Jump to content
Planeta.Ge

ღარიბაშვილი ვს ბარამიძე


Recommended Posts

ეეე წამეშალა ყველაფერი :D

 

პესტის რატო არა აქვს ფუნქცია?

 

განახლება მივე შემთხვევით და წამიშალა ყველაფერი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა იქნებ სადაც ახალ ხელისუფლებას მიუწვდება ხელი, ჩაატაროს კონკურსი საჯარო მოხელეების ვაკანსიებზე.

სად არ ტარდება კონკურსი დამანახე? მაგაზე ვსკდები გულზე რომ კონკურს ატარებს ყველგან ოცნება და ნაცები ჯდებიან, მინდა არ მინდა ფაქტია რომ კადრები ყავთ მომზადებული ნაცებს, იმიტომ რომ ძირავდნენ და ანადგურებდნენ ოპონენტებს....

 

ადრე კუდი, სოდი, პოლიციის უფროსი, გამგებელი და ნაცების შტამბინა წტვეტდა ყველაფერს კადრებში და ახლა კიდე მართლა კომისია წყვეტს ყველაფერს....

 

გადახედე ერთი ამ საიტს :)

http://hr.gov.ge/

Edited by კომისარი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისარი

გადახედე ერთი ამ საიტს http://hr.gov.ge/

მაგ საიტს ყოველდღე ვნახულობ :givi:

ბოროტი ენები ამბობენ ხშირად წინასწარაა ცნობილი ვინ დაინიშნება და ტყუილად დებენ ვაკანსიებსო. მაგრამ რაზეც არ მაქვს ფაქტები, ვერ დავიწყებ ახლა მტკიცებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ თვლი რო ბერიკაშვილმა მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს?

ღმერთმა დაგიფაროს რომ სადმე ასეთ უბედურებას შეესწრო... მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია იყო ძნელია თავს კონტროლი გაუწიო, აი ძალიან დიდი უარყოფითი ემოცია იყო....

 

ბოროტი ენები ამბობენ ხშირად წინასწარაა ცნობილი ვინ დაინიშნება და ტყუილად დებენ ვაკანსიებსო. მაგრამ რაზეც არ მაქვს ფაქტები, ვერ დავიწყებ ახლა მტკიცებას.

ისევ ნაციონალების გაბაზრებული პიარი...

 

საერთოდ ნაციონალს საჯარო სამსახურში უნდა აეკრძალოს მოღვაწეობა, იმდენი ჩათლახობა და გოთვერნობა იცის, ძნელია რომ ენდო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია იყო ძნელია თავს კონტროლი გაუწიო, აი ძალიან დიდი უარყოფითი ემოცია იყო....

გასაგებია მარა ბოდიშის მოხდა ხო შეიძლება?

ასეთი საშინელების დაბრალება ადამიანზე არაა სასიამოვნო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავას წინააღმფეგ სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმების სქემას ეხება.

 

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერმა დოკუმენტაცია, ,,პირველი რადიოს" რადიო-კლუბში წარმოადგინა. მისი თქმით არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმებულ წევრებს ხელფასები გაუორმაგდათ.

 

 

,,დასაწყისში საუბარი იყო 36 ადამიანის დასაქმებაზე, გადანაწილებაზე ოთხი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოებში და თავდაპირველად თითო ადამიანს დაენიშნა 2 500 ლარი, მოგვიანებით კი, ეს თანხა გაუორმაგდათ. კერძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არიან დასაქმებულები. ასევე 5 000 ლარი აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომლებიც შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობენ. ასევე, 5 000 ლარს იღებენ ხელფასს ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახმელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, დავით იონიშვილი და ესენი დასაქმებულები არიან შპს "თბილისის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში.

ასევე შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოში ამავე თანხას, ხელფასის სახით, ასევე 5 000 ლარს იღებს ცხრა დასაქმებული მოქალაქე. ""-აცხადებს სამუშია

 

ჯაბა სამუშიას თქმით, თითოეულ ორგანიზაციაზე ყოველთვიურად იხარჯება 45 000 ლარი, ოთხი ორგანიზაციისთვის კი ყოველთვიურად 180 000 ლარი, ასევე ოთხი ორგანიზაციაზე წლიურად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 2 160 000 ლარი.

 

ჯაბა სამუშიას განცხადებით, 36 ადამიანის დასაქმებაზე წელიწადში გამოყოფილი 2 160 000 ლარი საშუალოდ 4 000 ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი თბილისის მოქალაქეებისათვის.

 

 

,,არჩვენებზე, "ნაციონალური მოძრობის" დამარცხების შემდეგ, პარლამენტის ყოფილი წევრები გიგი უგულავამ მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანებში დაასაქმა რაც ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებისათვის შეიქმნა კომპანია სინათლის ქალაქი და კომპანია ჰერმესი. ამ კომპანიებში ყოფილი პარლამენტარებისთვის დანიშნული ხელფასები თვეში 5000 ლარს შეადგენს. ""-განაცხადა

 

 

 

ამაზე გაეცით პასუხი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია მარა ბოდიშის მოხდა ხო შეიძლება?

მე მოვიხდიდი :) მაგრამ რა ხდებოდა მანამდე ბერიკაშვილის თავს არ ვიცით და უღირს კი ბოდიშის მოხდა?

კოქტეილების სროლა, სახლის დაწვა და რაღაც თესლობებს უწყობდნენ ბერიკაშვილს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისარი

ისევ ნაციონალების გაბაზრებული პიარი...

არა სამწუხაროდ. აგერ ამ ფორუმის ადმინისტრაცია გყავს საჯარო სამსახურში. კითხე აბა თუ გაიარა კონკურსი. მე ადმინისტრაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

 

ამაზე გაეცით პასუხი

მაგაზე გავეცით პასუხი არჩევნებზე. დანარჩენი გამოიკვლიოს საგამოძიებო ორგანოებმა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგაზე გავეცით პასუხი არჩევნებზე

კონკრეტული პასუხი დააფიქსირეთ და არა ზოგადად :)

 

არა სამწუხაროდ. აგერ ამ ფორუმების ადმინისტრაცია გყავს საჯარო სამსახურში. კითხე აბა თუ გაიარა კონკურსი.

ყველა თანამდებობაზე არ შეიძლება კონკურსი :) მოდის გუნდი და ჭირდება გუნდური პრინციპი მუშაობას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისარი

კონკრეტული პასუხი დააფიქსირეთ და არა ზოგადად

კონკრეტულად მე ხმა მივეცი სპორტსმენთა პარტიას. ნაც. მოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენა არ მინდოდა და კოალიციის ერთ ნაწილს ხმას ვერ მივცემდი.

 

ყველა თანამდებობაზე არ შეიძლება კონკურსი მოდის გუნდი და ჭირდება გუნდური პრინციპი მუშაობას

ეგ მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს ეხება.

და რატო მარტო პოლიტიკურს?

ვთქვათ მოდის რაიონის გამგებელი და მოადგილეზე, ყველა სამსახურის უფროსზე კონკურსი უნდა გამოაცხადოს?

 

მე მგონი ამ შემთხვევაში გამგებელმა უნდა დანიშნოს თავისი გუნდიდან მოადგილეები, სამსახურის უფროსები, აპარატის უფროსი და დანარჩენ სპეციალისტის თანამდებობებზე კი უნდა გამოაცხადოს კონკურსი.... მე მგონი ესე არის ნორმალური და გუნდური პრინციპი....

 

კონკრეტული პასუხი დააფიქსირეთ და არა ზოგადად

მე ვამბობ კონკრეტულად დააფიქსირეთ თქვენ რომ თუ არის მოსაწონი ეს ფაქტი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიგი უგულავა

ეგ ისაა ხო ირაკლი ალასანიამ გამარჯვება რო მიულოცა? :D

 

რუსუდან კერვალიშვილს
გიგა ნასარიძეს

ეს ორი დაიჭირონ კერვალიშვილი ხალხის ძარცვისთვის ნასარიძე კიდე ის რაგაც არ იყიდება საქართველო რო ჰქონდა იმისთვის

ბიუჯეტი ცოტას ამოისუნთქებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დედამიწაზე არ მოხდება მსგავსი აქ რომ ხდება

ნაცმოძრაობა რომელიც დამნაშავე ორგანიზაციაა უსვამს მთელი 2 საათი კითხვებს 8 თებერვლის შEსახებ,,,,,

და ესეც პასუხობს,,,,

მადლობა თქვან რომ ,,,,,,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისარი

მე ვამბობ კონკრეტულად დააფიქსირეთ თქვენ რომ თუ არის მოსაწონი ეს ფაქტი

არ არის მოსაწონი და რა მერე? ეს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს ცვლის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დღევანდელი შეხვედრის შედეგებს ცვლის?

მე ვამბობ 5000 ლარიან ხელფასებზე :)

არ არის კრიმინალი, მუქთახორების შენახვა აი იმენა ამოდენა ხელფასით?

რატომ უნდა ქონდეს პრეზიდენტზე, პარლამენტარებზე და მინისტრებზე დიდი ხელფასი?

და მინისტრების ხელფასებზე რამხელა აჯიოტაჟი ატეხეს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...