lasha_alo Posted March 16, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2013 თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ევროპა თვლის, რომ საქართველო მისი ნაწილია".ალასანია "ბრიუსელის ფორუმში" მონაწილეობს და კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დახურულ სადილზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრა. საქართველოს თემაზე ისაუბრეს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალის" განხილვაზეც. თემაზე მსჯელობისას მომხსენებლები ალექსანდერ ვერშბოუ და კურტ ვოკერი იყვნენ, საქართველოს საკითხზე საუბრისას სიტყვით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც გამოვიდა."ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ძალიან ფართოდ წარმოგვეჩინა ის დინამიკა, რაც აქვს საქართველოს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის პროცესში. ევროპა თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა არის მისი ნაწილი. ლიდერები თვლიან, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცხადი და ნათელი პოლიტიკა, თუ როგორ აპირებს გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზად არის, როგორც ავღანეთში და ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხებშიც ევროკავშირთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა აქვს რუსეთთან კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ეს პრაგმატული პოლიტიკა დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო ახლოს იყოს ინტეგრირებული ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან", - განაცხადა ალასანიამ."ბრიუსელის ფორუმი" სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გლობალური და ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევებს ყველაზე გავლენიანი ჩრდილოეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=28618#.UUTncjjt7oI.facebook Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.