესაო ურთიერთობები ერთმანეთთან? პრიმიტიული კრიტიკააა.... სამოქალაქო საზოგადოება ჩნდება მაშინ, როდესაც არსებობს სახელმწიფო. შენ გაქვს მხოლოდ 20-წლიანი ისტორია, აქედან 90% კრიზისებში და ომებში გაატარე, ამის მიუხედავად სამოქალაქო სექტორი უფრო ძლიერი გაქვს ვიდრე სომხეთსა თუ აზერბაიჯანში. სამოქალაქო სეკტორის განვითარებას დრო სჭირდება - ბავშვი 9 თვე უნდა იყოს მუცელში რომ გაჩნდეს, 2 დღე არ ეყოფა ამ გაგებით, გერმანია არ იყო თავის დროზე ევროპა - რადგან საფრანგეთისნაირი სამოქალაქო საზოგადოება არ ჰქონია მაგარი ლოგიკაა... რაც შეეხება ლიბერალიზმს, რატომ უნდა ვიყოთ ლიბერალები და რატომ არის გაიგივებული ლიბერალიზმი ევოპულობასთან? ევროპაში ძალიან ბევრი მიმდინარეობებია, ლიბერალიზმიც და არალიბერალიზმიც და არც ერთი იდეოლოგია არ ცხადება აბსოლუტურად ჭეშმარიტად. ჩვენთან კი ლიბერალებს უნდათ რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მონათვლონ. რაც შეეხება საახლობლო-სანათესაოს და სხვა ტრადიციებს, არც იტალიელები არიან ამ საკითხში ნაკლები, არც ბერძნები და სხვა ევროპელები, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ევროპელობაში... ევროპელობას როგორც კულტურულ ასპექტს თუ მიიღებ, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ ქართული კულტურა ევროპულ კულტურაზეა აგებული და არასდროს არ უცდია მას, რაღაც სხვა გზით წასულიყო, როგორც ეს ბევრმა აზიურმა ქვეყანამ სცადა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 მეორე ნაწილში გეთანხმები მარა ამაში არა ყველანაირი რეკლამა თავს მოხვევაა,, მე გეუბნები კარგია დიროლი, ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრია. შენ შეგიძლია გასინჯო და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული მოგეწონება თუ არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 mamaმე გეუბნები კარგია დიროლი, ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრია. შენ შეგიძლია გასინჯო და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული მოგეწონება თუ არა მე მტკიცებას არ დაგიწყებ, მხოლოდ რჩევას მოგცემ - წაიკიტხე რეკლამის ფსიქოლოგიაზე წიგნებიმ - ჩემზე უკეთ აგიხსნიან, მანიპულაციის და თავზე მოხვევის რამდენაირი საშუალება არსებობს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ჩემზე უკეთ აგიხსნიან, მანიპულაციის და თავზე მოხვევის რამდენაირი საშუალება არსებობს... ეგენი ვიცი, მომავალი მარკეტოლოგი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 Nukriko ელიტაში ვინ მოიაზრება ეგ მითხარი მხოლოდ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 laciელიტაში ვინ მოიაზრება ეგ მითხარი მხოლოდ. ვინც აკონტროლებს ფინანსურ და პოლიტიკურ რესურსებს საქართველოში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.