Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

-აპა ნახეთ,

 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ განხცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საღამოს შევიდა. მისი თქმით, ეჭვს იწვევს პოლიტპატიმართა სია, მით უფრო, რომ არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუდასტურებია საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობა. მისი თქმით, ამ სიის მიხედვით გათავისუფლდებიან ის პატიმრებიც, რომლებიც გასამართლებული არიან პედოფილიის, ჯაშუშობის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.

„ამნისტია ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა. ამ შემთხვევაში შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე, მაგრამ თუ გარეთ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებ, ძალიან აშავებ... აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის ჯაშუშებს. საღი გონებით, მე ამას ხელს არ მოვაწერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალგაზრდებთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკის, მათ შორის, პრივატიზაციის საკითხებს, ტარიფების შემცირების თემას, ჰესებისა და მაგისტრალების მშენებლობას, სარკინიგზო პროექტებს, დასაქმების პრობლემას და სხვა.

 

"შს მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაული "უმნიშვნელოდ, 50 პროცენტით" გაიზარდა. როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია, ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ," - განაცხადა გუშინ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, შენიშვნები აქვს ე.წ პოლიტპატიმრების სიის შესახებ, რადგან არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პოლიტპატიმრები" საქართველოშიhttp://i065.radikal.ru/1212/47/84a5bd214c3c.gifhttp://i065.radikal.ru/1212/47/84a5bd214c3c.gifhttp://i065.radikal.ru/1212/47/84a5bd214c3c.gifრატომაც არა(მით უმეტეს გულაშვილს და სხვა გამოააშკარავებულ ჯაშუშებს საქართველოში რუსეთი პოლიტპატიმრებად თვლის)..... რა გასაკვირია? თუ ბიძინე ივანიშვილი უმწიკვლო ქართველი პატრიოტია(გუბასამ გიორგი ბრწყინვალეს შეადარა(ასტიგმატიზმმა დამჩაგრა თორემ მეც გუბასასავით გავიხარებდი დიდი მონარქის პირდაპირი ინკარნაციის ხილვის მადლით) და პაწიოსანი რუსი ბიზნეს(შენი ჭირიმე)მენია, კობა დავითაშვილი(ნა ვერწელე) ერის წყლულით გაბერილი მგზნებარე ადვოკატი, მედიველისტი თამადა გუბაზნატორი ქართული გეოპოლიტიკის მამა, ბაბუა და კიდო იმათი ბაბუა, ბოსელია ფისქიპერი რელიგიური კონფლიქტების საკითხებში, კანცლერის ნათესავები ჟოზეფ ფუშეს ქართული ჩამოსხმა, თინა და უსუფ ხიდაშელები ქართული პარლამენტალიზმის ბოლო იმედი, აქუბარდია და ჟურნალისტური გამოძალვის აკრძალვით შევიწროვებული შალიკო-2 რამიშვილი ჟურნალისტები, თუ საქართველომ თავის მიწაზე იმედენი მოახერხა რომ უცხო ქვეყანას "თავს დაესხა" და მრავალი სხვა აქუბარდიას ბუტკაში და ნინელის დაჩაზე შეთხზული ჭორები ოცნებად იქცა და შემდეგ ახდა.....რატომ არ შეიძლება "რეჟიმს" "პოლიტპატიმრები" ყოლოდა? შემოვდივარ მოთხოვნით ყველა ციხეში მჯდომი გამოვაცხადოთ "პოლიტპატიმრად" და გავათავისუფლოთ....რამდენი ადგილი გათავისუფლდება ბიძინეს დაუნახავი მტრებისათვის....თუ ადგილი არ ეყოფათ აგერ ვლად პუწინი გამოუყოფს ადგილებს ურჩი კრიმინალური არალოიალური ზაპადნიკებისათვის და არ იქნება ცუდი ე.ი. იქნება კარგი.....ბიძინე ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობისას ყოფილა შემჩნეული იქაური პოლიტპატიმრების ქომაგობით...მაგ განაცხადა ხოდარკოვსკი და ლებედევი პოლიტპატიმრები არ არიანო, სამაგიეროდ გულაშვილი და ის სამხედრო მზვერავი(ჩვენი შვეულმფრენთა მოძრაობის გრაფიკს რომ აცნობებდა დუშკა ღენერალ ბორისოვს) ყოფილან პოლიტპატიმრები.....ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო... პ.ს. ბევრი "ბრწყინვალე" ვქსელოგომანი გამომრჩა მაგრამ ქუცუნაშვილი(აი ირონია როდესაც ბიძინემ 53%-ს მათი ოცნების პარტიის ლიდერად ეს დაუნიშნა......ამაზე დიდი ირონია მე პირადად არ მსმენია)....ნეტარ არიან ბიძინეს თვალებაფაფხულებული ზვიადი მომხრეები....http://s019.radikal.ru/i618/1212/66/7c16e2570301.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidzehttp://s017.radikal.ru/i402/1212/54/8b99180ab290.gif 2 საუკუნის მიცვალებულის პირობაზე კარგად გამოიყურებიან ბიძინეს "ინტელექტუალები"....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რო გაატარონ ეს ამინსტია უფრო კაი იქნება.ოღონდ,კლიტები მოიმარჯვედ! :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...