Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შუმერ-აქადურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ის არის აბზუს ხელმწიფე და აგრეთვე სიბრძნის და ღმრთაებრივი მე ძალების ხელმწიფე. იგი აგრეთვე ითვლებოდა შინაური საქონელი და მარცვლეულის შემქმნელად, მსოფლიო წესრიგის დამფუძნებლად. ერთ-ერთი მითი მოგვითხრობს, რომ ენკიმ გაანაყოფა მიწა და „ქალაქების და ერებს ბედი განსაზღვრა“. მან შექმნა თოხი, ბარი და აგურის ფორმა, შექმნა ცხოველები და მცენარეები. მან გადასცა ცხოველები და მცენარეები მთის მეფე სამუკანს, ხოლო სამხეცოები გადასცა დიმუზოს. ენკის ასევე ითვლება მებაღეობის, მებოსტნეობის, მეაბრეშუმეობის და ბალახებით მკურნალობის შემქმნელად.

 

ვინმემ იცით რამე ამ შუმერული ღმერთის შესახებ? სამი დღეა უკვე ძილი გამიტყდა, თვალს მოვხუჭავ თუ არა ერთი თეთრ სამოსში გამოწყობილი ჭაღარა სანდომიანი სახის მოხუცი მესიზმრება და გაიძახის: "მე ვარ ღმერთი ენკი", შენ გამოგარჩიე და მსურს ჩემი ცოდნა და ძალა გადმოგცე მხოლოდ გულის კარები გამიღე და შემომიშვი შენშიო. მორწმუნეობით არ გამოვირჩევი, არც ცრუ რწმენები მაწუხებს და არც მაჯლაჯუნები, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ეს სიზმარი აგერ უკვე მესამე ღამეა მეორდება და მაგრადაც შევშინდი, შეუძლებელია სამჯერ ზედიზედ ადამიანმა ერთი და იგივე ნახოს და თან ის სახელი მოისმინოს რომელიც სიცოცხლეში პირველად გაიგო, დავგუგლე ღმერთ ენკიზე და ჩემდა გასაკვირად რაც ზემოთ წერია ის ამოაგდო, ძველ შუმერთა წარმოდგენით წარმართული ღვთაება ყოფილა, ეხლა ეს ყველაფერი როგორ აღვიქვა და გავიგო აღარ ვიცი, მაგარი დაბნეული ვარ იქნებ რაიმე მირჩიოთ, ამაღამაც ეგ მოხუცი რომ დამესიზმროს შეიძლება გავჭედო.

 

ვრცელი ინფორმაცია არ გაქვთ არავის ამ ღვთაების შესახებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის სახელი მოისმინოს რომელიც სიცოცხლეში პირველად გაიგო,

სიზმრამდე არ გქონდა გაგონილი??

 

შეუძლებელია სამჯერ ზედიზედ ადამიანმა ერთი და იგივე ნახოს

თუ პირველივე სიზმარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე გამეორებითი ხილვები ჩვეულებრივი ამბავია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

 

სიზმრამდე არ გქონდა გაგონილი?

 

არა, არ მქონდა გაგონილი წარმოდგენა არ მქონდა ვისზე ან რაზე მიმითითებდა სიზმარში ნანახი კაცი და სწორედ ეს მაგიჟებს, აბა დაფიქრდი როგორია ვთქვათ სიზმარში ხედავ კაცს გეუბნება რაღაც სახელს და გეუბნება ღმერთი ვარო, მერე გუგლში ეძებ და ამოგიგდებს რომ ნაღდად ოდესღაც სადღაც შუმერთა ღვთაება ყოფილა, საერთოდ რელიგიებში ნაკლებად ვერკვევი ბიბლიაც კი არ მაქვს მთლიანად წაკითხული, მხოლოდ ახალი აღთქმა და ძველი აღთქმის რამოდენიმე თავი, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ რელიგიებზე და მათ ღმერთებზე. სხვათაშორის წუხელ ღამითაც ვნახე ეს სიზმარი, თან ვერც ვერაფერს ვეუბნები მინდა თქმა და თითქოს პირი მაქვს ამოკერილი, ვაჰ გავგიჟდი რა ნეტავ რა ხდება ჩემს თავს.

 

 

თუ პირველივე სიზმარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე გამეორებითი ხილვები ჩვეულებრივი ამბავია

 

შეიძლება მაგრამ ოთხჯერ? რაღაც ძალიან ზედმეტი დამთხვევებია, რავიცი მე ასე მეჩვენება და უკვე იზმენას ვიკიდებ მგონი :D

 

Giorgi Kiskeidze

 

გმადლობ ვნახე ეგ კი არა და ამ სიზმრების შემდეგ მთელი გილგამეშის ეპოსი ზეპირად ვისწავლე მგონი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

Dakaray

 

ეა თუ გეცხადება სიზმრად ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მომტანი ღვთაებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...