Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/23804-irakli-gharibashvili-policiis-reformas-gegmavs.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29#!artbox/0/

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას.

 

მისივე თქმით, მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია, პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს იმის ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ ვერ მოხდა ამ რეფორმის სწორად გატარება.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის და სამინისტროს ახალი გუნდის მიზანია, ქვეყანაში დასავლური სტანდარტის პოლიცია შეიქმნას.

 

" ჩვენი მიზანი იყო, სამინისტროს სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ პირველებს სტუდენტებს გაეგოთ. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დავამთხვიეთ და ვეცადე სამინისტროს სტრატეგია მათთვის დეტალურად გაგვეცნო.

 

ეს ადამიანები ქვეყნის მომავალი მთავრობაა, რომელმაც უნდა განავითაროს და ბოლომდე მიიყვანოს ჩვენს მიერ დაწყებული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარიბ.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze ღარიბაშვილმა რომ დამაპატიმროს პირადად მე სიცილით მოვკვდები....... რეფორმებში ალბათ ბიძინეს მიმართ პირად სიყვარულზე ლოიალობაზე და თინა ხიდაშელის გინებაზე სავალდებულო ტესტები იგულისხმება. ქურდებს და "პოლიტპატიმრებს"(რუსეთის ჯაშუშობის გამო რომ იყვნენ დაპატიმრებული წინა "რეჟიმის" დროს) ალბათ რეპრესირებულების სტატუსი მიეცემათ და თავდაცვის შეკვეცილი ბიუჯეტიდან კომპენსაციას გადაუხდიან(ეს ჩემი ფანტაზია არაა კარასინს უთხოვია შეხვედრაზე აბაშიძესათვის. და ვინაიდან ამ შეხვედრის შესახებ ბევრი ამბავი გასაიდუმლებულია(ახდა რუსული ჩეკისტური ოცნება საქართველოში თავის წარმომადგენელ მთავრობას ელაპარაკება შუამავლებისა და დამკვირვებლების გარეშე) ეს ინფო რომელიც კრემლის ერთერთმა პირმა არაოფიციალურად გააჟღერა ყურადსაღებად მიმაჩნია). რეფორმებში ალბათ ჩაზნექილი სკამების დაბრუნება და სხვა ძველი სიკეთეებიც იგულისხმება... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidzeირაკლი ღარიბაშვილი, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სიძეა(თამაზ თამაზაშვილი, მეტსახელად „ძიგო“ 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა). და კარგი რა ა მარიონეტ ბიძინეს სატილიტებზე ნუ მალაპარაკებ თუ ძმა ხარ მაგათში ერთი ჯანმრთელი ქართველიც რომ აღმოჩნდეს ანომალიად ჩაითვლება. რუსული ფულით პრივატიზირებულია საქართველოს ძალაუფლება ეს თავიდანვე ცნობილი იყო.. http://www.ambebi.ge/politika/42973-khelisuflebam-bidzina-ivanishvilis-garemocvaze-angarishstsoreba-daitsyo.html Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze იუდა და სხვა მეტაფორები ამათზე არ დახარჯოთ ესენი უბრალო დაუსქმებელი კლოუნები არიან... რომლებიც 1960-70 წლებში ჩარჩენილ ბიძინემ დაასაქმა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას. მისივე თქმით, მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა

კრიმინალური პოლიცია ფორმით არ დადის...

ფორმების და ზოგადად გარეგნული სახის შეცვლა თუ რეფორმაა, ვანო ყველა დროის ყველაზე დიდი რეფორმატორია პოლიციაში თავისი გამჭვირვალე შენობებით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიმინალური პოლიცია ფორმით არ დადის...

რას ქვია ფორმით არ დადის? ადრე ზურგზე ეწერათ კრიმინალ პოლიცე ახლა აღარ აწერიათ?? :what: :what: :what:

აბა როგიორ უნდა ვიცნოთ "ძაღლები"?? :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ესაა დასაჭერი, აი ეს..!

მართლა დამნაშავე ვარ :user: ჩემი საქციელი შეურაცხმყოფელია ძაღლებისათვის მაგ არაადამიანებთან რო ვაიგივებ :D აწი აღარ ვიზამ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა დამნაშავე ვარ :user: ჩემი საქციელი შეურაცხმყოფელია ძაღლებისათვის მაგ არაადამიანებთან რო ვაიგივებ :D აწი აღარ ვიზამ :))

ეს კიდევ აქ არი?! კიდევ სვაბოდაზეა..?! :mad: :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საახალწლოდ გპატიობთ..

მადლობთ მოწყალებისთვის...

აწი აღარ შემეშლება და მხოლოდ არაადამიანებს დავუძახებ :D

ოთხფეხა ძაღლებთან ბოდიშს ვიხდი, ვიცი რო ვაწყენიე :D

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობთ მოწყალებისთვის...

აწი აღარ შემეშლება და მხოლოდ არაადამიანებს დავუძახებ :D

ოთხფეხა ძაღლებთან ბოდიშს ვიხდი, ვიცი რო ვაწყენიე :D

დათა თუთაშხია, როდის უნდა დაანებო თავი აბრაგობას და ფირალობას,ჰა? რა დაგიშავეს "ძაღლებმა"? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დათა თუთაშხია, როდის უნდა დაანებო თავი აბრაგობას და ფირალობას,ჰა? რა დაგიშავეს "ძაღლებმა"?
ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.

 

არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა..

 

ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.

 

დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია... პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული... სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია.

 

შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!

 

ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...