მართვის თეორია Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 პრეზიდენტის განცხადება, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, არის სუპერ უპასუხისმგებლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა და ის დაცული იქნება, რაც სახელმწიფოებრივი ამოცანაა."დაცვის სამსახური გაიყო და თავად მიხეილ სააკაშვილისა და მის ოჯახის დაცვის სამსახური დაექვემდებარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის ადმინისტრაციას. შეუთანხმებლობა არის იმაში, რომ უშუალოდ პრეზიდენტის დაცვას უნდა ემსახურებოდეს 400 თუ 1800 კაცი. შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელშიც შესული იყვნენ როგორც დაცვის ექსპერტები, ასევე იურისტები და პოლიტიკოსები. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ვერ მოხდა შეთანხმება, რადგან ის შეთავაზება, რომელიც მთავრობას ჰქონდა, სააკაშვილისთვის იყო მიუღებელი. მან ჩათვალა, რომ 400 კაცი დაცვისთვის არ იყო საკმარისი. თუ შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი წავა იმაზე, რომ მას არ უნდა დაცვა და დაუცველი ივლის, ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა. პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და დაცვა ა რის აუცილებელი. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები არის სუპერ უპასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს ცხელ გულზე ნათქვამია და ის დაცული იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.მისივე თქმით, დაცვის საკითხი მოლაპარაკებების დროს მიბმული იყო ახალი ელჩების დანიშვნა-გამოწვევასთან დაკავშირებით. "საკონსტიტუციო თემატიკასთან დაცვის საკითხი არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გადაბმული. სახელმწიფო დაცვის თემა მოლაპარაკებების დროს იყო გადაბმული უცხოეთში საქართველოს ელჩების გამოწვევა-დანიშვნის თემაზე, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს არც ერთი ახალი ელჩი არ არის დანიშნული პრეზიდენტის მიერ. მისი თქმით, არ არის დანიშნული ის ხალხიც კი, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხელმოწერით გააგზავნა და პარლამენტმა თანხმობა განუცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/231013-parlamentis-thavmjdomare-prezidentis-gadatsyvetilebas-super-upasukhismgeblos-utsodebs.html გაბოლდებულ-გაწითლებულიდან არ უნდა გაგიჭირდეთ აზრის გამოტანა პლანეტელებო.რას იტყვით, რასთან გვაქვს საქმე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 დაცვის საკითხი მოლაპარაკებების დროს მიბმული იყო ახალი ელჩების დანიშვნა-გამოწვევასთან დაკავშირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2013 (edited) მართვის თეორიაამ ივანშვილმა არია ყველაფერი. Edited February 26, 2013 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.