Jump to content
Planeta.Ge

დავითაშვილის და რატიანის "ჩხუბი"


Recommended Posts

ქუჩა და ტელევიზია ერთი და იგივეა? ხალხს შოუები და პოპკორნები უყვარს და ეგ გააკეთა. აგინეს, აგინა. ხალხი გაერთობა? ეს ლოგიკაა რამის თქმა თუ უნდოდა ჰქონდა საკმარისი დრო. არ ღირს შოუები, ისევ ხალხი გაერთობა. მეტი არაფერი არ მოხდება

 

ხო და ეგაა ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მინუსი, ამ შოუებით და მარაზმით რომ ერთობა და იცინიან მსგავს რაღაცეებზე, სასაცილო ნამდვილად არ არის როცა 21 საუკუნეში ისევ ხელჩართული ბრძოლით წყდება საქმეები და ცივილიზებულად საუბრის ტაქტი არ აქვთ, ზუსტად ეგ აღნიშნა გიგი უგულავამ როცა ბიბლიოთეკასთან მივიდა ,,შოუ დადგით და შოუ გინდათო" , ეგ შოუ იყო ზუსტად ბიბლიოთეკასთან და რა მაგისთვის გამოუშვეს ის პატიმრები რომ ესე სადაც დაჭირდებათ ხელის გაუსვრელად ფიზიკურად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეებს და მერე ხახლის გამწარებას დააბრალონ? ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ხალხი ამას ვერ აცნობიერებს და ერთბა ამით. ხალხს ავიწყდება დაპირებები ამ ყველაფრის ფონზე ხო? ჯერ დაჭერების სერია ეხლა ხელჩართული ბრძოლები, ნეტავ სადამდე გაქაჩავს ეს მოძალადე მთავრობა.

პირველი რაც მაინტერესებს: გამუდმებით რომ იმის წამოძახებაში არიან რომ ნაციონალები უარესს აკეთებდნენ და თუნდაც ის რომ ხალხს იჭერდნენ და გარკვეული რეპრესიები იყო 2004 წლიდან მოყოლებული, ხალხო ის რატომ არ გახსოვთ რა ხდებოდა მაშინ და რა სიტუაცია იყო ქვეყანაში, პლიუს მაგას ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რომ ნაციონალები მოვიდნენ რევოლუციით და გადატრიელბის გზით და რათქმაუნდა ბევრიც დაიჭირეს და რეპრესიებიც აუცილებელი იყო და ეხლა როცა მტავრობა და ხელისუფლება გადააბარეს ცივილიზებული არჩევნების გზით, რაგაც რამოდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, მაინც გასულ წლებთან შედარებით ყველას სამართლიანი არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში და მაინც ეს მთავრობა ,,განაწყენებული ბავშვივით" რომ იქცევა რომელსაც ერთ დროს რაღაც აწყენინეს და ეხლა ხელისუფლება და ფული ჩაიგდო ხელში და ერთი სული აქვს სამაგირო როგორ გადაუხადოს ხალხს, თავი ყველაზე ჭკვიანები ჰგონიათ და სხვების კრიტიკის მეტი არაფერი უკეთებიათ.

 

ფაქტი კი ის არის რომ ერთადერთი რასაც ამ ბოლო თვეების მანძილზე აისახა ქართულ რეალობაში, ის არის რომ მოვიდა არა დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე მთავრობა და ხელისუფლება, არამედ დამოგმილი და მართლა გაბოროტებული, ყოველგვარი პოლიტიკური ეტიკის არ მქონე და მოძალადე მთავრობა, და მგონი სხვებსაც უკვე გაუჩნა მსგავსი აზრი რომ ეს შურისძიები და დევნა მათი პირადი წყენებიდან მოდის და ხელს ხალხზე იხოცავენ, ვითომდა ხალხია გამწარებული, ხალხის ნებას ასრულებენ და ამ დროს ხალხის ხარჯზე თავისი პოლიტიკურ ანგარიშწორებას ახორციელებენ.

 

კიდევ ერთი ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტი რასაც არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა და რაც ჩემი აზრით არა ნაკლებ მნიშვნელოვანია და ამას დროზე თუ არ მიაქცია ქართველმა ხალხმა ყურადღება მერე ისევ ჩვენ და ჩვენი შვილები მოიმკიან ამის შედეგს. მოსვლამდეც და მოსვლის დღიდან განსაკუთრებით ქართული ოცნება სრული შემადგენლობით გაიძახის რომ დღევანდელი მთავრობა და ხელისუფლება ერთ ადამიანზე ,, ბარონ მიხეილ სააკაშვილზე" საქართველოს პრეზიდენტზე ( და დღემდე მეამაყება რომ ბატონი მიხეილია ჩვენი პრეზიდენტი და მიუხედავად იმისა რომ ნაციონალი არ ვარ ღმერთმა დაიფაროს საქართველო ყურპანტურა პირველი პირისგან) და ამის შეცვლა უნდათ და ეტაპობრივად ჩამოართვეს უფლებები და იმდენად გათავხედნენ რომ პარლამენტში არ მიუშვეს და მათი საქციელი მართლა ყველანაირ ნორმას ცდება, ეს უკვე პოლიტიკა და პოლიტიკების საქციელი აღარ არის და როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს არის ,,ძალაუფლება ჩაგდებული ნაწყენი ბავშვის საქციელი", რომელსაც მხოლოდ შურისძიება სწყურია და რეალურად საქართველოზე და მის მოსახლეობაზე კი არ ფიქრობენ არამედ ამ შურისძიებაზე და რაგაც უაზრო თემებდე როგორიცაა ,,ხორკლიანი პრეზერვატივი" და მსგავსი სისულეეები, საერთოდ არ მესმის პარლამენტი ამაზე როგორ უნდა მსჯელობდეს, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ კარგი, დაუშვათ არ გვინდა ერთ ადამიანზე მორგებული მთავრობა და მთელი ქვეყანა, ნაწილობრივ ვეთანხმები ამ აზრს, მაგრამ ესეთი კითხვა მებადება

 

ზოგადად ერთ ადამიანზე მორგებული ქვეყანა არ გვინდა თუ პირადად მიხეილ სააკაშვილზე გვაქვს გართულება?

 

რადგან ისეთი სიტუაცია იკვეთება ნელნელა რომ ესეც სხვა დანარჩენთან ერთად არის საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ხალხის ბუნტის და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, რადგან სხვა ახსნას ვერ ვხედავ, როცა მთავრობა გაიძახის რომ არ სურს ქართველ ერს ერთ ადამიანზე ,,პრეზიდენტზე" მორგებული ქვეყანა და ამ დროს ნელნელა ეტაპობრივათ მთელ ქვეყანას და ხალხს არგებენ ნასკივით სხვა ადამიანს, ,,ბიძინა ივანიშვილს.

 

ვერ გავიგე სააკაშვილზე მორგებული ქვეყანა არ გვინდა და ივანიშვილზე მორგებული გვინდა?

 

თუ რაშია საქმე, რადგან 2003 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე , იმ პერიოდში როცა ეხლანდელი მთავრობა გაიძახის რომ ყველაფერი იყო მიხეილ სააკაშვილზე მორგებული, ამოიღეთ სხდომების არქივები, მთავრობისა და პრეზიდენტის შეხვედრები, სადაც პრეზიდენტი ყოველთვის ძალიან გასაგებად ხაზს უსვამს რომ, ჩვენ გავაკეთეთ" ,, ჩვენ მივაღწიეთ" ანუ სულ ყოველთვის ისმოდა სიტყვა ,,ჩვენ" და ეს მოქმედებებშიც აისახებოდა და სულ იმას უსვამდა ხაზს რომ ჩვენ მარტო ნაციონალური მოძრაობა არა ჩვენ ეს საქართველოა და თუ არქივებს გადახედავთ ამის დასტურს ნახავთ , ეს მაშინ როცა დღევანდელი მთავრობა იძახის რომ ქვეყანა იყო ერთ ადამიანზე მორგებული, ეხლა გადახედეთ ბიძინა ივანიშვილის პრესკომფერენციებს ან შეხვედრებს, უმეტეს წილად ისმის სახელი მე, მე გავაკეთე ,, მე გავერკვევი ,,მე დაველაპარაკები" მე დავავალებ ანუ ერთი ადამიანი იღებს თავის თავზე ყველაფერს და ამ დროს არაფერი არ კეთდება, გარდა მაგისა მტელი მეოცნებეები ზოგიერთების გარდა არ მინდა ცილისწამებაში ჩამომართვან უკვე იფიცებიან ბიძინას მზეს, და მესიაა და ასე შემდეგ, და ნათელი მაგალითი როგორ იყიდბა პოლიტიკოსობა და ზოგადად ქართველი ხალხი, ვინ იქნებოდა ბიძინა რომ არა მისი ფული, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება არის კარგი ბიზნესმენი, მზრუნველი მამა, ასე შემდეგ ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკოსი მისგან ჯერ ვენარაირი ვერ ჩანს, ანა ბანა აქვს ჯერ სასწავლი, მოსვლიდან 3 თვეში მოახერხა რომ ყველა მეზობელი ქვეყნის ლიდერები დაინაწყენებინა და ბოდიშების მოხდა მოუწია გარდა რუსეთისა, რუსეთთან ზედმეტი კორექტულობით გამოურჩევა და ოკუპანტთან თანამეზობლობაზე და კეთილ ურთიერთობებზე საუბრობს, ესე იგი მიშაზე მორგებული მთავრობა არ გვაწყობს და მოდით მოვარგოთ ბიძინას? აბა როგორ მოერგება იქნებ მოუხდეს კიდეც?

 

საგარეო ურთიერთობები ხომ საერთოდ მარაზმია, ყველას კრიტიკა რუსეთის გარდა და ყველასთან სახელის შერცხვენა, იგივე ბოლო თურქეთს მაგალითი როცა ასე არაეთიკურად და სასაცილოდ იქცევა ქართული მთავრობის ოფიციალური დელეგაცია.

 

და მსგავსი თემები ძალიან შორს წაგვიყვანს და უამრავი დაგროვდა ამ 3 თვეში და მე მგონი დროა ქართველები უკვე ვიწყენდეთ გამოფხიზლებას და ამ მთავრობისთვის რეალური პასუხების მოთხოვნა დავიქყოთ თორემ დაგვემხო ქვეყანა თავზე, ამდენი ძარცვები ბოლო 5 წელი საერთოდ არ ყოფილა ეს რა მარაზმი ხდება. მეოცნებეებს კი რომელსაც ძალიან არ მოეწონებათ ეს სტატია მინდა აქვე კიდევ ერთხელ ვუსთხრა მე არ ვარ ნაციონალი, რადგან დღეს თქვენი სტილია ყველა მოწინააღმდეგეს ნაციონალი ეძახოთ და გაუსწორდეთ ფიზიკურად თუ სიტყვიერად, ამ შემთხვევაში ეგ ფანდი არ გამოგადგებათ, არ ვარ ნაციონალი ვარ ადამიანი რომელიც უყურებს დაუბნელებელი ნა ფხიზელი გონებით იმას რაც ხდება, არც ფულით ვარ მოსყიდული და არც არავის მზეს ვიფიცებ, ერთი ღმერთის მწამს მხოლოთ და მესია ჩემთვის ერთია იესო ქრისტე და სხვა ხატებას მე არვიქმნი და ვინც იქმნის, ბიბლია თუ არა 10 მცნება მაინც წაიკითხეთ, და ის ფაქტი რომ მეოცნებეები დღესვე ყველა განსხვავებულ აზრზს ნაციონალების ეგიდით ახშობენ და უსწორდებიან ამაზე უნდა დავფირქდეთ ხალხო, რომ ეხლავე რომ ამას აკეთებენ ცოტა ხანში როცა მთელ ქვეყანას მოირგებენ და სრულად ჩაიგდებენ ხელისუფლებას არც ერთ ქართველს თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება აღარ ექნება და რაც უფრო დასუსტდება ოპოზიცია დასუსტდება ხალხიც და მერე მართლა ისღა დაგვრჩება რომ ან შევეგუოთ და სიცოცხლის ფასად ვებრძოლოთ და დიქტატურა კი არ გვქონდა ჩვენ ნამდვილი დიქტატორი ეხლა გვევლინება და მას უნდა ვუბრთხილდეთ

 

 

ღმერთო დაიფარე საქართველო ყველა შინა თუ გარე მტრისაგან და გამანადგურებლისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama, მორჩი კაიფს.., თორემ, მართლა ასე ფიქრობ, - ეგონებათ.. :)

 

Metalhead, ხალხს "გასართობი" უჩვენე და საჭმელიც არ აჭამო.. მითუმეტეს ჩვენი ხალხი.. :)

 

ძვ. რომეალები სულელები კი არ იყვნენ... "გლადიატორომანია" ხიბლავს ბრბოს..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...