Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოში არსებობს ლიბერალური და ლიბერტიანული იდეოლოგია,

ესაა ასე ვთქვათ მწყობრი სისტემა რომელიც თავის ამოცანად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვას,

ეკონომიკაში მომხრეა საბაზრო ეკონომიკის, სადაც სახელმწიფოს როლი მინიმალურია.

ბუნებრივია არსებობენ ლიბერალი პოლიტიკოსები, პარტიები რომლებიც ამ იდეოლოგიის მიმდევრები არიან და უფრო მწყობრად ეს იდეოლოგია სოც. ქსელებში ვრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით.

 

ლიბერალისთვის, უფრო სწორად ნეოლიბერალისთვის და ლიბერტიანელისთვის,

არ არსებობს სამშობლოს მცნება, ტრადიციები, რელიგია,

ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი მორალური ვალდებულებებისგან, მისი ქმედება რეგულირდება კანონით,

 

ამის საპირწონედ არსებობს კონსერვატიზმი,

კონსერვატიზმისთვის მთავარია სამშობლო, რელიგია და ოჯახი,

შესაძლოა ჩავაკვეხოთ ზრდილობისთვის ადამიანიც მაგრამ ეს ხელოვნური იქნება ჩემის აზრით,

 

ის ბრძოლა რომელიც მიმდინარეობდა საქ. ნაციონალებსა და ოპოზიციას შორის შეიძლება მოვიაზროთ

როგორც ბრძოლა კონსერვებსა და ლიბერალებს შორის,

 

თუმცა ქართული კონსერვატიზმი პირდაპირ ვერ აფიქსირებდა თავის პოზიციებს, არადა ოპოზიციის მომხრე იყვნენ სწორად ის ადამიანები ვისთვისაც სიტყვა "სამშობლო" და "რელიგია" არ წამოადგენდა გოიმობას და არ ნი/შნავდა ჩამორჩენილობას,

მიუხედავად კონსერვატორების სიმრავლისა მათ ვერ მოახერხეს თავისი იდეოლოგიის ჩამოყალებება, რეალურად კონსერვატორები ლიბერტიანელებს ისევ ლიბერალურ ფრონტზე აწვებობდნენ,

 

თქვენ ლიბერალები არ ხართ ნამდვილი ლიბერალები, თქვენ არ ხართ ნამდვილი მედასავლეთეები,

ეს იყო ძირითადი ბრალდება,

 

რას ფიქრობთ რითაა გამოწვეული ის რომ კონსერვატიზმს არ გააჩნია თავისი იდელოგია, რატომ არ უპირისპირდება ის ლიბერალიზმს????

იქნებ იმიტომ რომ ლიბერალიზმი ესაა უნივერსალური იდეოლოგია, ის მზარმზარეუ[ლად მოგვართვეს დასავლეთიდან, ხოლო კონსერვატიზმი არ არსებობს უნივერსალური, ის უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ნიადაგს და სწორად აქაა პრობლემა,

ქართველებმა ვერ შევქმენით კონსერვატული იდეოლოგია, ამიტომაც ჩვენი ბრძოლა ლიბერალების წინააღმდეგ მათ მოედანზე მიმდინარეობს, დიახაც ჩვენ ისინი დავამარცხეთ, მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით უპირატესობა მათ მხარეზეა,

ხოდა რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით, როგორ წარმოგიდგენიათ ქართული კონსერვატორული იდეოლოგია, რას უნდა ემყარებოდეს ის??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...