Jump to content
Planeta.Ge

კომპანიები, რომლებიც ჩვენს ხარჯზე გამდიდრდნენ, ვინ მიიღო ანაბრების გაუფასურებაში მონაწილეობა!


Recommended Posts

აფბა-მ კვლევა ერთი საინტერესო ინფორმაციის მოძიებით დაიწყო. ეს ინფორმაცია ეხება დაახლოებით 500-ზე მეტ კომპანიაზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსს, რამაც ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, საფუძველი დაუდო იმ ჰიპერინლფაციურ პროცესებს, რაც საქართველოში 90-იან წლებში განვითარდა.

 

აფბა-მ ეროვნულ ბანკს მიმართა თხოვნით, გადასცენ მას ეროვნული ბანკის მიერ 1991-1993 წლებში გაცემული ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაცია - რომელ კომპანიებზე რა ოდენობის ფულადი რესურსი გაიცა და რა წვლილი მიუძღვით ამ კომპანიებს ჰიპერინფლაციის საქმეში. აფბა-ს აქვს იმ კომპანიების ნაწილის ჩამონათვალი, რომლებმაც იმ პერიოდში ეროვნული ბანკიდან გარკვეული ფინანსური სახსრები მიიღეს. ძირითადად, ეს საბანკო ორგანიზაციებია და რამდენიმე მათგანის სახელი ემთხვევა საქართველოში დღეს მოქმედი მსხვილი ბანკების სახელებს (მაგალითად, „თიბისი ბანკი“, „რესპუბლიკა“, „პროგრესბანკი“), მაგრამ აფბა-ში ვერ აკონკრეტებენ, ეს ბანკები იმ ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეები არიან თუ არა, რომლებმაც 90-იან წლებში ეროვნული ბანკისგან მიიღეს ფულადი რესურსები. შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში, აფბა ამ საკითხის შესწავლასაც გეგმავს. ამ პროცესში კი მათ ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება, რომელსაც აფბა ახლა ელოდება.

 

აფბა-ში განმარტავენ, რომ ამ კვლევასთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდიც შეიქმნება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მისი მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა, შეეძლება აფბა-ს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ამ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება.

 

„ამ პროცესში ეროვნული ბანკის ბრალეულობა იმიტომ იკვეთება, რომ როგორც ცნობილია, საკრედიტო განაკვეთი სესხზე, ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალი არ უნდა იყოს. მაშინ კი, ჩვენთან ინფლაციამ წლიურ 2400%-საც კი მიაღწია, მაგრამ ეროვნული ბანკი იმდენად დაბალ პროცენტში გასცემდა სესხებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკრედიტო რესურსს იყენებდნენ, მისი დაბრუნების დროისთვის კოლოსალურ სარგებელს პოულობდნენ. შესაბამისად, ამ პროცესში ძალიან დიდ სარგებელს ნახულობდა დაახლოებით 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო მოსახლეობა ღატაკდებოდა“, - აცხადებს აფბა-ს წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.

 

აფბა-ში აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ეროვნული ბანკისგან მაშინ ფულადი სახსრები მიიღეს, გარკვეული გარიგება მოხდა, რის შედეგადაც ეს კომპანიები გამდიდრნენ, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა გაღატაკდა.

 

http://for.ge/view.php?for_id=21101&cat=3

 

პ.ს. ანაბრები უნდა დაბრუნდეს!... თუნდაც დიდი დრო დასჭირდეს.. რადგან ვალს გასტუმრება უნდა, არ მეთანხმებით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფბა

როგორ იშიფრება? :)

 

ანაბრები უნდა დაბრუნდეს!

უპირველეს ყოვლისა არაფრით არ უნდა მოხდეს მეანაბრეების დაკმაყოფილება ბიუჯეტის ხარჯზე!!! ვინც მიიტაცა იმას დააბრუნებინონ

 

ჰიპერინფლაციას არ გამოიწვევს ამდები ფულის გაცემა?? ჩემი აზრით კი :) თქვენიც თქვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
უპირველეს ყოვლისა არაფრით არ უნდა მოხდეს მეანაბრეების დაკმაყოფილება ბიუჯეტის ხარჯზე!!! ვინც მიიტაცა იმას დააბრუნებინონ

 

ჰიპერინფლაცია სახელმწიფოს ბრალია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰიპერინფლაცია სახელმწიფოს ბრალია

კი ბატონო, როდესაც სახელმწიფო ბეჭდავს და მიმოქცევაში უშვებს ფულის უზარმაზარ მასას იწყება ჰიპერინფლაცია. და როგორ ფიქრობ სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი ფული რო სპონტანურად აღმოჩნდეს ხალხის ხელში არ გამოიწვევს ინფლაციას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

კი ბატონო, როდესაც სახელმწიფო ბეჭდავს და მიმოქცევაში უშვებს ფულის უზარმაზარ მასას იწყება ჰიპერინფლაცია. და როგორ ფიქრობ სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი ფული რო სპონტანურად აღმოჩნდეს ხალხის ხელში არ გამოიწვევს ინფლაციას?

 

ცხადია დაბრუნება უნდა მოხდეს წლებში გაწერილი გრაფიკით და არა ერთბაშად, მთავარია პროცესი დაიწყოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...