urfinjus Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 (edited) ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას მომხდარმა მოვლენებმა გააოცა საერთაშორისო საზოგადოება. განცხადების ავტორები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვიცეპრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი არიან. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლისთვის ხელის შესაშლელად იყო მიმართული, მიუღებელია. "ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია, ვერ დაკმაყოფილდება აღნიშნული მოვლენების მხოლოდ დაგმობით. ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოვლენა არ არის იზოლირებული ინციდენტი, ვალდებულნი ვართ იგი საერთო კონტექსტში განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სახალხო პარტია იმედგაცრუებული დარჩა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ჩვენ მივესალმეთ არჩევნების წარმატებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. ხელისუფლების დროულად გადაცემამ გვაფიქრებინა, რომ საქართველო მალე შეუერთდებოდა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბს. სამწუხაროდ, ეს იმედი ხანმოკლე აღმოჩნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ახალი ხელისუფლება მუდმივად არღვევს დემოკრატიული პოლიტიკის მთავარ წესებს, რაც არაერთხელ იქნა დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის და სხვების მიერ. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობაში გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან კონსტრუქციული რიტორიკის მცდელობების მიუხედავად, ხშირად სიტყვებს შესაბამისი ქმედებები არ მოსდევს, რის გამოც მდგომარეობა დრამატულად უარესდება. წლების განმავლობაში მოთმინებით ნაშენები თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ნგრევის პროცესისთვის თვალყურის დევნება მეტად არასასიამოვნო სანახაობაა. სამწუხაროა ცქერა იმისა, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, რისი ნეგატიური შედეგებიც საქართველოს მოქალაქეებზე ჰპოვებს ასახვას. საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობები ემყარება რწმენას, რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს და ერთობლივად დავიცავთ მათ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები სწორედ ამ კონტექსტში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო ვეღარ აკმაყოფილებს ამ დიალოგის გაგრძელებისთვის საჭირო პირობებს. აღნიშნული წარმოადგენს ძალიან სამწუხარო ფაქტს, მაგრამ ევროპის კავშირს არ ძალუძს საკუთარი ფუნდამენტური ფასეულობებისა და სტანდარტებიდან უკან დახევა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს ევროპის კავშირის არსს. მცდარი იქნებოდა წარმოდგენა იმისა, რომ ევროკავშირი მოახდენდა ისეთი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომლებიც არღვევენ ამ ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი მოვლენათა ამგვარ განვითარებას არასოდეს დაუშვებს. ასოცირების ხელშეკრულების დასრულება და ხელმოწერა ქვეყანასთან, რომელიც აღარ სცემს პატივს აღნიშნულ პრინციპებს, შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ივანიშვილის მოწოდება პრეზიდენტის გადადგომაზე პირდაპირი შეტევაა დემოკრატიაზე. აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანება და ის წარმოადგენს უმრავლესობას ევროპალრამენტში (ევროკავშირის პარლამენტი). ევროპის სახალხო პარტიაში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან ევროკავშირის 16 წევრი და 7 არა-წევრი ქვეყნის ლიდერები. ამ პარტიების დიდი ნაწილი მმართველი ძალები არიან საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის, "კონსერვატორები" ინგლისში, "ქრისტიან-დემოკრატები" გერმანიაში. "ევროპის სახალხო პარტიაში" გაერთიანებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. Edited February 14, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted February 14, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 (edited) უსუფაშვილი ევროპელებისგან მკაცრი სტანდარტებით მიდგომას ითხოვს http://news.ge/ge/ne...idgomas-itkhovs ღმერთმანი უსუფას და ღირს დედა თინიკოს ევროპელები ბიძინე და ელდარო გონიათ: დემოკრატიას ასწავლიან.... ავე ორღობის "დემოკრატ" სენსეის... ბიძინე დანაპირებს ასრულებს და ევროპელებს აკვირვებს რუსეთში ნასწავლი დემოკრატიით....http://s001.radikal.ru/i194/1302/8d/306f822d8f67.gif Edited February 14, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 urfinjusევროპედეღასტებს ურჩევნიათ მალე მიგვიღონ ევროკავშირში და ნატოშიც ,თU არა და თავიანთ თავს დააბრალონ მერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 რა გინდათ, ევროპას კიდევ ერთხელ ჩამოეგლიჯა ცივილურობის ნიღაბიდა ჩვენს წინ დაჟღანული პედერასტის სიფათი გაიჩითა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted February 14, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 http://s019.radikal.ru/i640/1302/c2/017ad8191f00.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 რა გინდათ, ევროპას კიდევ ერთხელ ჩამოეგლიჯა ცივილურობის ნიღაბიდა ჩვენს წინ დაჟღანული პედერასტის სიფათი გაიჩითა მთავარია ხარკი გადაგვიხადონ წინა საუკუნეებისათვის მაგათ თეთრ ტაKოებს რომ ვიცავდით აღმოსავლეთელი ბარბაროსებისგან .ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა და მადლობა გვითხრან რო ჩვენ ვაკავებდით იმ ველურებს თორე დღეს მაგათი ბუნდღაც აღარ იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 მთავარია ხარკი გადაგვიხადონ წინა საუკუნეებისათვის მაგათ თეთრ ტაKოებს რომ ვიცავდით აღმოსავლეთელი ბარბაროსებისგან .ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა და მადლობა გვითხრან რო ჩვენ ვაკავებდით იმ ველურებს თორე დღეს მაგათი ბუნდღაც აღარ იქნებოდა.ეხლა, ცხოვრება ეგეთი რამე,ა რომ ჩვენც მამენტს სულ ერთ ადგილას გვეკიდა ეგენი და მაგათ კი ეხლა ვკიდივართ ბიზანტიის და ღრუსეთის იმპერიამ შეაჩერა აზიატები, შემდეგ კი ევროპელები თავად გაძლიერდნენ ტექნოლოგიურად ისე რომ მთელი აზია და აფრიკა მიჩმორილი ჰყავდათ :beat:არავის არავის წინაშე ვალი არა აქვს, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ იევროპის რეალური ფასეულობები,სახალხო პარტიაში ევროპის წამყვანი პარტიების წარმომადგენლები შედიან, ძალიან კარგად იციან რა და როგორ ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ნაცმოძრაობა სულიერად ყველაზე ახლოს დგას მათთან, ჩიორა თაქთაქიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ევრო დოლარების გულისთვის საკუთარ დედას გაყიდიან ნი ტო ჩტო საქართველოს და სწორად ეს ხიბლავთ იევროპიელებს ნაცმოძრაობაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 ეხლა, ცხოვრება ეგეთი რამე,ა რომ ჩვენც მამენტს სულ ერთ ადგილას გვეკიდა ეგენი და მაგათ კი ეხლა ვკიდივართ ხო ,რა თქმა უნდა ,ჩვენ სუ გვეკიდა , ჩვენ ჩვენ თავს ვიცავდით ,მარა ობიექტურად ეგრე გამოვიდა რო მაგათი თეთრი ტაკOებიც გადავარჩინეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 (edited) მაგათ თეთრ ტაKოებსშენ რა ფერის "ტაკო" გაქვს..?? alex, ცნობისათვის, კოლხურ-იბერიული რასა ქერათმიანი და ღიათვალება ხალხისგან წარმოდგებოდა.., სანამ თურქებმა და ირანელებმა არ გაგვიშავეს "ტაკოები" (თუმცა საბედნიეროდ, "თეთრტაკოიანების" არიან ჩვენში შემორჩენილი).. Edited February 14, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 თან ყველაზე უფრო იმაზე მეცინება, ქართველი ევროპას გვერდიდან რომ მოიხსენიებს.., თითქოს საქართველო აფრიკის კონტინენტი იყოს.. ხო, სხვათაშორის.., ევროპა მკვდარია.. მე-2 მსოფლიო ომის დასასრულს გარდაიცვალა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2013 Shatenცნობისათვის, კოლხურ-იბერიული რასა ქერათმიანი და ღიათვალება ხალხისგან წარმოდგებოდაიბერები ,აღმ. ქართველები? ხო, ძირითადად ქერები. სანამ თურქებმა და ირანელებმა არ გაგვიშავეს "ტაკოები" მაგი არ მჯერა მე.შენ რა ფერის "ტაკო" გაქვს..??ტეტრი ,ტეტრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted February 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2013 მაგი არ მჯერა მე.რა არი აქ დაუჯერებელი..? ეს ბუნებრივი მოვლენაა.. ტეტრი ,ტეტრი. ნუ ეს ისედაც ვიცოდი.. გურული ხარ.. დასავლეთს კი ამ მხრივ უფრო გაუმართლა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.