Jump to content
Planeta.Ge

ძველი ელიტა საუს სადარაჯოზე


Recommended Posts

განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი , ანდრია ურუშაძე და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი შეუერთდნენ.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/233236-studentebis-aqcias-andria-urushadze-da-shotha-utiashvili-sheuerthdnen.html

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ანდრია ურუშაძემ განაცხადა, განათლების სამინისტროსა და აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების პოზიცია და აზრი ერთმანეთს ემთხვევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდეს ავტორიზაცია, ამისთვის კი სურვილი და მონდომებაა საჭირო, რასაც ანდრია ურუშაძე იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მალე დარეგულირდება.

რაც შეეხება შოთა უტიაშვილს, მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების მოთხოვნას და ხელისუფლების სურვილი, რომ მოწესრიგდეს არსებული პრობლემა, ძალიან მარტივია. როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ამისთვის კეთილი ნებაა საჭირო.

აგრარული უნივერისტეტის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოჩნდა. ასევე აქვე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...