Jump to content
Planeta.Ge

სამართლიანობის აღდგენა თუ "დემოკრატიული შურისძიება"?


.............  

7 members have voted

  1. 1. აგრარულისათვის აკრედიტაციის გაუქმებაიყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული?

    • კი
    • არა
    • არ ვიცი
    • მთავარია ბაჩო დაიჭირეს და დანარჩენი არ მანაღვლებს. ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის
      0
  2. 2. ხოარ ჯობდა ჯერ სახელმწიფო სასწავლებლების შემოწმებით დაეწყოთ?

    • კი
    • არა
    • ზედა კითხვის მეოთხე ვარიანტი
      0


Recommended Posts

რას იტყვით იყო თუ არა ბენდუქიძეზე ანგარიშსწორება? უნდა ველოდოთ თუ არა ილიაუნის დახურვასაც?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია ჩემს თავზე გამომეცადა თუ რა არის დისკრიმინაცია. ძალიან წინააღმდეგობრივი გრძნობები მეუფლება ამასთან დაკავშირებით: ერთის მხრივ, ჩემი თავი მეცოდება, მეორე მხრივ უნდა მიხაროდეს კიდეც, ვინაიდან ემპირიული რეალობა ადასტურებს იმ თეორიულ შეფასებებს, რომლებსაც აკადემიურ ნაშრომებში ვაკეთებ. თუმცა რა საინტერესოა ეს სოციალური მეცნიერებები: მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რაღაც მომენტში კარგავენ ნიუტონისეულ სწორხაზოვნებას: რომ არ ყოფილიყო ჩემი აკადემიური შეფასებები ასეთი ნეგატიური, ალბათ არც დავიჩაგრებოდი. ვიქნებოდი ერთი დებილი ოპტიმისტი და მექნებოდა მაღალი ხელფასი და მშვიდი ცხოვრება.

 

მაგრამ მინდა თუ არ მინდა, საქართველოს პოსტსაბჭოთა რეალობის მოკრძალებულ ხიბლს პრაქტიკაში ვეუფლები და მიღებულ გამოცდილებას ახლა გიზიარებთ - ვ ნაზიდანიე პოტომკამ, სხვა აბა რა შემიძლია. როგორც ერთხელ დათო ზურაბიშვილმა მითხრა 2003 წელს, როდესაც ვარდების რევულიციის კატასტროფულ შედეგებს ვწინასწარმეტყველებდი: რასაც წერო, მერე წაიკითხავენო როგორც ისტორიის ნაწილსო. ანუ ახლა არ გვცალიაო ფილოსოფიისთვის, ვისაც გვჯერა გაგვატარეო. ხოდა აჰა, გავატარე, რა მექნა, და ახლა ცოტას კიდევ დავამატებ ისტორიისთვის.

 

მოკლედ, ბენდუქიძის უნივერსიტეტში დავაპირე დასაქმება. ყველაზე მხიარულ მკითხველებს ალბათ უკვე ეცინებათ, მაგრამ დაიცადეთ, მერე უკეთესი იქნება. მთლად სიგიჟე არ იყო ამგვარი მცდელობა, ვინაიდან ვიცოდი, რომ იქ სხვადასხვანაირი ხალხი მუშაობს, მათ შორის ბევრი ოპოზიციონერი.

 

ხოდა როდესაც ჯობს.ჯე-ზე ვნახე გამოცხადებული კონკურსი ჩემი სპეციალობით საპროფესორო თანამდებობაზე, გავაგზავნე განაცხადი. პასუხად ის მივიღე რომ უნივერსიტეტი დაინტერესდა და საქართველოში ჩემი დაბრუნების შემდეგ მზად არიან რომ გამესაუბრონ. (ვინც არ იცით, ბენდუქიძის "თავისუფალი" უნივერსიტეტი შეიქმნა რამდენიმე ინსტიტუტის გაერთიანებით, მათ შორის ესმ-ი და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი. საკმაოდ ძვირია იქ სწავლება, და ფულიც ბლომად არის ჩაყრილი, ყოველ შემთხვევაში შენობა ბრწინვალედაა გარემონტებული. ახალი შენობაც შენდება).

 

გასაუბრებაზე დამხვდა "თავისუფალი" უნივერსიტეტის ლამის მთელი აკადემიური საბჭო. უმეტესობა სიმპატიური ინტელიგენი ხალხი, რომლებმაც ყურადღებით მომისმინეს, კარგად მიმიღეს და როგორც შევატყვე, ყველაფერი პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ მიდიოდა, სანამ საკრალური კითხვა დაისმებოდა: მკითხეს, რა პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებთო. შეგახსენებთ, რომ მე ვარ პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი. ამგვარი კითხვის დასმა ჩემზე წითელი ჩვარივით მოქმედებს, ძალიან გავცხარდი. რა თქვენი საქმეა მეთქი ჩემი პოლიტიკური იდეოლოგია, ჩვენ აქ დასაქმების ინტერვიუს ფორმატში ვსაუბრობთ-მეთქი, იდეოლოგიებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. არაო, მპასუხობს კადრების უფროსი, ახალგაზრდა კამსამოლა ტიპი, ეს ჩვენთვის არსებითიაო, ყველანაირი იდეოლოგიებით ვერ მივიღებთ სამსახურში, ვაითუ ვინმე, მაგალითად, ტროცკისტია. ამაზე კიდევ უფრო გავცხარდი. თქვენ თუ იდეოლოგიებს ასწავლით მეთქი, ეს თქვენი პრობლემაა, მე მეცნიერებას ვასწავლი, ამდენად ვერანაირ დათმობაზე ვერ წამოვალ, თქვენთვის გადაწყვიტეთ, ან თანხმდებით იმაზე რომ ჩემი შეხედულებები თქვენ არ გეხებათ, ან ნახვამდის. კარგიო, თქვენი სტატიები გამოგვიგზავნეთო, და ჩვენ თვითონ მივხვდებით, რა იდეოლოგიას ემხრობითო. ამაზე დავშორდით ერთმანეთს.

 

სტატიები, ცხადია, გავუგზავნე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ იქიდან ვერაფერს ვერ გაიგებდნენ. აკადემიური სტატიის სპეციფიკა ის არის, რომ მკვლევარის შეხედულებები ჩადებულია არა პირდაპირ მტკიცებულებებში, არამედ კვლევით მეთოდიკაში, საკვლევი საგნის არჩევაში, ხოლო დასკვნები ეფუძნება დასაბუთებას, და არა ლაილაის. მოკლედ, იდეოლოგიის განსაზღვრას ისეთივე კვალიფიკაცია სჭირდება როგორც სტატიის დაწერას, ამას გლავლიტიც კი ვერ ახერხებდა ზოგჯერ, არამცთუ უცოდინარი კამსამოლა ტიპი. თუმცა ალბათ სხვა გზებითაც შეეძლოთ ჩემს შესახებ ინფორმაციის მოგროვება. მოკლედ, ერთი კვირის თავზე დამიბარა უკვე ბენდუქიძემ, და ეს საუბარი გუშინ შედგა.

 

ბენდუქიძესთანაც იგივე სცენარი განმეორდა დაახლოებით რაც წინა გასაუბრებზე. როდესაც საქმე შეხედულებებამდე მივიდა, ისევ უარზე დავდექი. ძალიან საბჭოთა სქემებს მიყვებით-მეთქი, მახსენდება, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვიყავი, მომატებული სტიპენდია მეკუთვნოდა როგორც ხუთოსანს, მაგრამ ვერ ვღებულობდი, ვინაიდან ამ სტიპენდიის მიღებას კიდევ ლენინური ჩათვლის ჩაბარება უნდოდა, და ვერ ვაბარებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩათვალეთ რომ ჩემი შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევა-თქო, და აქედან ამოვიდეთ. ხოდა ბენდუქიძის პასუხი ის იყო, რომ საბჭოთა მოსახლეობა წლების განმავლობაში მემარცხენე იდეებით იწამლებოდაო, და ახლა ის ვერ დაუშვებს რომ ვინმე, თუნდაც ამერიკელები, სტუდენტებს მემარცხენე იდეებს ასწავლიდეს, ამდენად ნახვამდისო. ამით დამთავრდა. ის მაინც ვუთხარი ბოლოში, რომ სულ არ მიმაჩნია რომ მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა არის პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი გამოწვევა, გამოწვევა არის ერთგანზომილებიანობა, რომელშიაც ერთი იდეოლოგია ცხადდება ჭეშმარიტებად.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, რაშიაც ასევე უკვე პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი. რომ ყოფილიყო, კაი ძვირი დაუჯდებოდა ეს ორი გასაუბრება "თავისუფალ" უნივერსიტეტს. განსხვავებული აზრის და შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციისთვის კაი ბლომად ფულს ავწაფავდი. ეხ, რა გავმდიდრდებოდით- ბევრნი, როგორც ვატყობ!

 

დემოკრატია რომ ყოფილიყო, და არა "თავისუფლება", ასევე დავაყენებდი ამ უნივერსიტეტის სახელმწიფო აკრედიტაციის საკითხს. უნივერსიტეტი თეორიულად იძლევა უმაღლესი განათლების დიპლომებს, და არა ცნობას სწორი იდეოლოგიის შესახებ. თუკი სტუდენტებს აბოლებენ და ცალმხრივად ასწავლიან, დიპლომები ვერ უნდა ითვლებოდეს განათლების ექვივალენტად. ანუ ბენდუქიძეს აქვს უფლება ჩამოაყალიბოს სექტა, მაგრამ ამ სექტის გაცემული ცნობა სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს აღიარებული განათლების დიპლომად.

 

აი როგორ იყო საქმე. უნდა გითხრათ, რომ ყველა უნივერსიტეტი თავისებურად უბერავს, სხვა დროს ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე გიამბობთ, სადაც ვითარება ასევე ჷიჟურია, მაგრამ სხვანაირად. ყოველი შემთხვევსითვის, მშობლებო და ახალგაზრდებო, ეს ინფორმაცია მე მგონი გამოსადეგი იქნება იმათთვის, ვისაც ბენდუქიძის უნივერსიტეტთან საქმე აქვს. მე კი ძალიან ვღელავ, უნდა გითხრათ, იმაზე, რომ კიდევ ერთხელ საქართველოში უნივერსიტეტები იქცევა იდეოლოგიურ წნეხად და არა განათლების მიმცემ ორგანიზაციებად.

 

მარინა მუსხელიშვილი

 

http://www.facebook.com/notes/marina-muskhelishvili/%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1/10150218631495285

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, რაშიაც ასევე უკვე პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი.
ახალი ამბავი :facepalm: ეს ბენდუქიძე , ძაან გაღორდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს მთავრობა მათყუარა და აფერისტიაა! ხალხი მაინც, ყლაპავს :)) :)) :)) :)) :)) :)) :drag:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ამბავი ეს ბენდუქიძე , ძაან გაღორდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს მთავრობა მათყუარა და აფერისტიაა! ხალხი მაინც, ყლაპავს

 

 

 

აგრარული უნივერსიტეტი თავისი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და 975 000 კვმ მიწის ნაკვეთით გადაეცა ბენდუქიძეს 4 მილიონ დოლარად, თანაც - 2 წლიანი განვადებით. მაშინ როცა, ამ ქონების მთლიანი ღირებულება 280 მილიონ დოლარს შეადგენს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრარული უნივერსიტეტი თავისი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და 975 000 კვმ მიწის ნაკვეთით გადაეცა ბენდუქიძეს 4 მილიონ დოლარად, თანაც - 2 წლიანი განვადებით. მაშინ როცა, ამ ქონების მთლიანი ღირებულება 280 მილიონ დოლარს შეადგენს
ეს მე მეკითხები?ეს ივანიშვის ,შეეკითხე :)) :)) :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მე მეკითხები?ეს ივანიშვის ,შეეკითხე

კითხვის ნიშანს თუ ხედავ სადმე?

 

და თუ მაინც და მაინც შეკითხვაზეა საუბარი, იმას უნდა შევეკითხოთ (მოვთხოვოთ) ეს კრიმინალი, ვინც ჩაიდინა (სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ).. თუმცა ტერიტორიების გაჩუქება, არავის მოუთხოვია და უნივერსიტეტს ვინღა ჩივის, მეტიც ზოგიერთი სექტანტი-მიშისტი აღმერთებს კიდეც :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თუ მაინც და მაინც შეკითხვაზეა საუბარი, იმას უნდა შევეკითხოთ (მოვთხოვოთ) ეს კრიმინალი, ვინც ჩაიდინა (სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ).. თუმცა ტერიტორიების გაჩუქება, არავის მოუთხოვია და უნივერსიტეტს ვინღა ჩივის, მეტიც ზოგიერთი სექტანტი-მიშისტი აღმერთებს კიდეც
რა კრიმინალი? მოკლეს ვინმე? გაუპატიურეს? თუ რაა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრარული უნივერსიტეტი თავისი 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და 975 000 კვმ მიწის ნაკვეთით გადაეცა ბენდუქიძეს 4 მილიონ დოლარად, თანაც - 2 წლიანი განვადებით. მაშინ როცა, ამ ქონების მთლიანი ღირებულება 280 მილიონ დოლარს შეადგენს

ჯერ ერთი რაღაც ვალდებულებებით გადაეცაო იძახიან, მარა ვთქვათ და მართლაც აჩუქეს აკრედიტაციასთან რა კავშირშია რა გზებით იყო მოპოვებული შენობა? თუ უკანონო პრივატიზაცია მოხდა ჩამოერთმიათ ან დაეჯარიმებინათ. სწავლის ხარისხი სენობის ყიდვა-გაყიდვასთან რა კავშირშიოა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა კრიმინალი? მოკლეს ვინმე? გაუპატიურეს? თუ რაა?

ლოგიკაში ძაან მაგარი :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm:

 

 

ჯერ ერთი რაღაც ვალდებულებებით გადაეცაო იძახიან, მარა ვთქვათ და მართლაც აჩუქეს აკრედიტაციასთან რა კავშირშია რა გზებით იყო მოპოვებული შენობა? თუ უკანონო პრივატიზაცია მოხდა ჩამოერთმიათ ან დაეჯარიმებინათ. სწავლის ხარისხი სენობის ყიდვა-გაყიდვასთან რა კავშირშიოა?

მე არ მილაპარაკია ავტორიზაციაზე.. ავტორიზაციაზე თუ გაინტერესებს eqe.ge იქნება სრული მიზეზები დადებული რა იყო მიზეზი...

 

მე უბრალოდ არ მესმის, იმ ადამიანის ხელში როგორ უნდა იყოს აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობა საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უბრალოდ არ მესმის, იმ ადამიანის ხელში როგორ უნდა იყოს აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობა საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია

:+: :+: :+:

ჩამოართვან და პროკურატურამაც შეისწავლოს პრივატიზაციის საკითხი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლოგიკაში ძაან მაგარი
აპა კრიმინალი ეგაა :haha: და არა იაფაად ყიდვა. :)) :)) :)) :)) :)) :))

 

და ის არ გიფიქრია, რომ ეს ბიზნესის წართმევა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბენდუქიძესთანაც იგივე სცენარი განმეორდა დაახლოებით რაც წინა გასაუბრებზე. როდესაც საქმე შეხედულებებამდე მივიდა, ისევ უარზე დავდექი. ძალიან საბჭოთა სქემებს მიყვებით-მეთქი, მახსენდება, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვიყავი, მომატებული სტიპენდია მეკუთვნოდა როგორც ხუთოსანს, მაგრამ ვერ ვღებულობდი, ვინაიდან ამ სტიპენდიის მიღებას კიდევ ლენინური ჩათვლის ჩაბარება უნდოდა, და ვერ ვაბარებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩათვალეთ რომ ჩემი შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევა-თქო, და აქედან ამოვიდეთ. ხოდა ბენდუქიძის პასუხი ის იყო, რომ საბჭოთა მოსახლეობა წლების განმავლობაში მემარცხენე იდეებით იწამლებოდაო, და ახლა ის ვერ დაუშვებს რომ ვინმე, თუნდაც ამერიკელები, სტუდენტებს მემარცხენე იდეებს ასწავლიდეს, ამდენად ნახვამდისო. ამით დამთავრდა. ის მაინც ვუთხარი ბოლოში, რომ სულ არ მიმაჩნია რომ მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა არის პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი გამოწვევა, გამოწვევა არის ერთგანზომილებიანობა, რომელშიაც ერთი იდეოლოგია ცხადდება ჭეშმარიტებად.

28. Juli 2010-შია დაწერილი.

ბენდუქიძე საშიში პიროვნება, რადგან ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია( და უკვე გააფუჭა კიდეც)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგახსენებთ, რომ მე ვარ პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი
ბენდუქიძის პასუხი ის იყო, რომ საბჭოთა მოსახლეობა წლების განმავლობაში მემარცხენე იდეებით იწამლებოდაო, და ახლა ის ვერ დაუშვებს რომ ვინმე, თუნდაც ამერიკელები, სტუდენტებს მემარცხენე იდეებს ასწავლიდეს, ამდენად ნახვამდისო

ეს პროფესორობის კანდიდატი სხვა სფეროს სპეციალისტი რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ბენდუქიძის ქმედება სწორი. ამ შემთხვევაში სწორად მოქცეულა. პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი ბუნებრივია პოლიტიკურ მიმდინარეობებზე ისაუბრებდა და მემარცხენე სისულელით გამოულაყებდა პიროვნულად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სტუდენტებს თავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...