Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

“გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში”, – ამ სიტყვებით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ახალ წელს მოსახლეობას.

პატრიარქი მილოცვაში რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი

 

01/10/2008 — ლომისა

 

ილია II ხშირად ტელევიზიით ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. მოლოცვა-დალოცვაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მღვდელ გიორგი სხილაძის ქადაგებებში იგი მხილებულია ხუთ ეკლესიოლოგიურ დარღვევაში. აი, ეს ბრალდებები:

 

„დიდგორის“ რედაქცია

ქრისტეს შობამდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს — ეს იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წარმართული გართობა-თამაშობებითა და ორგიებით. 1594 წელს საფრანგეთის მეფე კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებშიც.http://didgori.files.wordpress.com/2008/10/797_mama-giorgi1.gif?w=7801. თქვენ არაეკლესიურ ხალხს ულოცავთ „თავიანთ“ „ახალ წელს“, როცა ჯერ შობის დღესასწაული არ მიგილოცავთ, რითაც „შობაახალი წლის“ თანმიმდევრობა ირღვევა, რადგან ეკლესიურნი ამ დროს ჯერ კიდევ შობის მარხვაში არიან და არც ახალ წელს დღესასწაულობენ, არც „საახალწლო სუფრებს“ შლიან და არც მარხვას ტეხენ; 2. მათ ძალაუნებურად ლოცვა-კურთხევას აძლევთ მარხვისთვის შეუფერებელ საქციელზე; 3. „იანვრის ახალ წელსაც“ ულოცავთ არა ძველეკლესიური კალენდრით, რომლითაც ეს დღე (1/14.01) მაცხოვრის ხორცით წინადაცვეთის დღესასწაულს მაინც დაემთხვეოდა, არამედ ე. წ. ახალი სტილით, რითაც — 4. წმიდამამებისეული, ტრადიციული კალენდრის დაკნინება ხდება მაგივრად იმისა, რომ ერს განემარტოს ეკლესიის მიერ ნაკურთხი ე. წ. ძველი სტილის მნიშვნელობა. და 5. გადავშალოთ საღვთისმსახურო წიგნი, „ჟამნი“, გვ. რჟთ (199), საიდანაც იწყება „ლიტურგიკული ციკლი“: „თთუეთა მეტყუელებანი წმიდათათვის, ძალითა ღმრთისათა, წლითი წლადნი. თთუესა სეკტემბერსა აქუს დღე კ (30); დღეთა აქუს ჟამი ბპ (12) და ღამეთა ჟამი ბპ (12); ფ (1). დაწყება ინდიკტიონისა, ესე იგი არს, ახლისა წელიწდისა (…); ხოლო რიცხუნი ესე წელთანი, ვიდრე დღედმდე იესუ ქრისტესა, საცნაურ-იყო. და წელსა შინა პირველსა დღესა სეკტემბრისა თვისასა, მეუფე ჩუენი ქრისტე შევიდა ტაძარსა ურიათასა და იკითხვიდა წიგნსა ისაია წინასწარმეტყველისასა, სადა იგი წერილარს ესრეთ, ვითარმედ „წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (…). ამისთვის დღესასწაულობს ეკლესია პირველსა მას დღესა ინდიკტიონისასა, რამეთუ ამას დღესა შინა შევიდა ქრისტე ეკლესიასა და გამოუჩნდა მუნ მყოფთა; ამასვე დღესა შინა ეკლესია ქრისტესი მადლობასა შესწირავს ღმერთსა ნაყოფთა მიერ მის წლისა მიღებულთათვის და მომავალთა წელთათვისცა ევედრების, რათა ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თვისი (…) — სამღვდელო წიგნში ამ ლოცვებს ჰქვია „სავედრებელი გალობა ახლისა წელიწდისა“ — ხოლო დღესასწაული არს და ხსნილი ღვინითა და ზეთითა (თუ მარხვის დღეს, ე. ი. ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა — „სა.ქ.მ.ე.“). ტროპარი ინდიკტიონისა: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა. უფალო, დაიცვენ მეფე და სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა; კონდაკი ინდიკტიონისა: რომელი მკვიდრხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეი და ქალაქი და ერი შენი, მრავალ მოწყალე“.

 

რატომ იწყებს ეკლესია ახალ წელიწადს პირველი სექტემბრიდან* ანუ შემოდგომის დასაწყისიდან? — როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ლიტურგიკულად დღეღამის დასაწყისიც საღამოდან ანუ მწუხრიდან იწყება, სადღეღამისო ბრუნვის („ციკლი“) მწუხრი კი — წლიური ბრუნვის შემოდგომას შეესაბამება (როგორც შუაღამე — ზამთარს, განთიადი ანუ ცისკარი — გაზაფხულს, შუადღე — ზაფხულს). მაგ. შაბათ საღამოს „კვირაძალიც“ ეწოდება ანუ უკვე კვირადღე ძალაში შედის, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანუ ერთშაბათი ძალაშია მწუხრამდე, საიდანაც ორშაბათი იწყება და ა. შ. (ამიტომ ეკლესიაში შაბათის „მწუხრზე“ საკვირაო ლოცვების კითხვა-გალობა მიმდინარეობს). ამავე თანმიმდევრობას უკავშირდება ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დაწყება-დამთავრების საკითხიც. დღეს დღეღამის მწუხრიდან მწუხრამდე ათვლის ნაცვლად შუაღამედან შუაღამემდე (24 სთ.) იწარმოება ეს და შედეგად, უკვე ხსნილის დროს (ოთხშაბათ-პარასკევის მწუხრის შემდეგ) ვმარხულობთ, ხოლო მარხვის ჟამს (სამშაბათ-ხუთშაბათის ნამწუხრევს) ვიხსნილებთ. ეს შეუსაბამობაც უნდა გამოასწოროს ეკლესიის მთავრობამ.

მაგრამ ყალბი ახალი წლის მოლოცვა მხოლოდ ტელეხედვით კი არ ხდება. ეს თარიღი, პირველი იანვარი, „საქართველოს საეკლესიო კალენდრებშიც“ იყო შეტანილი სარწმუნოებრივ დღესასწაულთა, მარხვებისა და მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეთა გვერდით, როგორც „სამოქალაქო უქმე“ სხვა „ღირსშესანიშნავ დღეებთან“ ერთად: „25.02. — საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე“; „7. 10. — ს.ს.რ.კ. კონსტიტუციის დღე“; „7/8. 11 — დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღე“…

*ამას დაუკავშირეს სასწავლო წლის დაწყებაც და ამ დღეს ეკლესია შესაბამის ლოცვას აღასრულებს:„სავედრებელი გალობა ჟამსა სწავლის დაწყებისა ყრმათასა“.მღვდელი გიორგი სხილაძე — ნაწყვეტი ნაშრომიდან: „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003 წწ..)“, გვ. 66-67.

იხ. ეს ნაშრომი შემდეგ მისამართზე: ../bpg/publication_view.asp?InfoID=11440&iabspos=1&vjob=vsub,40

მინაწერი: მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის (მღვდ. გ. ს.).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილია II ხშირად ტელევიზიით ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. მოლოცვა-დალოცვაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მღვდელ გიორგი სხილაძის ქადაგებებში იგი მხილებულია ხუთ ეკლესიოლოგიურ დარღვევაში. აი, ეს ბრალდებები:
ჯერ მაგ "ღვდელი" მაგის დონეს, რო მიაღწევს მერე ასწავლოს ვინ რა არასწორად აკეთებს. მერე პატრიარქის გამოსვლა უბრალო, ტლიკინი არა! :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი, მაგდენი არ ვიცოდით, შეკაცო ცოტა ადრე გაგეფრთხილებინეთ და აღარაფერს დავწერდით.

მართლაც რა დროს სიმართლეა, როცა ამხელა თანამდებობის პირ პატრიარქზეა საუბარი?!

ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი, მაგდენი არ ვიცოდით, შეკაცო ცოტა ადრე გაგეფრთხილებინეთ და აღარაფერს დავწერდით. მართლაც რა დროს სიმართლეა, როცა ამხელა თანამდებობის პირ პატრიარქზეა საუბარი?! ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ!?
შენი აზრი რაც გინდა, დაწერე. :) მე არ გიშლი! აბა ბატონო, მაგრამ ეს უბრალო გამოსვლა. ხო არა? მითუმეტის ახლა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ჯერ მაგ "ღვდელი" მაგის დონეს, რო მიაღწევს მერე ასწავლოს ვინ რა არასწორად აკეთებს. მერე პატრიარქის გამოსვლა უბრალო, ტლიკინი არა!

მერე რა რო ეს მღვდელი "პატარაა" და პატრიარქი "დიდი" ?? "პატარა"მღვდელი არ შეიძლება მართალი იყოს? ან უფრო სწორას "დიდი" მღვდელი ხო შეიძლება ცდებოდეს? თქვენვე არ იძახით უშეცდომო მარტო ქრისტე იყოო ;) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე რა რო ეს მღვდელი "პატარაა" და პატრიარქი "დიდი" ?? "პატარა"მღვდელი არ შეიძლება მართალი იყოს? ან უფრო სწორას "დიდი" მღვდელი ხო შეიძლება ცდებოდეს? თქვენვე არ იძახით უშეცდომო მარტო ქრისტე იყოო
რა შუაშია დიდი თუ პატარა?მერე პატრიარქი რომ გამოდის, ეს უბრალო მილოცვა არა. მე კი ის ვთკვი რომ ჯერ პატრიარქი, გახდეს და მერე ასწავლოს ვინაა მართალი და ვინ არაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მე კი ის ვთკვი რომ ჯერ პატრიარქი, გახდეს და მერე ასწავლოს ვინაა მართალი და ვინ არაა.

ბომჟსაც შეუძლია სიმართლის თქმა და შენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატრიარქსაც შეუძლია ტყუილის თქმა :)

ავტორისნაცვლად აპელირებას თუ სიტყვებზე მოახდენ უკეთ მიხვდები რომელია მართალი და რომელი მტყუანი ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბომჟსაც შეუძლია სიმართლის თქმა და შენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატრიარქსაც შეუძლია ტყუილის თქმა ავტორისნაცვლად აპელირებას თუ სიტყვებზე მოახდენ უკეთ მიხვდები რომელია მართალი და რომელი მტყუანი
რა მნიშვნელობაა, ვინაა მართალი და არა? გამოვიდა. მოულოცა. რა ამაში? მერე რამდეჯერ ვთქვი, ეს უბრალო გამოსვლა არ იყო. ქვე-თექსთი გამოსვლი ვერ გაიგე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მნიშვნელობაა, ვინაა მართალი და არა?

აბა რასა აქვს მნიშვნელობა??

 

მოულოცა. რა ამაში?

აღდგომა დღეს მრავალ ახალწელს დაესწარიო ერთმა დებილმა მეზობელმა მომილოცა :D :D

 

ქვე-თექსთი გამოსვლი ვერ გაიგე?

ვერა :( ვინ მომცა მე მაგის ტვინი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...