Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 (edited) დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა პრეზიდენტის ვადის საკითხი. ამის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ. ფაქტია, რომ 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც შავით თეთრზე დაფიქსირდა, რომ პრეზიდენტს თავის პოსტზე ყოფნა შეუძლია არც მეტი, არც ნაკლები 5 წელი და 9 თვე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალაში შევა ინაუგურაციის შემდეგ, გამოდის თითქმის 6 წლით განუსაზღვრიათ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა. მოკლედ გამოდის ასე, 2008 წელს იანვრის მეორე ვადით, გახდა პრეზიდენტი. ვადა 5 წელია + 9 თვე. ეს ნიშნავს, რომ 2014 წლამდე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია ასე რომ ამ ქალურ, წუწუნს მორჩით! წყარო:http://www.netgazeti...105/News/16627/ Edited February 10, 2013 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 წუწუნს ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 mamaრაა სასაცილო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 რაა სასაცილო? ეგ სიტყვა მაგრა გიყვარს(წუწუნი) ახლა ის დროა ნაცები წუწუნებენ და დანარჩენები ურტყამენ :grr: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 mama არა, უფრო გასაგებად დაწერა მინდოდა. მაგრამ ხო იცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 10 თებერვალი, 2013 მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგი სიცრუის ტირაჟირებით, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეზზე და ამით თავი დააღწიოს ჩემს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომ, ვაცხადებ, რომ: • მართალია, სრული სიცრუეა ის, რომ მე ოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოვუწოდე (მეტიც, ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის, როგორც „კლასის განადგურებისკენ“ მოწოდება...); • მართალია, 8 თებერვლის ძალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3,500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში; • მართალია, უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს 8 თებერვალთან დაკავშირებით; მაგრამ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაიძულებს კვლავ დავადასტურო 9 თებერვლის განცხადებაში ჩემ მიერ გაკეთებული შეთავაზება. უცვლელია ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგიც: 1. პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება; 2. ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე; 3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადებს კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტს, მათ შორის, წინადადებას კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე; 4. სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის. ამასთანავე, მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადსტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არც არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვინაიდან პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია გადასაწყვეტი, იგი მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. პროცესის განვითარების კვალობაზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხვედრებში მონაწილეობისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 ვაცხადებ,ვინ? ბიძინა ამბობს ამას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 მართალია, 8 თებერვლის ძალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3,500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში;მიეცი, ხალხს პური და სანახაობა :facepalm: :facepalm: მინისტრები მაგათია, პოლიტპატიმრები მაგენი გამოუშვეს, და კიდო იმართლებენ თავს :facepalm: :facepalm: :beat: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 ა, უბრალოდ გავს..? გარდემეცვალა :cry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 http://intermedia.ge/vid/140166-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted February 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 mamaშენ გააკეთე? ყოჩაღ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 ხოო, ცუდია. :cry: ნუ, ხო, რათქმაუნდა, ცხოველსაც ეჩვევა კაცი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 შენ გააკეთე?არა მე არ მეხერხება მარტო კოპირება ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 http://intermedia.ge...83%91%E1%83%A1/ რა არი ბიჭო ეს..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted February 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2013 რა არი ბიჭო ეს..? რავი მე რაც არი ეგ არი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.