Jump to content
Planeta.Ge

სარეიტინგო კენჭისყრა


Recommended Posts

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ დაუჭერს

10:02 20.03.2013

 

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მხოლოდ წინასწარ სარეიტინგო კენჭისყრას მოითხოვს.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, უმცირესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ, გადაცემა "პოზიციის" ეთერში განაცხადა.

 

"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს; ჩვენ მზად ვართ, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი, რომ ვერ მუშაობს იმიტომ, რომ ის არის რისკის ქვეშ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ქვეყანაში არეულობა, რომ ჩვენ გვინდა, ადამიანები ნორმალურად არ ცხოვრობდნენ და ქვეყანა არ ვითარდებოდეს... სწორედ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ამ სპეკულაციის საშუალება, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ, ამავე დროს, იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქოდეს იმის სპეკულირების საშუალება, რომ მათ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს როგორც ერთიანი და პრინციპული ძალა, ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად სარეიტინგო კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის წინ, სადაც დაფიქსირდება, რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მზად ვიქნებით, მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა, რამდენი ხმაც მათ აკლიათ, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ, როგორც გვპირდებიან, როგორც ტრაბახობენ, როგორც გვაშინებენ, უკვე აქვთ 100-ზე მეტი ხმა, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაშინ ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას, მაგრამ მოდით, დავაფიქსიროთ მკაფიოდ – ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა. ჩვენი ყველა გათვლით მათ 94 ხმაზე მეტი არა აქვთ, ანუ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმები. მაშინ კეთილი ინებონ და დაანებონ თავი დაშინებას, დაანებონ თავი ტრაბახს, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა, დაფიქსირდეს, რომ მათ სჭირდებათ ხმები და რამდენი ხმაც სჭირდებათ, იმდენ ხმას მივცემთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს და ამ თემაზე საუბარი მორჩეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს, სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას კი, საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დააყენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა კარგით, სარეიტინგო კი არა აირაის გამოკითხვები დადონ კიდო რა...

 

თუ გავა გავა, თუ არა და უკეთესი არის.... გავერთობით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn http://s61.radikal.ru/i171/1303/6a/7c1c8d12b951.gifსაერთოდ ბიძინეს პარლამენტის უმრავლესობასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ნიშნავს იმ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარებას რასაც ოლიგარქი აკეთებს და გააკეთებს მომავალში ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. რუსეთის დემოკრატიის მოტრფიალე ოლიგარქზე კონსტიტუციის მორგება ეს შეიძლება დანაშაულად ჩაითვას მომავალში. საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები კლასიკური გაგებით რომლებიც გამოხატავენ მოსახლეობის სოციალური ან ეროვნული ჯგუფების ინტერესებს. 90-იან წლებიდან პოლიტიკური პარტიები ჩნდებოდა ბელადების ან უცხო ქვეყნების ორიენტაციის ნიშნით და ინტერესებით. დღევანდელ სიტუაციაში როდესაც უმრავლესობა აბსოლუტურად რეტროგრადი სუბიექტებითაა დაკომპლექტებული რომლებიც ცალცალკე 3% ბარიერს ვერასოდეს ვერ ლახავდნენ არჩევნებში და ოლიგარქის ფულის შემწეობით მოვიდნენ პარლამენტში. ამ პირობებში ე.წ. საპარლამენტო ან ნახევრადსაპარლამენტო მმართველობა ოლიგარქის დიქტატურა გახდება დამყარებული ოხლოკრატიაზე. აღარაფერს ვამბობ რუსეთუმე ივანიშვილი მანიაკალურ შეუწყარებლობაზე ყოველგვარი კრიტიკის მიმართ რაც უკვე საკუთარ კისერზე იგრძნო მედიამ. ოლიგარქის ერთპიროვნულ მმართველობას რასაც გულისხმობს ეს ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებები სავალალო შედეგები მოყვება, რაზეც ხაზს ვუსვამ პასუხისმგებელი იქნება პარლამენტური უმცირესობა თუ ითანამშრომლა ამ საკითხში ოლოგარქის პარტიასთან. ვინაიდან "უმრავლესობა" რეტროგრადი კლიენტების ჯგუფია მათ ბევრი არ მოეთხოვება რადგან ისინი ივანიშვილის კაპრიზებს ასრულებენ და არ არიან დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. პ.ს. თუ ვინმეს აქვს სურვილი რაიმე სახით სუფთად დარჩეს ისტორიის წინაშე(აღარაფერს ვამბობ ქვეყნისათვის სიკეთის მოტანაზე) უნდა თავი აარიდოს როგორც კეთროვნებს ბიძინეს უმრავლესობასთან მომრგებლურ შეთანხმებებს ისეთ საკითხებში რასაც კონსტიტუციური ცვლილებები ქვია. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i023.radikal.ru/1303/16/a3c0b6274e46.jpghttp://www.youtube.com/watch?v=_0Gi7IFm3vw Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ დაუჭერს

10:02 20.03.2013

 

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მხოლოდ წინასწარ სარეიტინგო კენჭისყრას მოითხოვს.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, უმცირესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ, გადაცემა "პოზიციის" ეთერში განაცხადა.

 

"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს; ჩვენ მზად ვართ, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი, რომ ვერ მუშაობს იმიტომ, რომ ის არის რისკის ქვეშ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ქვეყანაში არეულობა, რომ ჩვენ გვინდა, ადამიანები ნორმალურად არ ცხოვრობდნენ და ქვეყანა არ ვითარდებოდეს... სწორედ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ამ სპეკულაციის საშუალება, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ, ამავე დროს, იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქოდეს იმის სპეკულირების საშუალება, რომ მათ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს როგორც ერთიანი და პრინციპული ძალა, ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად სარეიტინგო კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის წინ, სადაც დაფიქსირდება, რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მზად ვიქნებით, მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა, რამდენი ხმაც მათ აკლიათ, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ, როგორც გვპირდებიან, როგორც ტრაბახობენ, როგორც გვაშინებენ, უკვე აქვთ 100-ზე მეტი ხმა, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაშინ ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას, მაგრამ მოდით, დავაფიქსიროთ მკაფიოდ – ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა. ჩვენი ყველა გათვლით მათ 94 ხმაზე მეტი არა აქვთ, ანუ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმები. მაშინ კეთილი ინებონ და დაანებონ თავი დაშინებას, დაანებონ თავი ტრაბახს, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა, დაფიქსირდეს, რომ მათ სჭირდებათ ხმები და რამდენი ხმაც სჭირდებათ, იმდენ ხმას მივცემთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს და ამ თემაზე საუბარი მორჩეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს, სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას კი, საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დააყენებს.

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ დაუჭერს

10:02 20.03.2013

 

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მხოლოდ წინასწარ სარეიტინგო კენჭისყრას მოითხოვს.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, უმცირესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ, გადაცემა "პოზიციის" ეთერში განაცხადა.

 

"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს; ჩვენ მზად ვართ, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი, რომ ვერ მუშაობს იმიტომ, რომ ის არის რისკის ქვეშ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ქვეყანაში არეულობა, რომ ჩვენ გვინდა, ადამიანები ნორმალურად არ ცხოვრობდნენ და ქვეყანა არ ვითარდებოდეს... სწორედ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ამ სპეკულაციის საშუალება, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ, ამავე დროს, იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქოდეს იმის სპეკულირების საშუალება, რომ მათ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს როგორც ერთიანი და პრინციპული ძალა, ჩვენ მოვითხოვთ ოფიციალურად სარეიტინგო კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის წინ, სადაც დაფიქსირდება, რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მზად ვიქნებით, მივცეთ ზუსტად იმდენი ხმა, რამდენი ხმაც მათ აკლიათ, რომ ეს ცვლილება გავიდეს. თუ მათ, როგორც გვპირდებიან, როგორც ტრაბახობენ, როგორც გვაშინებენ, უკვე აქვთ 100-ზე მეტი ხმა, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაშინ ე.ი. მართლა არ ვჭირდებით და მიიღებენ ამ ცვლილებას, მაგრამ მოდით, დავაფიქსიროთ მკაფიოდ – ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა. ჩვენი ყველა გათვლით მათ 94 ხმაზე მეტი არა აქვთ, ანუ მათ სჭირდებათ ჩვენი ხმები. მაშინ კეთილი ინებონ და დაანებონ თავი დაშინებას, დაანებონ თავი ტრაბახს, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა, დაფიქსირდეს, რომ მათ სჭირდებათ ხმები და რამდენი ხმაც სჭირდებათ, იმდენ ხმას მივცემთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს და ამ თემაზე საუბარი მორჩეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალ უყრის კენჭს, სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას კი, საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დააყენებს.

გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას ძირს რუსული ოცნება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ბიძინეს პარლამენტის უმრავლესობასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ნიშნავს იმ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარებას რასაც ოლიგარქი აკეთებს და გააკეთებს მომავალში ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს.

სიმართლე რომ ვთქვა მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ძალიან დიდი, პრინციპული სხვაობაა. ცალკეულ პიროვნებებს შორის არის რა თქმა უნდა სხვაობა, მაგრამ მასაში დიდი არაფერი. ამ მოსაზრებიდან ამოვდივარ როცა არ ვიზიარებ აზრს რომელიმე პოლიტიკური ძალის დემონიზების შესახებ. ნაციონალებმა კარგად დაიწყეს თავის დროზე (გადახრები იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ვის არ აქვს?) თუმცა შემდეგ ძალაუფლების ერთ ხელში (პარტიაში) თავმოყრამ გამოიწვია მათ მიერ მძიმე შეცდომა-გადაცდომების დაშვება (მიუხედავად ამისა არ უნდა დავუკარგოთ რაც კარგი გააკეთეს. მეხსიერებიდან წაშლა, აღმოფხვრა, განადგურება - ეს ბოლშევიკური ტერმინებია და ბოლშევიკური აზროვნებაა. ასეთი გზით ბოლშევიკური სახელმწიფო მიიღება). ახლაც იგივე სიტუაციაა - თუ ოცნება მარტო დარჩება, მიახლოებით იგივე სურათს მივიღებთ რაღაც პერიოდის შემდეგ. ამიტომ მე პირადად ნაკლებად მაინტერესებს სახელები, გვარები და პარტ. კუთვნილება. მთავარია პარლამენტში იყოს ორი ძალა: მმართველი და მაკონტროლებელი. ამჟამინდელ პარლამენტში ეს გვაქვს. აქედან გამომდინარე გვაქვს შანსიც, რომ სწორი გზით წავიდეთ. მხოლოდ შანსი, რომელსაც რა თქმა უნდა რეალიზება სჭირდება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn "გვაქვს შანსიც, რომ სწორი გზით წავიდეთ" თქვენ ამას თუ სარდონიულად ამბობთ გასაგებია და ვაფასებ მსგავს ღიმილს. ბიძინე რა თქმა უნდა "სწორი" გზით წავა როგორც ესმის და რა ცხოვრების წესიც მისთვის მისაღებიაhttp://s018.radikal.ru/i514/1303/56/9b1eaff6fb75.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ბიძინე რა თქმა უნდა "სწორი" გზით წავა როგორც ესმის

შენ როგორ გესმის სწორი გზა?

და შენი აზრით ბბ-ის როგორ ესმის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn ბიძინეს პირველივე გამოსვლიდან და შემდგომი განცხადებებით პირადად ჩემთვის ნათელია რა ფასეულობების და მენტალობის ადამიანია და ეს დასავლური მსოფლმხედველობა არაა. უფრო შევარდნაძის მსგავსი ფიგურაა რომელსაც არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური კურსი და მისი პოლიტიკა მოვლენებზე რეაქციაა დევიზით "რაღაც რაღაცეები დავთმოთ და რაღაც რაღაცეები მოვიგოთ". რაც მთავარია 200წლიან ოკუპანტს ცდილობს ტეტ ა ტეტ გაუმართოს(ყოველგვარი დამკვირვებლის და შუამავლის გარეშე რასაც არ აკეთებენ არც ბალტიელები არც სხვა პატარა ქვეყნები მთავარი მოთამაშეების მონაწილეობის გარეშე) მოლაპარაკებები, თუ რით მთავრდება რუსეთთან ნებისმიერი ხელშეკრულება საერთაშორისო გარანტიის გარეშე ეს საქართველოში ყველა სკოლის მოსწავლემ იცის(ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ 1921, ....აფხაზეთში-რუსეთ საქართველოს ომი 90-იანებში, 2008....შემოჭრა ...). აღარაფერს ვამბობ ხერხემალში გადამტვრეული წითელი პარასიტი არისტოკრატიის რეამინაციას ხელისუფლებაში ფულით უზურპაციისთანავე, რაც შეეხება "სწორ გზას" მე ახალი არაფერი არ მომიგონია არსებობს ბალტიის გზა ევროინტეგრაცია ნატო და კიდევ რასაც მე დავამატებდი ეკლესიის საერო ცხოვრებაში ჩარევის კანონმდებლობით აკრძალვას. ეხლა არ მითხრათ ბიძინე ნატოზე უარს არ ამბობსო! ბიძინე ნატოზე პირდაპირ უარს ოფიციალურად ვერ იტყვის ვინაიდან რეფერენდუმის შედეგები დამოკლეს მახვილივით აქვს კისერზე ჩამოკიდებული. რეფერენდუმის შედეგებს მოგეხსენებათ კანონის ძალა აქვს და მისი უარყოფით თავს კანონგარეშედ იყენებს(თავიდან კი გაეპარა ერთი ორჯერ მაგრამ მერე ეტყობა უსუფამ დაარიგა და ფარისევლობა ასწავლა რესპები მოგეხსენებათ ფარისევლობის დიდი სკოლის ოჯახიდან არიან და თვით ედიკას ჯობიან ზოგ ასპექტში). პ.ს. რუსეთის მზვერავებისა და ბანდიტების "პოლიტპატიმრებად" სახელმწიფო დენეზე გამოცხადება, ევროპის სახალხო პარტიის შენიშვნებზე პარანოიდალური რეაქცია და ოკუპანტებზე ჩავარდნილი ხმით(როგორც საიმპერატორო ევნუხები იმპერატორზე საუბრისას ჯოუს ეპოქაში) ბუტბუტი მეც დიდ "იმედს" მაძლევს რომ ეგ მეტრორუსეთუმე ბიძინე საქართველოს "სწორი გზით" წაიყვანს....ნეტარ არიან მორწმუნენი... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

არსებობს ბალტიის გზა ევროინტეგრაცია ნატო და კიდევ რასაც მე დავამატებდი ეკლესიის საერო ცხოვრებაში ჩარევის კანონმდებლობით აკრძალვას. ეხლა არ მითხრათ ბიძინე ნატოზე უარს არ ამბობსო!

არ ვიცი. მე არ მაქვს ჯერჯერობით ნათელი წარმოდგენა თუ რაზე ამბობს და რაზე არ ამბობს უარს ივანიშვილი. ვფიქრობ რომ სტერეოტიპი გაქვს ჩამოყალიბებული და მაგ სტერეოტიპიდან გამომდინარე მსჯელობ. მე ფაქტებით მსჯელობას ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ფაქტებით მსჯელობა იყოს შესაძლებელი. მე მჭიდრო შეხება მაქვს საჯარო სამსახურთან, უფრო ზუსტად რამდენიმე მნიშვნელოვან სამინისტროსთან და გლობალური პროცესების დონეზე იქ პროგრესს ვამჩნევ. არის გადახრებიც და წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ როცა ქვეყანაში ამდენი გამრუდებულ მენტალობიანი ხალხი ცხოვრობს, იქ გადახრების გარეშე არ იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ბალტიის გზა რა თქმა უნდა მიმზიდველია, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და არა ბალტიისპირელები. გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ამის გამო აქ ყველაფრის პირდაპირ დაკოპირება არ ხერხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn არავითარ პოლიტიკურ პარტიასთან არ მაქვს ნაცნობობა, ტელევიზიას მე თვეში ერთხელ ვუყურებ მხოლოდ ინტერნეტი. რაც ჩამოვთვალე "პოლიტპატიმრები" საგარეო კურსი, რეტროგრადები ჩემთვის ფაქტებია თქვენი ნებაა სტეროტიპად მონათლოთ. არავითარი სხვაობა არაა არც ბალტიელების და ქართველებს შორის არც ბერძნებსა და ხორვატებს შორის როდესაც ისინი ევროატლანტიკური ქოლგის ქვეშ არიან. არავინ საუბრობს კოპირებაზე. ეს გზა რუსეთმა სამჯერ შეაჩერა ერთხელ სამოქალაქო ომით და ეთნოკონფლიქტებით, მეორედ 2008 წლის პირაპირი ოკუპაციით მესამედ ოლიგარქის არჩევნებში შემოზედმეტებით. ზაფხულში მსოფლოში სერიოზული ფინანსურ კრიზისი უნდა დაიწყოს( დასავლელი ექსპერტები პროგნოზირებენ და არა ცისკარიშვილები და სხვა მათი მზგავსი სერიოზული სიკოფანტები) ამას დაემატება ის კასკადი ქვეყნის ინსტიტუტების რყევისა რასაც ესენი აკეთებენ საქართველოში და ვფიქრობ ის 54% დაამხობს ბიძინეს ხელისუფლებას ერთ წელში(ან უფრო ადრე) რომელმაც იგი მოიყვანა. თუ გაგეღიმათ ფსონს ჩამოვდივარ 100 ევრო ჩემი- თქვენი ერთი ბოთლი რომისა და სიგარის წინააღმდეგ. ისე ინტუიციას არასოდეს უღალატია ჩემთვის გამსახურდიას დამხობა თითქმის ზუსტ დროში ვიანგარიშე ერთი წლით ადრე, შევარდნაძის წასვლაც...ბიძინეზე და მიხეილზე 50%-50% ვთვლიდი მაგრამ ციხის ცოცხების ფილმის ტრიუმფმა(უნდა ვაღიარო ფეესბეს და გრუს ესეთი ბრწყინვალე ოპერაცია ვუდროფის მკვლელობისა და სოხუმის აღების შემდეგ საქართველოში არ ჩაუტარებია) 4% აიღო(ზედმეტი ბიძინეს სასარგებლოდ) მოულოდნელად. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის 54% დაამხობს ბიძინეს ხელისუფლებას ერთ წელში(ან უფრო ადრე) რომელმაც იგი მოიყვანა. თუ გაგეღიმათ ფსონს ჩამოვდივარ 100 ევრო ჩემი- თქვენი ერთი ბოთლი რომისა და სიგარის წინააღმდეგ

მოსულა. თუ 2014 წლის 20 მარტამდე გადააყენეს ივანიშვილი, მოგებული ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვიგებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...