lasha_alo Posted February 17, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2013 დეპუტატი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ელოდება და მანამდე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. გარდა ამისა, კობა დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებზე აპირებს საუბარს უმრავლესობის სხდომაზე და დატოვებს თუ არა კოალიცია "ქართულ ოცნებას". ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აქვს თანაგუნდელობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, მათი მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. მისივე თქმით, უმრავლესობის მხრიდან მასსა და სერგო რატიანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მისთვის მიუღებელია."თუ ასე დგას საკითხი და თუ სერგო რატიანის განვლილი გზა, მისი დღევანდელი ცხოვრება კობა დავითაშვილის განვლილი გზისა და პოლიტიკური ცხოვრების ტოლობის ნიშანია ბატონი უსუფაშვილისთვის, მაშინ მე უმრავლესობის სხდომაზე მოვითხოვ ამ საკითხის გარკვევას. მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები, არ მაქვს თანაგუნდელობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, მათი მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს", - აცხადებს დავითაშვილი. მისივე განმარტებით, "გუნდი ასე არ იქცევა"."სისხლის სამართლის დამნაშავე ბაქრაძეს უღიმიან, ხელს ართმევენ და მასთან კოჰაბიტირებენ, ხოლო კობა დავითაშვილისთვის სხვა განმარტებები აქვთ შემონახული. აი, ეს გუნდი არ არის, გუნდი ასე არ იქცევა. ამიტომ გაირკვეს, რას ნიშნავს გუნდი, რას ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა და თუ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ კობა დავითაშვილის ყოფნა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში არის სამარცხვინო და ის არის სერგო რატიანის დონის მოღვაწე და ამომრჩევლისგან ხმას არ იმსახურებს, მაშინ მიიღოს უმრავლესობამ გადაწყვეტილება ჩემს მიმართ. მე არ მჩვევია გადაწყვეტილების არდამორჩილება, ოღონდ სახლში დაჯდომის გარანტიას ვერავის მივცემ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემი პარლამენტის მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ის აირჩია ხალხმა და არა კობა დავითაშვილი, მათ შორის არც უსუფაშვილი და ხიდაშელი, და თუ კოალიციისთვის ზიანი მომაქვს და თუ იმდენად უღირსი ადამიანი ვარ, რომ ასეთ შეფასებას ვიმსახურებ, მაშინ ამ მანდატს, როგორც მათგან მივიღე, ასევე უკან დავაბრუნებ. მე ვარ სიით არჩეული, ჩემი გასვლა პარლამენტიდან ავტომატურად გამოიწვევს სიიდან შემდგომი წევრის შემოსვლას ჩემს ადფილას, ოღონდ პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ", - აცხადებს დავითაშვილი.ამასთან, დეპუტატის თქმით, არავისგან ჭკუის სწავლების მოსმენას და ზემოდან ყურების მოთმენას არ აპირებს."პოლიტიკური გუნდი სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადაგვეწყვიტა საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას, როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ", - დასძენს დავითაშვილი.ამასთან, დავითაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ელიტაში ვინ იგულისხმება, ჟურნალისტებმა კობა დავითაშვილს უნდა ჰკითხონ."უმრავლესობა ვართ უმრავლესობა", - აღნიშნა საგანელიძემ. რაც შეეხება დავითაშვილის იმ ბრალდებას, რომ პრობლემური საკითხების დასმას ვერ ახერხებს, რადგან უმრავლესობის ვერც ერთ სხდომაში ვერ მონაწილეობს, საგანელიძის განმარტებით, სხდომები იშვიათად იმართება."კობასთან მქონდა საუბარი და ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ უმრავლესობის სხდომა გვექნება მომავალ კვირას, როცა ყველა ქუთაისში ვიქნებით და გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის სერგო რატიანსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე ვისაუბრებთ. უმრავლესობის სხდომა ხშირად ვერ იმართება, რადგან მოგეხსენებათ, რომ თბილისში არ გვაქვს ადგილი რომ შევიკრიბოთ", - აღნიშნა საგანელიძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.