Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებენ დეპუტატებს, უარი თქვან მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხება

 

მიმართვა:"მოგიწოდებთ, არ შეცვალოთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი და, რაც მთავარია, არ აფიქრებინოთ, თითქოსდა 3500- წლოვანი ისტორიის ქალაქს თქვენს ღირსად არ თვლიდეთ. ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!" - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი ტელევიზიების, რადიოს, გაზეთებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, უპირველესად კი პარლამენტის ქუთაისში გადატანამ, გაზარდა ქუთაისის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საერთაშორისო ცნობადობა, რასაც, შესაბამისად, მოჰყვა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება:

 

"ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა; მოიმატა მოთხოვნამ დამატებით სერვისებზე, რამაც, თავის მხრივ, მომსახურების სფეროში ახალი ბიზნესობიექტების გაჩენა გამოიწვია. ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა შიდა და საერთაშორისო ტურიზმი. ქვეყნის პოლიტიკური ფუნქციების გარკვეული ნაწილის ქუთაისისათვის დელეგირებამ გააჩინა ქალაქის და რეგიონის საზოგადოების პოლიტიკური აქტივობის გაზრდის იმედი. ქუთაისისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიზნესფუნქციები ქმნიდა იმერეთის მხარის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების წინაპირობებს.

 

ყველა ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან, რომელშიც წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედეგოდ ცდილობდა."

 

 

ყველა ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან, რომელშიც წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედეგოდ ცდილობდა."

 

ამჟამად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიზანიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაა.

 

"ამ ინიციატივის გასამართლებლად გამოთქმული არგუმენტები შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს:

 

• ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში;

 

• პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული მანძილი (220 კილომეტრი) გაართულებს კომუნიკაციას;

 

• პარლამენტის შენობა არაკომფორტულია;

 

• დეპუტატებს ქუთაისში კომუნალური პრობლემები ექმნებათ.

 

"რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის შენახვის სიძვირეს, არსებობს ალტერნატიული გათვლები, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თბილისში. ასეც რომ არ იყოს, წელიწადში რამდენიმე ათეული, ან თუნდაც ასეული ათასი ლარის დაზოგვა ნამდვილად ვერ გადასწონის იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც პარლამეტის ქუთაისში ფუნქციონირება მოიტანს.

დანარჩენი არგუმენტებიდან ზოგიერთი (კომუნიკაციის სირთულეებზე აპელირება კომუნიკაციების საუკუნეში) ღიმილისმომგვრელია, ზოგიც (ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმთავრებელი შენობის არაკომფორტულობა) მარტივად გადაწყვეტადი. ბოლო კი (პარლამენტარების კომუნალური პრობლემები), გამაღიზიანებელი და გაუგებარი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.

 

უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ქვეყნის რჩეულები, დეპუტატები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობამ ნდობის მანდატი მიანიჭა, განიხილავენ საკონსტიტუციო(!) ცვლილებას, რომლის არსიც მათივე კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.

 

პატივცემულო დეპუტატებო, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქი გაგებით ვერ მოეკიდება და მხარს ვერ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას, ვერ დაირცხვენს იმის გამო, რომ ხალხის რჩეულთა 24- საათიანი წყალმომარაგება ვერ უზრუნველყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ აგირჩიათ - პრობლემები გადაჭრათ და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გაექცეთ", - ნათქვამია პარლამენტისადმი მიმართულ ღია წერილში.

 

წერილს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები: „ლიბერალური კლუბი“, „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი-რეგიონების განვითარებისთვის“, „დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი,“„ასოციცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის“, „ქუთაისის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“, „ევროპა ჩვენი სახლია“, „საზოგადოება და სამართალი“, „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

„სამოქალაქო ინიციატივა Pro Patria”, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირი „სავარდი“, „ინერ-ჯორჯია“, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „საჩინო“, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, „განვითარებისა და განათლების ცენტრი“, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტი“,რეზო თაბუკაშვილი სახ. დოკუმენტური ვიდეო-სტუდია “DVS”.

 

მედიაორგანიზაციები: რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“, ტელერადიოკომპანია „რიონი“, გაზეთი „ახალი გაზეთი “, „რეგიონული მედიის ასოციაცია“, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-TV"

 

ვიდეო:http://news.ge/ge/ne...atseoba-miusaja

Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა.

:D :)) :))

 

დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი

:D :)) :)) :))

 

რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი ტელევიზიების, რადიოს, გაზეთებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მაგათ თავის ბოსტანში უნდათ რო ჰქონდეთ პარლამენთი ყოველდღე ადვილად რო ირბინონ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეროზულად,რა სასაცილო?

სერიოზული დადე რამე და სერიოზულად იმაზე ვილაპარაკოთ :)

 

რ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა

ამაზე სერიოზულად რა უნდა ვთქვა? :D

 

დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი

ან ამაზე? :D დავითაშვილი თუ ერთ-ორ ქუთაისურ პერაშკს შეჭამს ეს წაადგება ქუთაისის ეკონომიკას? :))

თბილისი ხო ააყვავა პარლამენტმა და ახლა ქუთაისის ჯერია :D ქუთაისშიც თუ აყვავდა ეკონომიკა მერე სხვა ქალაქში გადავიტანოთ პარლამენტი :D

სხვა ხეირი მაგათგან არაფერია და ეკონომიკა მაინც ავაყვავებინოთ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზული დადე რამე და სერიოზულად იმაზე ვილაპარაკოთ
სეროზულს, რას უძახი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze პარლამენტის უკან გადმოტანა უკიდურესი ფორმით შეურაცხყოფაა ქუთაისის მიმართ ბიძინეს და მისი თანამხარჯველთა მხრიდან ეს გასაკვირი არცაა.... თბილისის წითელმა არისტოკრატიამ(რომელსაც დრომ და პროგრესმა სანაგვეზე მიუჩინა ადგილი-ბიძინემ რუბლებით ამოიღო სანაგვედან და საქართველოს თავზე მოახვია) საშინელი საფრთხე დაინახა თბილისის გაპარაზიტებულმა ძველმა ელიტამ პარლამენტის ქუთაისში გადატანით. ამ საფრთხეს წითელი არისტოკრატიისათვის ერთი სახელი აქვს: საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვა იმ შეთხელებულ ფენებშიც კი რომელიც აქაიქ შემორჩათ თბილისში....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ამ მიმართვას: ეს მხოლოდ რევერანსია იმ ადამიანთა ჯგუფების მხრიდან რომლებიც სერიოზულ ძალას არ წარმოადგენენ და ერთადერთი რასაც ემსახურება: ეს ბიძინეს ჯიბის რეტროგრადული პარლამენტის ლეგიტიმიზაციაა. მე ვთვლი რომ ამ რუსული ფულით ხელისუფლებაში მოსულ ურდოსთან არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა მით უმეტეს თანამშრომლობა. საჭიროა ნელნელა დაიწყოს მათი დელიგიტიმიზაციის პროცესი საქართველოს გასათავისუფლებლად....არავითარი დიალოგი, არავითარი მოთხოვნები, არავითარი თანამშრომლობა კოლლაბორაციონისტებთან..... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის უკან გადმოტანა უკიდურესი ფორმით შეურაცხყოფაა ქუთაისის მიმართ

ქუთაისში რო რეფერენდუმი ჩავატაროთ და 80%მა თქვას ერთ ადგილზე მკიდია პარლამენტი თავის პარლამენტარებიანდადო დანარჩენმა 20%კი სასწრაფოდ აახვევიეთ აქედანო მერე რას იზავთ ნემსის აქლემად გადამქცევები?? რომელიმე ქუთაისელმა გითხრა რო რაც პარლამენტი გადმოიტანეს ამოვისუნთქე და წელში გავსწორდიო?? ეს რო წაიღონ ოჯახი დამექცევაო?? :))

 

.არავითარი დიალოგი, არავითარი მოთხოვნები, არავითარი თანამშრომლობა კოლლაბორაციონისტებთან.....

გეთანხმები, არანაირი კოჰაბტაცია და მოჩვენებითი თანამშრომლობა არაა საჭირო. ძველი ხელისუფლების ყველა წევრი ციხეში!! უბრალო მიშისტები ფსიქიატრიულში(სარეაბილიტაციო ცენტრიც შეიძლება)!! :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეროზულს, რას უძახი?

რის დანახვაზეც არ მეცინება :)

არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი

კაი რა ამაზე არ გაგეცინა?? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტი რატო უნდა იყოს თბილიში?

მთავრობასთან სიახლოვის გამო ;)

 

საპირისპირო კითხვა: რატო უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპირისპირო კითხვა: რატო უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში?
პირველი დეცენტრალიზაცია. მერე ეკონომიკის, განვითარება(თბილისი არა საქართველო) :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი დეცენტრალიზაცია.

ადგილმდებარეობას ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ;) გამგეობები და გუბერნიები შორსაა თბილისიდან მარა მარიონეტები არიან :)

 

მერე ეკონომიკის, განვითარება

პარლამენტი როგორ განავითარებს ეკონომოკას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...