Jump to content
Planeta.Ge

ანაბრების თემაზე გამოძიება იწყება, ჯერ არასამთავრობოს დონეზე


Recommended Posts

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევა დაიწყო.

 

ერთ–ერთი მთავარ მიმართულება, რომელსაც ორგანიზაცია სწავლობს, ეხება 90–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, რამაც მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება გამოიწვია.

 

ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ერთ–ერთი მთავარი საფუძველი მოსახლეობის ფულადი დანაზოგების გაუფასურება გახდა. კონკრეტულად ამ მიმართულების შესასწავლად „აფბა“ საბჭოთა ანაბრების გაუფასურების კვლევის ცენტრს ქმნის.

 

კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო და 4 თებერვალს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ეროვნულ ბანკს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

 

„აფბა“ ეროვნული ბანკისგან 1992–93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500–ზე მეტ ორგანიზაციაზე ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვს. ახალგაზრდა ფინანსისტების დაინტერესების კონკრეტული საგანია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯამში გაიცა აღნიშნული თანხა. ახალგაზრდა ფინანსისტები ასევე ინტერესდებიან ამ ორგანიზაციების მაშინდელი მეპატრონეების ვინაობით და იმით, თუ რომელ ორგანიზაციაზე რა მოცულობის თანხა გაიცა სესხად.

 

„აფბაში“ მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტს, შესაძლოა, დიდი ზეგავლენა ჰქონოდა მოსახლეობის ფულადი რესურსის გაუფასურებაზე და სოციალურ–ეკონომიკური ფონის დამძიმებაზე და სწორედ ამიტომ მთლიანი საკითხის კვლევას ამ ინფორმაციის ანალიზით დაიწყებენ.

 

http://for.ge/top_news.php?news_id=56

 

ეს კი ანაბრების დაბრუნების ერთერთი პროექტი:

 

 

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან ერთად ინდექსირებაზე შევთანხმდებით, სახელმწიფო ინდექსირებული თანხის მითითებით მეანაბრეზე გასცემს თამასუქს. როგორც ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, ამგვარ დოკუმენტს, სჯობს, თამასუქის ნაცვლად ობლიგაცია ერქვას. არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო. მოკლედ, ამ თამასუქს მფლობელი გამოიყენებს ახალი სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პროექტი უპირველესად სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარეობს. ჩვენს ქვეყანაში კი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა, შესაბამისად, ეს პროექტი მივაბით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, უმუშევრობისთვის მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე

დაეღწიათ თავი. ამ სქემით ანაბრების კომპენსაცია ადამიანებს სწორედ მცირე ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს, ხოლო მათ, ვინც უკვე ბიზნეს-წარმოებას ეწევა, ექნებათ სტიმული ახალი (იგივე ან სხვა პროფილის) ბიზნესწარმოების წამოწყებისთვის. აქ ყველაფერი კანონმა უნდა დაარეგულიროს და ეს შეღავათები უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით დათქმული პერიოდის განმავლობაში დაფუძნებული სამეწარმეო პირებისთვის.

 

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/47721-sqe...l#ixzz2JwtT6nlJ

 

პ.ს. მივესალმები ასეთ აქტიურობას...იქნებ ეშველოს...ამ საკითხს!!! ფაქტია რომ სახელმწიფოს ვალი აღიარებული აქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...