Giorgi Kiskeidze Posted January 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2013 საავტორო უფლებებს საქართველოში არეგულირებს საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.პირველი მუხლი აწესრიგებს კანონის რეგულირების სფეროს, ანუ იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას.შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.მოცემული კანონის ძალა ვრცელდება პირად ჩანაწერებზე, ფონოგრამებზე, ნახატებზე და ა.შ, იცავს მოქალაქეებს დაცულნი იყვნენ საფრთხისაგან, მითვისებულ იქნეს მათი ნაშრომები სხვების მიერ. აღსანიშნავია ის, რომ კანონი ვრცელდება ყველა იმ ნაწარმოებზე, რომელიც უკვე შექმნილია, არ აქვს მნიშვნელობა, ის საჯაროდ იქნა წარდგენილი და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობილი თუ არა.საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. სამწუხაროდ იდეების, ან წარმოების მეთოდების გადაღება ამ კანონით არ რეგულირდება.თანამედროვე ეპოქაში, სადაც ინტერნეტი ფართოდ გამოყენებადია, საავტორო უფლებების დარღვევა გვევლინება ინტერნეტპლაგიატობის სახით, რაც უამრავი ადამიანისთვის წარმოადგენს პრობლემას. ზემოთმოცემულ კანონის მე14 მუხლში თავმოყრილია დებულებები, რომელიც ეხება მედიის საავტორო უფლებებს, მაგრამ ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებულ მასალას და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას დაცული ინტერნეტმომხმარებლის უფლებები.დაზარალებულებს უჭირთ თავიანთი უფლებების დაცვა. მიმთვისებელი ან საკუთარი ნებით გამოდის კონტაქტზე, ან არ ჩნდება და ამ უკანასკნელი შემთხვევისას, ჭირს იმის დამტკიცება, მართლა მიითვისა თუ არა მან ამა თუ იმ მომხმარებლის საკუთრება და დაზარალებულს უწევს ჩარიოს სასამართლო, ხოლო თუ რამდენად დამტკიცდება მისი სიმართლე, ეს კიდევ ცალკე საკითხია. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ფოტო ან ვოდემასალის ოდნავი სახეცვლილების შემდეგ პლაგიატს შეუძლია განაცხადოს რომ მას არ “დაუკოპირებია” ის და თავად შექმნა.ამ ტიპის პრობლემები სულ უფრო მასშტაბური რჩება, სასამართლოში ჩივილს რატომღაც ბევრი დაზარალებული ერიდება. როგორც ჩანს ისინი თავად არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ამ პრობლემას, შესაბამისად პლაგიატობის აღმოფხვრა სამომავლოდ იდება და სერიოზულად კანონმდებლობა არ ეკიდება.როგორც ინტერნეტის აქტუალურ მომხმარებელს, ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტის ერთ-ერთ ხერხად მაუსის მარჯვენა ღილაკის გათიშვა მიმაჩნია, რაც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის გარკვეული ნაწილი პლაგიატებისთვის რთულად ხელიმსაწვდომი გახდეს. მეტწილად ეს ეხება, რა თქმა უნდა ტექსტურ მასალებს, პოსტებს, სტატიებს და ა.შ.მოკლედ მუშაობს? ან უბრალო, უზერს რას აკლებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.