Jump to content
Planeta.Ge

ლავროვი - "რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ უღალატებს"


Recommended Posts

რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ასევე განავითაროს სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება პრაგმატულად მოქმედებს და ასეთ პირობებში შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„ენერგეტიკის და სხვა სფეროებში ჩვენი კომპანიები კვლავ აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. თუ არის ინტერესი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების და საჰაერო მიმოსვლების საკითხში, ჩვენ მზად ვართ ამ მხრივ ვითანამშრომლოდ, თუმცა არა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად“, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ეს არასდროს არ მოხდება.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსი ხალხი ქართველებისადმი კვლავ დადებითად არის განწყობილი და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სააკაშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze ლავროვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის მარიონეტულ რეჟიმებს გულისხმობდა ალბათ. ერთ ადგილას გაიკეთოს თავისი "ჰუმანიტარული-საფრენი-ბორჯომოთ ვაჭრობა" თუმცა ბიძინე და სხვა კოლლაბორაციონისტები ამ წართმეული ძროხის გადმოგდებულ კუდს დიდი იმედებით შეხვდებიან... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიყრმეში დაკოდილი ლაჩარი ევნუხთა სული გადმოდგა საფიხვნოსა ზედა და "დამოძღვრა" სკაპეცნი: "ოდეს შავს თავის სახელს უწოდებთ წარირყვნება ქვეყანა შვილებო, ოდეს თეთრი იწოდოს თეთრად: განადგურდეს ყოველი კოლხთა ცისქვეშეთში. მომბაძეთ მე(განაგრძო სახანოს კარზე ღორის რძით ნაპატიები ლოყებით ჭორვილელმა) თავი უქნიეთ დიდ თეთრ მამას- დალოცეთ როდესაც თქვენ ძმას მოაკვდინებს, საბანი წაახურეთ როდესაც თქვენი დედის გაბახება მოიწადინოს მთავარმა ბოიარმან, სულიკო უმღერეთ თქვენი პურმარილით გაყაზბებულ სოლდათს ეგება ეშველოს და გაფაღარათდეს. და გექნებათ სალაფავი უხვად გობშიდ, სადარდებელი კი ნაკლები, ოდეს ყმის ავკარგად ყოფნაზედ ბატონია პასუხმგები...რაღაცრაღაცეები დათმეთ და რაღაცრაღაცეებს მოიგებთ ოდეს ასეთია ხვედრი ჩვენი შვილნო ევნუხნო!" უბნობდა მონობაში გაზრდილი ფეესბე–გრუს ვიზით გამდიდრებულ–გალაღებული ყოფილი ხელისბიჭი, დღეს უკვე ფულის იშტის ნერწვით დახრჩობას გადარჩენილი გუბასას მიერ გიორგი ბრწყინვალეს შედარებული.http://s61.radikal.ru/i172/1302/df/6695758edcd3.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze რუსეთთან მოლაპარაკებები და მით უმეტეს ხელშეკრულებები მხოლოდ საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა შუამავლობითა და მონაწილეობით უნდა იწარმოოს და არავითარ შემთხვევაში ერთი ერთზე. ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ(რა თქმა უნდა ბიძინეს ნაყიდ მთავრობას არ ვგულისხმობ. ბიძინე მიჩვეულია კრიმინარურ გარიგებებს(ერთია ქაღალდზე მეორე ცხოვრებაში რუსული გაგებით) რუსული ბიზნესის წარმოების განქსტერულ-მაფიოზურ წესებს).
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjusსხვათაშორის, წეღაან ალასანიას განცხადება ვნახე, რუსთავი2-ზე იმედია ეს უბრალო სიტყვები არაა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze ალასანიაც ნახეთ რა სიტყვის კაცი..... ბიძინეს კლიენტიაhttp://s018.radikal.ru/i512/1302/66/ddeff106c797.jpghttp://s017.radikal.ru/i430/1302/06/24fed365d0ef.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjusთავდაცვის მინისტრია :032: ხოდა უნდა, არ უნდა? ეს ნიშნავს, დაცვაზე იფიქროს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze არ ვიცი ბიძინე ეხლა მაგ ბოცვერას რას ეძახის თავდაცვის მინისტრს თუ გრაალის მცველს...მე ეგ სუბიექტი სამი ეპიზოდით მახსოვს: 2008 წელს ლავროვის დაჩინჩლული გაეროში პირში ენას რომ ვერ ატრიალებდა და რომ არა აშშ-ს ელჩი ვინ იცის ჩურკინს იქვე პან გი მუნის კაბინეტში ყურით შეეთრია,,,თვის. 2. გრეჩიხას მარგინალთა მიტინგებზე ინტრიგებით პურის ფულის შოვნა 3. კარასინთან ერთობლივი განცხადებებით სამეგრელოს ტყეებში "რეჟიმის" უჩინმაჩინი ბატალიონების განადგურება. ირაკლი ბერძნული ჰერაკლეს ანალოგია ქართულად მაგრამ მათი "გმირობები" აშკარად განსხვავდება.. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ სხვა ქვეყანაში შეჭრა მის ნაწილის ოკუპაცია ყველა კანონით დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს ეს ისე თუ ვინმეს აინტერესებს. ლავროვსაც ეცოდინებოდა ეს ამბავი სიტყვებს ლუბიანკის ოფიცრების ნაცვლად კვალიფიცირებული დიპლომატები რომ უწერდნენ... რუსეთი მსოფლიო ჟანდარმიდან ევროპის ხულიგნობამდე ჩამოლაბორანტდა და "პანიაწიებით" ლაპარაკობს. ამიტომ დაგვისვა ივანიშვილი კანცლერად რომ ბიძინემ ლავროვის მსგავსად მხოლოდ "პანიაწიებით" იცის საქმის წაროება...როგორც პოვოლჟიეში იტყვიან "ფერი ფერსაო მადლი ჩექმადამხობილ სამოვარსაო" Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლავროვი - "რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ უღალატებს"

როგორც ისტორია გვიჩვენებს რუსეთს შეუძლია ყველას და ყველაფერს უღალატოს თუ ეს მის ინტერესებშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...