Giorgi Kiskeidze Posted January 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2013 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს უსაფრთხოების გარემოსაქართველოს ეროვნული ღირებულებებისუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობათავისუფლებადემოკრატია და კანონის უზენაესობაუსაფრთხოებაკეთილდღეობამშვიდობასაქართველოს ეროვნული ინტერესები1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა22. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება3. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება4. ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება5. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია6. ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა7. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა8. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა9. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება10. საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოებისუზრუნველყოფა11. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურულითვითმყოფობის უზრუნველყოფა12. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა14. დიასპორებთან ურთიერთობასაქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი33. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა4. კავკასიაში არსებული კონფლიქტები5. საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული6. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები7. ენერგეტიკული გამოწვევები8. კიბერსაფრთხეები9. ეკოლოგიური გამოწვევები10. დემოგრაფიული გამოწვევები11. სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები12. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურებასაქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია დარუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია1.2. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიისგანმტკიცება3. ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება44. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია5.1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაშიგაწევრება5.2. ევროკავშირში ინტეგრაცია6. თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში7. საგარეო კავშირების განმტკიცება7.1. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა7.2. უკრაინასთან თანამშრომლობა7.3. თურქეთთან თანამშრომლობა7.4. მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებთან თანამშრომლობა7.5. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმები7.5.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო)7.5.2. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისორგანიზაცია (ეუთო)7.5.3. ევროპის საბჭო8. საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალურიორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა59. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა10. ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა11. განათლების პოლიტიკა12. სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა13. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა14. ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა15. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა16. დემოგრაფიული პოლიტიკა17. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა18. დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკა6საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო“, უზრუნველყონ „ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“, განამტკიცონ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა...“საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშესავალისაქართველო მეორედ აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ასახავს წინა დოკუმენტის მიღების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გავლენას საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე.საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის7უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ კონცეფციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას.ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ასევე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც ამ კონცეფციის ცვლილებასთან ერთად განახლდება.8საქართველოს უსაფრთხოების გარემობოლო წლებში მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო.2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება.2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მათ შორის, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ გააუარესა მთელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი9კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. რეგიონში პროცესების მშვიდობიანი განვითარება და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოებისათვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს.საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება.საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.საერთაშორისო ვითარების მუდმივ ცვლასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიგა პოლიტიკური პროცესები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის რეფორმების გაგრძელების გზით განმტკიცება დადებითად მოქმედებს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობასა და გაძლიერებაზე.ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, რაც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფართოდ დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მიიღწევა. ღია, პარტნიორული და10თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2013 Giorgi Kiskeidze წყარო, თარიღი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 3, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2013 urfinjus https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=3&cad=rja&ved=0CDwQFjAC&url=http%3A%2F%2Fnsc.gov.ge%2Ffiles%2Ffiles%2F%2520%25E1%2583%2594%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%2595%25E1%2583%259C%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%2520%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%25A4%25E1%2583%25A0%25E1%2583%2597%25E1%2583%25AE%25E1%2583%259D%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%2520%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%259C%25E1%2583%25AA%25E1%2583%2594%25E1%2583%25A4%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598%25E1%2583%2590.pdf&ei=CUzlUJ22K9KGswbHx4DoCg&usg=AFQjCNH9DRV51JbdFvkNgSpsA_uo7NaAHQ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 6, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2013 http://s05.radikal.ru/i178/1301/3f/c7a6ad001a53.gif http://s018.radikal.ru/i515/1301/d1/1521282e77e2.jpg http://s017.radikal.ru/i401/1301/ca/191be0aafdd1.jpg http://s019.radikal.ru/i607/1301/3c/ee44446188f3.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted January 6, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2013 http://s017.radikal.ru/i427/1301/3f/f9cb385a7526.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.