nika3012 Posted February 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2013 ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალური გახდა და წამოიწია საბჭოთა ანაბრების გაუფასურებისა და მოსახლეობისთვის დაბრუნების თემა. ზოგი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს დავალიანება მეანაბრეების მიმართ ივანიშვილის მთავრობამ უნდა დააბრუნოს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორც პარლამენტის წევრი. ამ მოწვევის პარლამენტის განხილვის საგანი უნდა გახდეს ეს თემა თუ არა? შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სათავეში მოვიდა, ერთ-ერთი დაპირება სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა.შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომელიც ანაბრებთან დაკავშირებით ცალსახაა: ის ანაბრები, რომელთა დაბრუნებაზეც ახლა არის საუბარი, ამ სახელმწიფოს ვალი არ არის. ანაბრები საბჭოთა კავშირის დროს იყო დაგროვებული, ჩვენ კი დღეს დამოუკიდებელი, სხვა სახელმწიფო ვართ. საბჭოთა ანაბრები საბჭოთა კავშირის ვალდებულება იყო მისი მოქალაქეების მიმართ და ჩემი აზრით, სამართლიანი არ არის, რომ ახალ სახელმწიფოსდავაკისროთ. სამართალმემკვიდრეობაზე და სამართლიანობის აღდგენაზე ამ შემთხვევაში საუბარი ვერ იქნება.სხვა საკითხია, შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება. მე სამწუხაროდ ზუსტი ციფრები არ მაქვს, თუ რა მოცულობის თანხაზეა საუბარი. ამიტომ კონკრეტული კომენტარის გაკეთება, თუ რამდენად შეუძლია დღეს სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი ტიპის ფულის გადახდა, რთული სათქმელია. ეს თანხები, დამოუკიდებელი საქართველოს დასაბრუნებელი არ არის. ზოგადად, ეს შეიძლება იყოს კეთილი ჟესტი...კითხვა ასე დაისმის: რამდენად შეუძლია ჩვენს ქვეყანას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, ან რა პერიოდზე შეიძლება ეს თანხები გაიწეროს? გავმეორდები და ვიტყვი, რომ მე პირადად ვთვლი, ეს თანხები დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გადასახდელი არ არის.მაგრამ, 2004 წელს იყო ასეთი დაპირებაც, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა. _ კი "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი დაპირება ჰქონდა გაცემული. კიდევ არაერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა.სხვადასხვა ექსპერტები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ. 2002 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ საუბარი იყო 400 მილიონ დოლარზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს 17 მილიარდ დოლარამდე ადიოდა. ხშირ შემთხვევაში, ამ თანხის მითვისებას კონკრეტულ პიროვნებებს მიაწერენ. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლებოდა, რომ ერთ პიროვნებას ამდენი ფული მიეთვისებინა?პრესაში წამიკითხავს და მსმენია, რომ იქ იყო ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ნახევრადლეგალური თუ არალეგალური მანიპულაციებით მოახერხეს, რომ ეს თანხები მიეთვისებინათ. სამწუხაროდ, მე ამ საქმის დეტალებში ჩახედული არ ვარ, ამიტომ გამიჭირდება, რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანების ბრალეულობაზე საუბარი. http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=8256%3A--q------q&catid=78%3A2010-11-30-14-12-34&Itemid=129 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2013 ნავიონალებისთვის პირველი სლოგანი იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2013 ჯერ არუნდა, ეს 2004-2005-2007 ახალა რა ხთება ის თქვი :facepalm: :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.