newstudio Posted February 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2013 (edited) http://docgeeks.com/wp-content/uploads/2012/12/Berlinale-63-232x300.jpg "პლანეტა.გე"–ს კორესპონდენტი,,ბერლინალე’-დან : ფესტივალის ერთ–ერთ პროგრამა ,,ფორუმში“ აჩვენეს გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის და მისი მეუღლის, სიმონ გროსის ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები“. ფილმი 1992 წელს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, სამოქალაქო ომს, ახლადგამოცხადებულ დამოუკიდებლობას ეძღვნება. ფილმში აღწერილია სკოლის მოსწავლე ორი გოგონას ისტორია, რომლებიც, სირთულეების მიუხედავად, ახერხებენ მეგობრობის შენარჩუნებას. ისტორიული მოვლენები ცვლიან ადამიანთა ცხოვრებას – ასეთია ფილმის მთავარი გზავნილი. ჩვენების შემდეგ კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ვიწრო წრეში მოწყობილ განხილვაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ლიტერატორ ლია ვიტეკის აზრით, რამდენადაც ის იცნობს საქართველოს, ფილმის ეპიზოდი, 14 წლის გოგონას გათხოვება, იმ მძიმე პერიოდშიც კი, შეუძლებელია ოჯახისთვის მისაღები ყოფილიყო. კინომცოდნე გაგა ჩხეიძეს კი კარგად ახსოვს რა სამოქალაქო დაპირისპირების წლები, თვლის, რომ შესაძლოა, მსგავსი სიტუაცია ლოგიკური ყოფილიყო. დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდა გერმანელმა მწერალმა ასტრიდ მატისმა ფილმს საინტერესო უწოდა. ფილმს დადებითი რეცენზიებით გამოეხმაურა გერმანული პრესაც. http://s018.radikal.ru/i505/1302/6b/79233d31842d.jpg Edited February 15, 2013 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2013 საქართველოში, როდის აჩვენებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
veriko Posted November 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2013 საინტერესო იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.