Jump to content
Planeta.Ge

ნატო მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას


Recommended Posts

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ამის შესახებ ვერშბოუმ “ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის” განხილვაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ალექსანდრე ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნატოს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უჭირავს.

ვერშბოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

„საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება“,- განაცხადა ვერშბოუმ.

გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოში გატარებული რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოჰაბიტაციის გამოწვევაზეც ისაუბრა.

„დღესდღეობით, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციის ნაწილი, ამ ქვეყანას ბევრი მსხვერპლიც ჰყავს. საქართველოს პასუხისმგებლობაც აქვს აღებული რეგიონალური სტაბილურობა ძალის გამოყენების გარეშე განავითაროს“- განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის” პანელში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა პანელის მომხსენებლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ შეკითხვაც დაუსვა.

ირაკლი ალასანიას შეკითხვას ელჩმა კურტ ვოლკერმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხეს. მათი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, ასევე, რეგიონალური ურთიერთობების დარეგულირება. ამ პროცესს ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს.

მარშალი ფონდის ორგანიზებით გამართული „ბრიუსელის ფორუმი“ დღეს სრულდება.

 

 

 

ნატო ვჭამოთ ახლა თუ ვერშბოუ?

 

ჩემი ნატო ჩეიდევით ახლა ჩემი ნატო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატო მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას

 

ამათმაც გაატრაკეს საქმე რა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში.

ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე მეტი წვლილიც შეგვაქვს მარა ჯერ გვამების გარდა არაფერი მიგვიღია მაგ ოპერაციით

 

ამ პროცესს ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს.

ხანდახან დაისვენონ ეგენიც ცოდოები არიან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...