Jump to content
Planeta.Ge

პარალერული მიტინგები ნატოს თემაზე ანუ ხელოვნურად შექმნილი ანტინატო "მოძრაობა".


Recommended Posts

"საქართველოს სჭირდება რუსეთთან მეგობრობა! არა ნატო-ს!“ „არა ნატო-ს! საქართველოს სჭირდება რუსეთთან მეგობრობა! “თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში რუსეთთან მეგობრობის აღდგენის აუცილებლობის მოთხოვნით 15:00 საათზე აქცია გაიმართება.

 

აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „დედამიწა ჩვენი სახლია“ და „საქართველოს მშვიდობის კომიტეტი“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ამერიკა საქართველოს კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგო ბერკეტად იყენებს , რაც ხელს უშლის ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

არასამთავრობოები მიჩნევენ, რომ ნატო აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტსა და ერთიანობას და ამ მიზნით ინტენსიურად განალაგებს სამხედრო ინფრასტრუქტურას მისი საზღვრების გარშემო.

 

„ბოლო 20-წლიანმა ტრაგიკულმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ამგვარი ბერკეტი აშშ-ისა და ნატო-ს ხელში. ჩვენი ქვეყნისათვის ამგვარი როლი დამღუპველია!“,- წერია მიმართვაში და აღნშნულია, რომ ისინი მიესალმებიან ახალი მთავრობის განცხადებებს რუსეთთან ურიერთობების აღდგენის თაობაზე, თუმცა, შეშფოთებულები არიან, რომ საქართველო ძველ საგარეო კურსს, კერძოდ კი ნატო-ში ინტეგრაციის გზას აგრძელებს.

 

„ჩვენი პირველი ერთობლივი აქცია დავამთხვიეთ საბჭოთა კავშირის დაარსების საიუბილეო - 90-ე წლისთავს. ეს გაკეთდა პროტესტის ნიშნად, რადგანაც ნებისმიერი ინტეგრაციული ფორმა შექმნილი თუ შესაქმნელი სივრცეში, თავისუფლად შეიძლება აღქმულ იქნას „საბჭოთა სისტემის აღგენად“. ამგვარად, აშშ ფაქტიურად გვიკრძალავს რუსეთთან და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად არათუ პოლიტიკური, არამედ ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის ხელსაყრელ ინტეგრაციულ წარმონაქმნშიც კი გაერთიანებას“,- წერია არასამთავრობიების განცხადებაში.news.ge

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ცნობილია საქართველოს მოსახლეობის 73%-მა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას-საქართველოს რეფერენდუმის შედეგებს კანონმდებლობით გააჩნია კანონის ძალა.....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნათლად ჩანს რომ ბიძინემ და მისმა თანამხარჯველებმა ზემოთ თქმული იციან ამიტომ ხდება "საზოგადოებრივი პროტესტის" ეს იმიტაცია(ფეისბუქით ბერას ფანების სასწრაფო შეკრება ხომერიკის და ალიკ ბაზარის მცირერიცხოვან "საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან" გულაშვილის იობის მიმდევარ შევრაზმელ პროვოსლავნებთან და უბრალოდ საქმეში ჩაუხედავ ყმაწვილებთან ერთად). ბიძინეს იდეოლოგებს(რომელთაც შპარგალკებს მარკოვი, ლევან პირველი, დუგინი, ზატულინი, მიგრანიანი უწერენ) სურთ შექმნან ილუზია რომ ნატოს თემაზე ქართულ საზოგადოებაში "ორი აზრი არსებობს" შემდეგ ბიძინეს ჯიბის ტელევიზიებით მოხდეს ევროატლანტიკური ფასულობების დისკრედიტაცია და ა.შ. უკრაინის რეგიონების პარტიის აქტიურობის მსგავსად.....წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინეს გაუჭირდება ნატოში შესვლაზე პირდაპირი უარის თქმა რადგან კანონის დამრღვევი აღმოჩნდება რეფერენდუმის შედეგების იგნორირებით....ამიტომაცაა ეს "მოწადინებული არასამთავრობოთა" აქცია რომლთა აქტივისტებს გაზპრომის სუნიანი ფული უდევთ ჯიბეში...ნეტარ არიან კოლლაბორაციონისტობის მსურველნი ოდეს არ იციან ვიშისტებისა და აბდულაჰ ნაჯიბულას აღსასრულის ისტორია.. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"არასამთავრობოები მიჩნევენ, რომ ნატო აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტსა და ერთიანობას "-მეტად მხიარული ამბავია: ამ "არასამთავროებმა" თავიც კი არ შეიწუხეს და მარკოვის ტექსტი პირდაპირ თარგმნეს უცხო ადამიანს რომ ენახა იტყოდა რუსები თავის ქვეყნის ბედით არიან შეშფოთებული და ნატოში შესვლა არ უნდათო....საქართველო რაღა შუაშუა? Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"და ვზდრავსტვუეტ რუსკი ნაროდ, ბეზ პუტინა, ბეზ პუტინა!" საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე არასამთავრობოებმა ამავე ადგილზე აქციის ჩატარება 15:00 საათისთვის დააანონსეს. მათი მიზანი იყო გაეპროტესტებინათ 15:00 საათზე ნატო-ს საწინაამღმდეგოდ დაგეგმილი აქცია.

 

ნატო-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში ერთ საათით ადრე შეიკრიბნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ნატო-ს საწინააღმდეგო აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ისინი ნატო-ს საწინაამღდეგო არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით დახვდნენ.

 

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა და მათმა მხარდამჭერბმა პუშკინის სკვერი მალევე დატოვეს.

 

ნატო-ს მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობდნენ უმცირესობის წევრი კობა ხაბაზი, ექსპერტი მიშა თავხელიძე, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დამფუძნებელი გიგა ნასარიძე და სხვები.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს აქცია, სლოგანით „არა ნატო-ს! საქართველოს სჭირდება რუსეთთან მეგობრობა!“ 2 არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა ორგანიზებული, ესენი არიან: „დედამიწა ჩვენი სახლია“ და „საქართველოს მშვიდობის კომიტეტი“.

 

გამოყენებულია საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძისა და ჟურნალ "ტაბულას" "ფეისბუკის" ფოტოები.

 

http://news.ge/ge/ne...tina-bez-putinahttp://s020.radikal.ru/i722/1212/71/ea36a645ab2d.jpghttp://s020.radikal.ru/i705/1212/d4/44d216bc39c7.jpg

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოს მომხრეთა საპასუხო აქციის ფოტოებიhttp://i047.radikal.ru/1212/a3/c38cb5c8af4b.jpghttp://i031.radikal.ru/1212/34/48793606f061.jpg

 

http://s55.radikal.ru/i150/1212/bc/0df47698ee34.jpg

 

http://s017.radikal.ru/i439/1212/a9/93e6ebffaf76.jpg

 

http://s017.radikal.ru/i424/1212/02/4f0681e8e7f9.jpg

 

http://i062.radikal.ru/1212/db/68d2a37430e2.jpg

 

ეს კი ანტინატოელებიhttp://s55.radikal.ru/i149/1212/02/956b80e3f274.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიჩნევენ, რომ ნატო აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა,

თავს ისულელებ თუ მართლა არ იცი ნატოს ბიუჯეტში ამერიკის წილი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავს ისულელებ თუ მართლა არ იცი ნატოს ბიუჯეტში ამერიკის წილი?
ჯერ ეს " წილი" არაფერია, აი პოლიტიკური გავლენა კი!.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ეს " წილი" არაფერია, აი პოლიტიკური გავლენა კი!.

"ფული ჯოჯოხეთს ანათებს,ფულს იყენებენ თავდებად.... " :) ფულით აქვთ ნაყიდი გავლენაც ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten მგონი მნათეში ბოკერიას ცოლს გულისხმობდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...