Jump to content
Planeta.Ge

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს


Recommended Posts

  • 01 მარტი 19:40

 

 

 

 

 

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი "პირველი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტთან აკავშირებს და არხის გენერალური დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით, ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარაა. როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მისთვის ბარათაშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბარათაშვილი მას რამდენჯერმე დაუკავშირდა და სთხოვა, ეს რეპორტაჟი არ გაეკეთებინა. ბერძენიშვილის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბარათაშვილს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება "მოამბის" საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"მე ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, განსაკუთრებით საინფორმაციოს გუშინდელ გადაცემაში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ვგულისხმობ, თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ ამბავს. ბარათაშვილი, გუშინ, რამდენჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ეს რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო. ვიკითხე, რატომ არ უნდა გასულიყო, თუმცა მას ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს იყო ბოლო დეტალი, რომელმაც სავარაუდოდ, დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორციელდება", - აღნიშნა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ბერძენიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ გიორგი ბარათაშვილს სურდა, პრემიერ-მინისტრის გამოსვლები, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის დარიგების საკითხი, თუ ახალი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში გაშუქებულიყო.

ბერძენიშვილმა მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს მიმართავს თხოვნით, დაინტერესდნენ ვისგან განიცდის არხის გენერალური დირექტორი პოლიტიკურ ზეწოლას.- See more at: http://news.ge/ge/ne...h.YyYpkyzV.dpuf

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზრზენი ამბავია: ეს გიაური ჟურნალისტები რა ნამუსით ბედავენ დიადი ბიძინეს კრიტიკას? რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ბიძინეს და მისი ბითუმად ნაყიდი "პოლიტიკოსების" კრიტიკა არ შეიძლება და ეს "რეჟიმის" წისქვილზე ასხამს წყალს.... http://s018.radikal.ru/i500/1303/67/a652c00d1d9c.jpghttp://s001.radikal.ru/i193/1303/a1/280bdfa8be6b.gif Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმე ყრზო ალბათ გამყიდველური პათოსით იტყვის: "ბიძინე რა შუაშია? ეს გიო ბარათაშვილისა და ხათუნა ბერძენიშვილის შორის დავააო"- "ესემც კარგი დაგემართოთ" როგორც ამბობდნენ პუწინის ფეესბეშნიკები როდესაც ნტვ-ს კეტავდნენ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხათუნიე და მსგავსი იმბეცილები, მოამბის რედაქციაში რომ მუშაობენ წესით კედელთან უნდა მიაყენო და დაჟინებით ივარჯიშო ფურთხებაში მაგათზე (ტყვია ცოდვაა ამათზე დასახარჯად).
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...