newstudio Posted February 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2013 ,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტის ინფორმაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიდან: დღეს, თბილისის დროით 22-საათზე ოფიციალურად გაიხსნა 63-ე ,,ბერლინალე”. ფესტივალი ჟიურის თავმჯდომარის, ჩინელ ვონგ კარ ვაის ფილმ ,,დიდოსტატების” ჩვენებით გაიხსნა. ცერემონიას კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი, გერმანიის კულტურის მინისტრი და ბერლინის მერი დაესწრნენ. ფესტივალის პროგრამაშია 70 ქვეყნის 404 ფილმი. შთამბეჭდავია მიწვეული სტუმრების სიაც. უკვე ბერლინშია ცნობილი მსახიობი ტიმ რობინსი, რომელიც წელს საერთაშორისო ჟიურის წევრია, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი. ელოდებიან ჯერემი აირონსს, ჯული დეფს, ჯად ლოუს, კატრინ დენევს, ჯულეტ ბინოშსს, ეკიენ ჰაიეკს, ენი ჰეტიუნეის. ,,ბერლინალეს კამერა”, კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წელს იზაბელა როსელინს გადაეცემა. დღესვე, ,,ბერლინალეს” მეორე მთავარი პროგრამა ,,პანორამა”, ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმით ,,ჩემი საბნის ნაკეცი”, გაიხსნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.