laci Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ფისტა მალე ქართულ მიწაზეც გაიხარებს დღეს კახეთში, სოფელ იორმუღანლოს ტერიტორიაზე ფისტის ნარგავების გაშენება დაიწყო. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ამ პროდუქტის აღორძინება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფისტა (,,фисташка”) ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი გააჩნია. ფისტის ფასების დაცემა მოსალოდნელი არაა. პლანტაციების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში, კერძოდ კი ახალი ჯიშებისა და დამუშავების ტექნოლოგიებში სოლიდურ ინვესტიციებს აკეთებენ შუა აზიის ქვეყნები და ჩინეთი.ფისტა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც, ფართოვდება შიდა ბაზარი.ფისტის წარმოებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ეს კულტურა საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. საქართველოში კი ამგვარი ტერიტორიები მრავლადაა. ამავდროულად ფისტას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.საქართველოში ფისტას გახარებას თუ ვინმე სკეპტიკურად უყურებს, გთავაზობთ საინტერსო მასალას, რომელიც სამედიცინო ინტერნეტ ქსელში MedGeoNet - მოვიძიეთ:„ფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა.საქართველოში ფისტას პლანტაციების გაშენებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ექნება. ფისტის პლანტაციების წარმოება დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ მრავალმხრივ ეფექტს მისცემს მომავალ თაობებსაც (ფისტა მოსავალს 300 წელი იძლევა). ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის საკვები თვისებებით და ფასითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის, ასევე–ჰომეოპათიისათვის.მიუხედავად სოლიდური შემოსავლისა, რომელსაც ფისტის პლანტაცია იძლევა, ქართული ბიზნესი აქამდე ამ თემით არ დაინტერესებულა. ამის ძირითადი მიზეზია გამოცდილებისა და მაგალითის არარსებობა. არის სხვა პრობლემაც– ინვესტიციის უკუგება გვიან იწყება. ქართული კერძო ბიზნესი კი გრძელვადიან ინვესტიციებზე ორიენტირებული არ არის.აქვე ისტორიული ექსკურსი ამ თემაზე: საქართველოში ფისტას პლანტაციების აღდგენას, 1930 – იან წლებში ცეკავშირი ცდილობდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ წამოწყებას 1937 წლის რეპრესიებმა შეუშალა ხელი. 1995 წელს ფისტის მოშენების საკითხი, ფარმაცევტული მიზნებისათვის დასვა ლალი დათეშიძემ და პირველი ექსპერიმენტებიც ჩატარდა. ექსპერიმენტი ერთ–ერთმა პირველმა ფისტის კაკლის წარმოებისათვის, ფერეიდანელ ქართველთა კონსულტაციით, გიორგი ალავერდაშვილმა ჩაატარა. 2009წელს კი მისი უწმინდესობის კურთხევით, სამუშაოები ფისტის კულტურის აღდგენის თანამედროვე ტექნოლოგიების დასამუშავებლად წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა საქართველოში ჯერ ფისტას ხე არ ხარობს, 7 წლის შემდეგ, იმედია მივიღებთ ახალი მცდელობების რეალურ ნაყოფს - ქართულ მიწაზე გახარებულ ფისტას. http://people.ge/?m=3&ID=390 ძალიან მაგარია,, მიყვარს ფისტაშკები,,ეროვნული ფისტაშკა უფრო მაგრად შემიყვარდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 აი ესეც.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miriani001 Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 და ბანანს ვერ მოვიყვანთ ჩვენთან? :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 miriani001ბანანიც მოდის ჩვენთან, მაგრამ დამწიფებისთვის არ ჰყოფნის ტემპერატურა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 laci კაი რამეა ნერგები მინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 mamaმეც მინდა,,სად უნდა ვიშოვოთ ნეტა?მართლა კარგი რამეა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 laciიქ დააკომენტარეს თურქეთში იყიდებაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted March 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2013 ქართული სახელი არა აქვს დავიჯერო?! ფისტა რა უბედურებაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 23, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2013 მართვის თეორია ფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
erfiro Posted March 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2013 მართვის თეორია ფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაამაგ "ხილთა ქების" ლინკი არის სადმე?ავტორი ვინაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 23, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2013 erfiroაზრზე არ ვარ,, დავსერჩავ ,თუ ვნახე რამე ხო კარგი..მაგრამ მგონი ძველი წიგნი იქნება კარაბადნინივით . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 23, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2013 ხილთა ქება მარწყვმან თქვა: "მოვალ პირველად, მე ვერ მომისწრებს ხილია,ფერად მსგავსი ვარ ლალისა, მერმე საჭმელად ტკბილია,წინ რასა მისწრობს ტყემალი, მჟავე არის და გრილია,მისგან ჩივიან ყველანი - ვჭამე, მომკვეთა კბილია. ტყემალმა უთხრა: "შეგარცხვენს ეგ შენი საუბარია,უარესი ხარ ყველასა, არა ხარ ხილთა დარია,თავსა მოგჭამენ ჭიანი, - ძირი გაქვს მეტად მწარია,უჩემოდ ლხინი არ გავა, არცარა სანიკვარია". ბალმან უთხრა: "ამხანაგნო, თქვენ ვერ იტყვით ჩემსა ძვირსა,ხესა თეთრად ავაყვავებ, დავამშვენებ ჩემსა ძირსა,თავსა ბროლსა დავამსგავსებ, მერმე ლალსა გამჭვირვარსა,შაქრის მსგავსად გადვიქცევი, რა ჩამიდებს კაცი პირსა". ჟოლო იკადრებს ქებასა: "აწ ვიტყვი, რათა მხვდებისა,მოვლენ ყველანი ფრინველნი, ჩემზედ შემოსხდებისა,კაცნი მრავალნი მეძებენ, ადვილად ვერ მომხვდებისა,სიყვარულითა ჩემითა მჭამენ და ვერ განძღებისან". კიტრმან თქვა: "რაღა ვიკადრო საქმე ქებისა ჩემისა:ტკბილი და მჟავე არა ვარ, კაცი რად მემოყვრებისა?გრილი ვარ, კაცსა გავბერავ, მერმე თავი ვარ სნებისა,ვინც რომ ჩემითა გაძღების, ციებც შეექნებისან". ნესვმან თქვა: "ვჩივი ამისთვის- მიწასა მომაყრიანო,მოვლენ, მეძებენ, მპოებენ, ხორცსა დანითა მჭრიანო,რა გავიზრდები, საჭმელად ყველანი მინატრიანო,ციებას, მერმე ცხელებას, ჭირს ჩემგან შეიყრიანო". თხილმან თქვა: "გკადრო მართალი ჩემი პასუხი გულისა,ყველანი უბნობთ, იკვეხით, მე იმან გამაგულისა,სალხინოდ შესაქცევარი მე ვარ ყოვლისა სჯულისა,კბილისა მატკინებელი, მერმე დამწველი გულისა". მაყველმან უთხრა:'"არა ვარ ხილი თქვენებრი ქებული,უარესი ვარ ყველასა, არავისგან მოწონებული,ზედან მასხია ეკალი, ვარ მისთვის დაწუნებული,პირველ გახლავარ ყირმიზი, მერმე პირგაშავებული". საზამთრო იტყვის: "ნუ უბნობთ, მე არვის დაგიცილებო,თავსა ნუ იქებთ ჩემთანა - მე ყველას დაგაწბილებო,მე ჯანინოზ ვარ ექიმი, სნეულთა მოვალხინებო,სიცხითა შეწუხებულსა მე გულსა მოუგრილებო". ატამმან უთხრა: "რა გკადრო საქმე ქებისა ჩემისა?უკეთესი ვარ ყოველთა, ხე ჩემი ტურფად ყვავისა,შეყრა უხარის ყველასა ტურფისა სანახავისა,მე და ნესვი ვართ ყოვლისა ამშლელი სენთა თავისა", ვაშლმან უთხრა: "შვენებითა თქვენ ვერა ხართ ჩემი დარი,ვარ ყოველთა საქებარი, მე ვარ თქვენი მაქბარი,სალხინო და სანადიმო სუფრაზედან სადებარი,გულის ჭირის უკუმყრელი - არად უნდა საუბარი". ბროწეულმან თქვა: "უბნობთო მართლითა სამართალითა,ჩემს უტურფესი ნაყოფი არვის უნახავს თვალითა,მე ჩემსა ხესა მოვკაზმავ, ტურფად შევამკობ ხალითა,დარბაზს სუფრასა ავავსებ იაგუნდითა, ლალითა". ნიგოზმანცა თქვა: "მე კაცნი ჯოხსა მესვრიან ხელითა,გამტეხენ, ტყავსა გამხდიან, პირს ჩამიგდებენ ხელითა,გულითა მასპინძელი ვარ ნიადაგ მხიარულითა,კაცსა საჭმელსა შეუმკობ, კიდეც ვალხინებ სულითა". ყურძენმა უთხრა: "ვაგლახ თქვენ, რას უბნობთ ცუდ-მაშვრალია?კაცნი ყოვლისა ქვეყანას ჩემგან არიან მთვრალია, -ჩემთანა თქვენი ხსენება დიდი ცოდვა და ბრალია, -გული აქნების ლომისა და მერმე დევთა ძალია". ქლიავმან უთხრა: "იკვეხით, არა ხართ ჩემი დარია,ყველა უგვარო შეყრილხართ, ცუდი გაქვსთ საუბარია,ამ ცოტას ხნისა სიცოცხლე რა თქვენი საკვეხარია?უფრო უყვარვარ ყველასა, ვარ მათი სანუკვარია". სხალმან თქვა: "მეცა მაუბნეთ - არა ვარ თქვენი დარია,ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, გაეღოს გულის კარია,როდეს მწიფობა მოვიდეს, ერთმანეთს უთხრან: "მარია",ავადმყოფს ვარგებ და მთელსა შაქრად გაუხდეს პირია". ჭერამი იტყვის: "თქვენ ჩემსა ვერ იტყვით ვერას ძვირსაო,ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, სმელნი სხდეს მისსა ძირსაო,როდესაც თვალი შეერთვის, მოინდომებენ ჭირსაო,კაცი მჭამს - ჭირსა შეიყრის, მერმე მაგინებს ფირსაო". ალიბუხარი იკადრებს: "მომჟავო ვარ მე დია,წამლად მეძებენ ყველანი, არ მედარების მე ბია,ყველა ტყუიან ჩემთანა: კვინჩხო, რას იარებია?დრამით ამწობენ ვაჭარნი, მე მაქვს ასეთი ბედია". აწ უნაბი მოახსენებს: "ჩემი ქება თქვენ რა სთქვითა?ყირმიზი ვარ ლალივითა და მკურნალი მე თავითა,აქიმები დამეძებენ, ზღვას შედიან სულ ნავითა,ჩემთან ყველა ცუდი რამ ხართ, შეიმოსნით თქვენ შავითა". შინდი იტყვის: "შემოდგომას ჩემი არის გახარება,ყველას უწინ ავყვავდები, კაცი ჩემკენ იარება,ყირმიზობით ლალსა ვჯობვარ, არსად მინდა მე ტარება,სანუკვარად ისეთი ვარ, ყველამა თქვას ნატარება". ფშატმან თქვა: "ნატამც იკადროთ თქვენ ჩემი შემოხედვაო!საჭმელად შესაქცევარი, ხელს მოუჭირებ ჰხედაო,მზის შუქი ასე დამაჭკნობს, ყველა მე მეტყვის "ბედაო",ჩემის ყვავილის სურნელი ყველაყამ იცით ხედაო". ლეღვი ამას მოგახსებებ: "ტკბილი ვარ და მშვენიერი,სამოთხიდან გამოსული, მე ძირი მაქვს ნებიერი,ქრისტე ღმერთმან მომიწონა, მე საჭმელად მომყო პირი,თუ გაძღების ჩემით კაცი, მოეცემის მაშინ ფერი". მალაჩინ სხალი იკადრებს ხელმწიფურისა ენითა:"ყოვლის ხილისა უფროსი, საჭმელად შაქრად მთელითა,არავის დაგედარები - სიმართლე თქვენცა ჰქენითა! -ყველა ხართ კაცის ურგები, მუცელს აავსებთ სენითა". კომში იტყვის: "მოისმინეთ თუ რას ვიტყვი ჩემს ქებასა;ხესა თეთრად ავაყვავებ, ბამბას მოვართმევ დედასა,როს გავყვითლდები, სუნი მაქვს, მე მუშკ-ამბარი მბერავსა,სანუკვარი ვარ სუფრისა, ყოველი მსმელი მხედავსა". ხურმა ბრძანებს: "ჩემო ძმანო, მე თქვენი ვარ ხელმწიფეო,ნახეთ ჩემი გემო, სიტკბო, მჭამეთათვის სიეფეო,ასრე ძვირად ვიშოვები - ძლივ მიშოვის მე მეფეო,ინდოეთით გამოსული, ტირილით ცრემლთა მჩქეფეო". თურინჯი ბრძანებს: "არ მინდა მე კაცთა ქებანიო,ხელმწიფეთ სანუკვარი ვარ, არ მაქვს მე კლებანიო,ყვითლად მომიბამს ჩემი ხე, არა მაქვს ზოგანიო,ნურვინ მედრებით, არა ვარ თქვენი ძმა, არც დანიაო". ლიმონ იტყვის: "სიმჟავითა არვინა ხართ ჩემი დარი,მაგრამ ფერი მეც კარგი მაქვს, ამითა ვარ თქვენი დარი,ჩემი წვენი წამალია, არ ტყემალთან დასადარი,თქვენ ამისი სწორი არ გჭირსთ? - ჩემს მჭამელს აქვს ავი ქარი". პანტაცა მსხალი ერევის: "მუდამ ვარ ხმელი ჩირიო,ყოვლი ნადირი მე მეძებს: დათვი, ღორი და სირაო,სოფლად მივქონდე ურმითა, არვინ გაიღოს ქირაო,შავი ვარ და დამჭკნარი ვარ, მე არ მივარგა პირაო". კვინჩი იტყვის: შენ რას ამბობ? შავი ვარ და მარგებელი,ჩემს ხეზედა ბულბული ზის, შენ მოგძებნის ყოვლი მელი,ავადმყოფსა მოუხდები და კაცი მჭამს მერმე მთელი.სიმდაბლითა ნუ მიყურებ, მერ არა ვარ აგრე ბელი!" ფისტა იტყვის: "თხილო, შენ ხარ ავის გვარით გამოსული,კბილისათვის მაწყინარი, შენ გამოგდის ავი სული,მე ვარ კაცის შემაქცევი, მწვანე არის ჩენი გული,პირი სრულად გაშლილი მაქვს არ ამომდიას ავი სული". წიფელი გაებაასა ფისტას, თხილსა და კაკალსა:"თქვენი ლაყაფი ცუდია, დავეგვანები მე ლალსა,კუბოში ვზივარ, გამოვალ - ზამთრივ ვახარებ მელასა,მაღალს ხეზედან ვასხივარ, არ თუ დაბალსა თელასა". კუნელი იტყვის: "მე თქვენში ვერა მჯობია ხილია,როს ავყვავდები, მას უკან წითელი ვარ და ლბილია,მაგრამ საჭმელად ცუდი ვარ, არა მაქვს ავი ჩრდილია,ყოვლი ფრინველი წამიღებს, არა მჭამს ტურა, მგელია". დათვი-თხილა უკან მისდევს: "მეც აქა ვარ ხილიანო!ღორი, დათვი,მელა, მგელი - ჩემთვის ყველა ლხინიაო,მამძებნიან, მიპოვნიან - ჩემს ქვეშ წვანან მთელიაო,რკოვ და წიფელო, რას ლაყბობთ? - ნურც ფერობას ელიაო". რკო და წიფელი გაიბრჭვნენ, არვინ ახსენეს მრთელია,რკო ამას იტყვის: "მრთელი ვარ, ჩემით გაძღების ღორია,კაცთა საჭმელად მეძებენ, მე შემამტყორცონ ტორია,ვინცა სჭამს წიფეს, გულს დასწვავს, ჭირი არა აქვს შორია". ასკილი ეტყვის კუნელსა: “ვაი შენ, ცუდათ ჰქარაო,მე ვარ კარგი და ლამაზი ენად მოყბედი ჩქარაო,ჩემი ყვავილი შენა გჯობს, მზესა არ დავიფარაო,შემოდგომაზე მწიფე ვარ, ქალ-ყმანი მოვლენ ფარაო”. აწ ნუში იტყვის: “ამითა ვერ იტყვით ჩემსა ძვირსაო,ჩემი ხე წითლად აყვავდეს, ლხინია მისსა ძირსაო,კბილისა მატკინარი ვარ მით მაგინებენ ფირსაო,წამლად, საჭმელად კარგი ვარ, ამით ვჯობივარ ხილსაო”. პური და ღვინო გაიბრჭვნენ, არერთი არას იტყვისა;პურმან ეს უთხრა ღვინოსა: ყველანი შენთვის ყმუისა,თუ ჭირვეული არ იყო, მე ვიტყვი შენთვის უისა,ჩემით გაძღების ქვეყანა და ნახვა ჩემი სურისა”. ღვინომ უთხრა: “შენმან მზემან, პურო, გრილი ხარ დიაო,მამწონს შენი სიბარაქე და ღერო შენის ხისაო,მრავლად გამოვა ნაყოფი, ყველასათვის მითქვამს მეაო,განა არ იცი, უჩემოდ შენი არ წაღმა სვიაო?” ორი ერთად შევიყარნეთ; ყოვლს სულდმულს ჰშვენის ფერია,ხელმწიფენი და გლახაკნი – ჩვენგნით იხარებს მთელია,ბაღი, ბაღჩა და ხილები სახსენებელად ჩვენია,ჭკვიანი ხელად გარდიქცეს, უჭკვოს მიეცეს სენია”. თეიმურაზი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 25, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 ფისტა ეგ რაღაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 25, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 newstudioფისტაშკა, როგორ არ იცი?ლუდი და ფისტაშკა არ გიყვარს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 25, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2013 ფისტაშკა, როგორ არ იცი? ლუდი და ფისტაშკა არ გიყვარს? ააა იასნო)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.