Jump to content
Planeta.Ge

მერია სექტის ქურუმებს ინახავს ?


Recommended Posts

ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავას წინააღმფეგ სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმების სქემას ეხება.

 

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერმა დოკუმენტაცია, ,,პირველი რადიოს" რადიო-კლუბში წარმოადგინა. მისი თქმით არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმებულ წევრებს ხელფასები გაუორმაგდათ.

 

 

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/27429-jaba-samushiam-gigi-ugulavas-tsinaaghmdeg-skandaluri-dokumentebi-gamoaqveyna.html?lang=ka-GE#!prettyPhoto

 

 

,,დასაწყისში საუბარი იყო 36 ადამიანის დასაქმებაზე, გადანაწილებაზე ოთხი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოებში და თავდაპირველად თითო ადამიანს დაენიშნა 2 500 ლარი, მოგვიანებით კი, ეს თანხა გაუორმაგდათ. კერძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არიან დასაქმებულები. ასევე 5 000 ლარი აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომლებიც შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობენ. ასევე, 5 000 ლარს იღებენ ხელფასს ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახმელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, დავით იონიშვილი და ესენი დასაქმებულები არიან შპს "თბილისის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში.

ასევე შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოში ამავე თანხას, ხელფასის სახით, ასევე 5 000 ლარს იღებს ცხრა დასაქმებული მოქალაქე. ""-აცხადებს სამუშია

 

ჯაბა სამუშიას თქმით, თითოეულ ორგანიზაციაზე ყოველთვიურად იხარჯება 45 000 ლარი, ოთხი ორგანიზაციისთვის კი ყოველთვიურად 180 000 ლარი, ასევე ოთხი ორგანიზაციაზე წლიურად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 2 160 000 ლარი.

 

ჯაბა სამუშიას განცხადებით, 36 ადამიანის დასაქმებაზე წელიწადში გამოყოფილი 2 160 000 ლარი საშუალოდ 4 000 ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი თბილისის მოქალაქეებისათვის.

 

 

,,არჩვენებზე, "ნაციონალური მოძრობის" დამარცხების შემდეგ, პარლამენტის ყოფილი წევრები გიგი უგულავამ მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანებში დაასაქმა რაც ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებისათვის შეიქმნა კომპანია სინათლის ქალაქი და კომპანია ჰერმესი. ამ კომპანიებში ყოფილი პარლამენტარებისთვის დანიშნული ხელფასები თვეში 5000 ლარს შეადგენს. ""-განაცხადა სამუშიამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებისათვის შეიქმნა კომპანია სინათლის ქალაქი და კომპანია ჰერმესი

რა კომპანიებია ესენი, რას აკეთებენ?

შპს "თბილისის"

ან ეს რა შპს-ა?

 

5000 ლარს რო ხელფასს მისცემ მუქთახორობაში , #რაკზე აკოცებენ ნაცებს აბა რა იქნება..

ნამუსი არ ააქვთ რა,, და კიდე რო დიდგულობს ეს უგულავა..

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოცნებაა სლაბი და იმიტომ. სუსტები არ უყვარს ხალხს. მალე ხალხი გადავა მაგათ გინებაზე, ასე მიგრძნობს ჭიპი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...