alex Posted February 19, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2013 http://www.kvirispal...eli-qalisa.html თირზას ვიცი, შენს საფლავს ხსოვნისნიშნად ქვაც კი არ ადევს,მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,ვაითუ ყველამ დაგივიწყა,არვის ადარდებ,ასე უდროოდ,ასე მალე რატომ წახვედი... სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,ჩვენს თვალთა მზერასვერ ხედავდა უცხო ახდილად,გულში მწვდებოდაშენი ფიქრი გამოუთქმელი,მთრთოლარე ხელიმეხებოდა მხოლოდ ფაქიზად. შენი ამბორი წმიდა იყოდა უწყინარი,დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,ვნება იქ უმალგაქრებოდა ვით უჩინარი,და სიყვარულის ყველაგანცდა იყო უბიწო. მე, გულჩათხრობილსშენი ხმა თუ მახალისებდა,შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,ჰანგი უტკბესი მიქარწ####ბდა დარდსა და სევდას,ღვთიურ სიმღერითჩამესმოდა ცათა შრიალი. სადა ხარ ახლა, სად გეძებოსულზე უტკბესო?თან წარიტანე სანუკვარიის სახსოვარიც...შენი თან დამაქვს, ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,როგორც არასდროს,ვარ ბედკრული და უბედური. ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,თავად მოწყალე პატიებასშენგან მოვითხოვ,და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,მჯერა შევხვდებით,როს საუფლო ცათა მომიხმობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.