Jump to content
Planeta.Ge

საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/politika/229248-saparlamento-umravlesoba-qveynis-sagareo-kursthan-dakavshirebith-fraqciebs-14-punqtian-shethankhmebas-sthavazobs.html?hash=f1417e1b280f99b26ba1edf2d01d1f6b

 

 

მმართველი საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს.

"ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გასაცნობად და შესათანხმებლად საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის უმცირესობაში წარმოდგენილ ფრაქციებს გადაუგზავნა.

"ინტერპრესნიუსი" პროექტის სამუშაო ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ:

 

"საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ

 

საქართველოს საპარლამენტო ფრაქციები ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით;

 

ადასტურებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას;

 

გამოხატავენ რა მისწრაფებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას;

 

მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტ აციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია;

 

საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თანხმდებიან ერთიან მიდგომებზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს;

 

2. სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება;

 

4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;

 

5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

 

6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები;

 

7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით;

 

8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად;

 

 

9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა;

 

10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად;

 

11. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

 

12. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;

 

13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში;

 

14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა".

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტის სახით ინიცირებულია ოპოზიციის, კერძოდ კი, გიორგი ბარამიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პროექტი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურყევობა კონსტიტუციით განისაზღვროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის არ გაღიზიანება კარგია მაგრამ დეკლარირებულად საგარეო პრიორიტეტებს შორის ურთიერთობაც რომ გაიწეროს დაგვხვრიტავენ ?

მაინც სამომავლო პოლიტიკა და მიზნები იწერება.

დანარჩენი მშვენიერია.იმხო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე პუნქტის დეკლარირება დიდი სისულელეა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო.

საქართველო თუ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა??

 

ისე ამათი დედა ################## რავარც საქართველოს მოსახლეობა თანახმა იყოს ავღანეთში ქართველი ბიჭების ჩახოცვის...

 

კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;

ეროვნული ინტერესი კი არა ოფიციალურად უნდა განისაზღვროს რომ ეს არის ხარკი!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...